x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ზუსტად იმ მომენტში განადგურდა გველის რეპუტაცია
image

გველისა და ქალის დიალოგი პირველცოდვასთანაა ჩვენს ასოციაციაში მუდამ დაკავშირებული, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა.

მინდორში უზარმაზარი გველი ცხოვრობდა ქვებს შორის.

ხალხს ეშინოდა ამ ადგილზე გავლაც კი, რადგან გველმა რამდენიმე გლეხი დაკბინა.
ერთ დღესაც მინდორში - გველის სამფლობელოში ქალმა ჩამოიარა. გველს მისი დაკბენაც სურდა, მაგრამ ქალი მას სიყვარულით გამოელაპარაკა და კეთილშობილების ფრქვევით დაარწმუნა გველი, რომ მისთვის არ უნდა ეკბინა.

ქალმა გველს აუხსნა, რომ შხამიანი კბილებით ადამიანების დაკბენა კარგი საქმე არ არის, ამ ადამიანებს ჰყავთ მშობლები, რომლებიც იტანჯებიან მერე თავიანთი შვილების სიკვდილით ისევე, როგორც გველი დაინტანჯებოდა მისი შვილები რომ დაეკბინათ და მოეკლათ. გველს ისეთი გრძნობები დაეუფლა ამის წარმოდგენისას, რომ ატირდა. მან პირობა დადო, რომ აღარავის აღარ უკბენდა.

როცა გლეხები დარწმუნდნენ, რომ გველი აღარ იკბინებოდა, მინდორზე აღადგინეს სიარული. ერთხელაც ხედავენ, გველი თავისთვის წევს და მზეზე თბება. გველმაც გამოჰხედათ, თუმცა არც შერხეულა, განაგრძო მზეზე თბობა.


საშიში აღარ არისო, უზლურიაო, ვეღარ იკბინებაო და გლეხებმა დაუშინეს ჩასაქოლად ქვები, ჯოხები დაცხეს. გველისიმწრისგან იკლაკნებოდა, ტიროდა და წუწუნებდა, მაგრამ არავის ებრალებოდა იგი.

როდესაც გლეხებმა დასუსტებული გველი ხელში აიტაცეს და კიდევ უფრო უმოწყალო წამება დაუწყეს, მინდორში ქალმა ჩამოიარა. აი, იმ ქალმა, ვინც ეს გველი " ხვრელით ამოიყვანა ენით ტკბილად მოუბარით". მან გხეხებს მსხვეროლი გამოსტაცა, მიწაზე დასვა და ჰკითხა, როგორ დაუშვა მასზე ასეთი სისასტიკის განხორციელება.
გველმა შეახსენა ქალს მისი დარიგება და საკუტარი პირობაც, რომელიც მას მისცა, აღარ დაეკბინა ადამიანები.

ქალმა კი უპასუხა: "არავინ გიკრძალავს შენი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლას! შენ შეგეძლო, ასისინებულიყავი, შეგეშინებინა ან ენერგიულად გაქცეულიყავი. თუ გამოგედევნებოდნენ, თავდასაცავად კიდეც უნდა გეკბინა! ყველა არსებას აქვს უფლება დაიცვას თავისი სიცოცხლე და არ მისცეს სხვებს ქვებით თავის გახეთქვის საშუალება! თუ ვინმე შენს ხვრელში მოძვრება და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, უნდა უკბენო, რადგან ყველა ცოცხალ არსებას აქვს სიცოცხლის გადარჩენის უფლება! ”

გველმა მოუსმინა, გვერდზე გადააფურთხა და გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ აქ განადგურდა მისი რეპუტაცია.

ქალი კი არ აღმოჩნდა იმდენად ჭკვიანი და ბრძენი, რომ უბრალო რამ მარტივად აეხსნა:
1.თუ ადამიანები მოგიხტებიან და ზიანის მოყენებას მოისურვებენ, შეგიძლია გაიქცე.
2. თუ ვერსად გარბიხარ, შეგიძლია დააშინო.
3. თუ ვერც გარბიხარ და ვერც აშინებ, როგორც უკიდურესი საშუალება, უნდა უკბინო, თუ სიცოცხლე გინდა!

კბენა კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის დასაცავად. ასეთია რეალური ცხოვრება.






0
377
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0