x
ეფექტური გუნდის შექმნა
გუნდები ინდივიდებზე უფრო ეფექტურად და წარმატებით ასრულებენ სამუშაოს, რომლის შესრულებასაც მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები, განსჯა და გამოცდილება სჭირდება. გუნდი არის უფრო მოქნილი და უკეთ რეაგირებს მოვლენათა ცვლილებებზე, ვიდრე დაჯგუფების სხვა ფორმები. ასევე, მნიშვნელოვანია გუნდის მოტივაციური თვისებები. მოტივაცია განაპირობებს ეფექტურად სამუშაოს შესრულებას.

ეფექტური გუნდის შექმნისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტების გათვალისწინება: ვინაიდან გუნდები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმითა და სტრუქტურით, შექმნილი მოდელი გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც გზამკვლევი და არა როგორც უცვლელი რეცეპტი. ასევე, მოდელიდან ჩანს, რომ სამუშაო გუნდის მუშაობის უპირატესობა ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით წინასწარ განსაზღვრულია. ეფექტური გუნდის მთავარი კომპონენტები ოთხ ზოგად კატეგორიად იყოფა: 1.რესურსები და კონტექსტური გავლენები, რაც გუნდს ხდის ეფექტურს. 2.გუნდის შემადგენლობა. 3. შრომის დიზაინი. 4. პროცესის ცვლადები, რომელიც ასახავს იმას, რაც გუნდში ხდება და გავლენას ახდენს ეფექტურობაზე. გუნდის ქმედითობასთან მნიშვნელოვანი კავშირი აქვს 4 კონტექსტურ ფაქტორს: ადეკვატური რესურსების, ეფექტური ლიდერობის, ნდობის კლიმატის, სამუშაოს შესრულების შეფასებისა და ჯილდოების სისტემის არსებობას. ადეკვატური რესურსები-გუნდის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რაც გამოიხატება დროული ინფორმაციით, სათანადო აღჭურვილობით, შესაბამისი კადრებით, წახალისებითა და ადმინისტრაციული დახმარებით.ლიდერობა და სტრუქტურა:გუნდში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თითოეული წევრის ადგილი, დადგინდეს განრიგი, დარეგულირდეს კონფლიქტები და ა.შ. ლიდერობა ყოველთვის აუცილებელი არაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ გუნდის ეფექტურობა, რომელსაც ჰყავს ლიდერი. ნდობის კლიმატი: ეფექტური გუნდის წევრებს ერთმანეთისადმი ნდობა გააჩნიათ, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ამცირებს ქცევის გაკონტროლების საჭიროებას. სამუშაოს შესრულების შეფასება და ჯილდოთა სისტემა-ინდივიდუალური ქმედითობის შეფასება, ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, ინდივიდუალური სტიმულები და მათი პარამეტრები მაღალ ქმედითუნარიან გუნდს ვერ ჩამოაყალიბებს. მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ ჯგუფის შეფასება, მოგებისა და შემოსავლის განაწილება, ჯგუფის მცირე სტიმულები და სხვა მოდიფიკატორები, რაც აძლიერებს გუნდის ძალისხმევასა და ერთგულებას. გუნდის შემადგენლობა მოიცავს ცვლადებს, რომელიც გუნდის წევრების არჩევასთანაა დაკავშირებული. გუნდის წევრების შესაძლებლობები-გუნდის ქმედითობის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წევრთა ცოდნა, უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია მათი გამბედაობა, რაც ეხმარება გუნდს მიაღწიოს დასახულ მიზანს. გუნდს ესაჭიროება : კვალიფიციური წევრები, პრობლემის გადაჭრისას ალტერნატივების განსაზღვის უნარის მწონე წევრები, ყურადღებიანი, უკუკავშირის, კონფლიქტის გადაჭრის და სხვა ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების მქონე წევრები. პიროვნული თვისებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაქირავებულის ქცევაზე. იმ გუნდებს, რომელიც ხასიათდება ექსტრავერსიის, თანხმობისთვის მზაობის, კეთილსინდისიერების, გამოცდილებისთვის ღიაობის და ემოციური სტაბილობის მაღალი მაჩვენებლით, გუნდის ქმედითობაშიც მაღალი მაჩვენებლი აქვთ. გუნდის ეფექტურობისთვის აუცილებელია როლების ადეკვატური განაწილება, უნდა განისაზღვროს 9 პოტენციური როლი: დამაკავშირებელი, შემქმნელი, პრომოუტერი, შემფასებელი, ორგანიზატორი, მწარმოებელი, მაკონტროლებელი, დამცველი და მრჩეველი. მნიშვნელოვანია აგრეთვე გუნდის მრავალფეროვნება. რაც უფრო მრავალფეროვანია გუნდი პიროვნული თვისებების, სქესის, ასაკის, განათლების და გამოცდილების თვალსაზრისით, მით უფრო ეფექტურია გუნდი.

ჯგუფები, გუნდები და ორგანიზაციები შედგება კოჰორტებისაგან, ანუ იმ ადამიანიაბისაგან, რომლებსაც საერთო ნიშან-თვისებები ავქთ. გუნდის ეფექტურობისთვის გასათვალისწინებელია გუნდის ზომა, მის წევრთა მოქნილობა და მისთვის უპირატესობის მინიჭება. გუნდის სამუშაოს დიზანი მოიცავს შემდეგ ცვლადებს: 1.თავისუფლება და ავტონომია. 2.სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოყენება.3. მთლიანად სამუშაოსა და კონკრეტული ამოცანის შესრულების შესაძლებლობა. 4. ამოცანაზე ან პროექტზე მუშაობა, რომელსაც სხვებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.გუნდის ეფექტურობას განსაზღვრავს აევე პროცესის ცვლადები, საეთო მიზანი, კონკრეტული მიზნები. გუნდში ყოველთვის არსებობს კონფლიქტი, რომელიც სტიმულს აძლევს მსჯელობას, პრობლემისა და ალტერნატივების კრიტიკულ შეფასებას, ამან შესაძლოა გუნდი უკეთეს გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. ინდივიდები გუნდურ მოთამაშეებად გადაიქცევისათვის გარკვეული უნარ-ჩვევები ესაჭიროება. მენეჯერებმა ამისათვის უნდა გადაამზადონ კანდიდატები. გუნდში მნიშვნელოვანია ჯილდოთა სისტემა. მენჯერებმა ინდივიდის ეფექტიანობის მიხედვით უნდა გასცენ ისეთი ჯილდოები, როგორიცაა, დაწინაურება, ანაზღაურების გაზრდა და აღიარების სხვა ფორმები.

გუნდის ხარისხის მართვა უზრუნველყოფს პროცესის გაუმჯობესებას. ეს პროცესი მოითხოვს კომუნიკაციასა და კონტაქტს, რეაგირებას და ადაპტაციას, კოორდინაციას და თანმიმდევრულობას.


აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდი ყოველთვის არ არის პრობლემის გადაჭრის გზა. იმის დასადგენად, გუნდი ერგება თუ არა ორგანიზაციის სამუშაო სიტუაციებს იყენებენ სამ ტესტს იენებენ: 1. რამდენიმე ადამიანი შეასრულებს სამუშაოს ერთ ადამიანზე უკეთესად? 2. სამუშაო ჯგუფი ქმნის წევრთა საერთო მიზნებს? 3.არიან ჯგუფის წევრები ერთმანეთზე დამოკიდებულნი? ასე რომ, გუნდის შექმნისთვის გასათვალისწინებელია აღნიშნული ფაქტორები.


0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
ნიკოლოზ მარგიანი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0