x
კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

ადამიანი სოციალური ჯგუფის ნაწილია, ამიტომაც ქცევებს ვაფასებთ არამხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ სოციუმის გათვალისწინებითაც. ვაკვირდებით ხოლმე სხვა ადამიანის მოქმედებებს და ვადიფერენცირებთ მათ სწორ და არასწორ ქცევებად. ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვსწავლობთ და ნელ-ნელა გვიყალიბდება საკუთარი მორალიც. მორალი არის „ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი პრინციპები, ღირებულებები და ნორმები.“ ეს წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ მსჯელობათა სისტემას, რისი მიხედვითაც ხდება მოქმედებების შეფასება და მათთვის სწორის და არასწორის დარქმევა.

მორალურობა თავს იჩენს მორალურ მსჯელობაში, მორალურ გრძნობებში და მორალურ ქცევებში. განსაკუთრებულად, მორალური მსჯელობის კვლევა იყო აქტუალური ფსიქოლოგიაში. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა იყო პიაჟე. მან საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული შეხედულებები და სტადიები შემოგვთავაზა. მისი თეორია განავრცო კოლბერგმა და საკუთარი მორალური განვითარების სტადიებიც ჩამოაყალიბა. მან გააფართოა პიაჟეს თეორია. მორალური განვითარების შესწავლისას ისიც მიმართავდა კლინიკური ინტერვიუირებას. პიაჟესგან განსხვავებით, კოლბერგი წარუდგენდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებს მორალურ დილემებს ანუ ისეთ შემთხვევებს სადაც ერთი, აშკარა სწორი პასუხი არ არსებობს, და ამის გარშემო უსმევდა კითხვებს.

კოლბერგმა ზნეობრივი განსჯის განვთარების ექვი საფეხური ჩამოაყალიბა - სამი ძირითადი დონე, თითოეული ორი სტადიით. გამოყოფილ სამ მთავარ დონეს მან უწოდა : 1. პრეკონვენციური; 2. კონვენციური და 3. პოსტკონვენციური.

კოლბერგი თითოეული სტადიას და საფეხურს შემდეგნაირი მნიშვნელობებით განიხილავდა :

  • პრეკონვენვიური დონე.
  • ამ დონეზე მორალი ექსტრენალურად კონტროლირებადია. ბავშვებს აქვთ გარედან მიღებული წესები და ქცევის ავ-კარგიანობას შედეგების მიხედვით აფასებენ. რაც ნიშნავს რომ ქცევები, რომლებსაც მოყვება დასჯა ბავშვის მიერ აღიქმება, როგორც ცუდი, ხოლო, ის ქცევები, რომლებიც ჯილდოვდება, დადებით შეფასებას იმსახურებს.

    I საფეხური - სასჯელსა და მორჩილებაზე ორიენტირება (2-3 წელი).

    ბავშვები უპირობოდ იღებენ და ემორჩილებიან უფროსებისგან მიწოდებულ წესებს. მორალური აზროვნების ამ საფეხურზე ის ქცევა აღიქმება მართებულად, რომელსაც უფროსების მიერ სასჯელი არ მოყვება.

    II საფეხური - ხელშემწყობ მიზანზე ორიენტაცია (4-7 წელი)

    ამ სტადიაზე მყოფი ბავშვი უშვებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია ყველას ერთნაირი შეხედულება არ ქონდეს. სწორი და არასწორი საქციელი აქ განისაზღვრება პირადი ინტერესების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. მათ აქვთ ორმხრივი ვალდებულობის აღქმა, რაც ნიშნავს რომ თუ დაეხმარება ვინმეს, მაშინ სამაგიეროდ, ისიც უნდა დაეხმაროს.

    პირველ საფეხურზე ქცევის შეფასება თუ ხდებოდა შედეგის მიხედვით, აქ კრიტერიუმს პირადი სარგებლიანობა წარმოადგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საფეხურზე ბავშვი ეგოცენტრულობით ხასიათდება.

    ეს ორი საფეხური ერთმანეთს ძალიან გავს. ორივე შემთხვევაში ქცევის შედეგი, მომავალის გათვალისწინება წარმოადგენს კრიტერიუმს. სხვაობა ის არის, რომ პირველ შემთხვევაში დასჯა არის ის მექანიზმი და ის შედეგი, რომელიც ბავშვისთვის წარმოადგენს დადასტურებას იმის შესახებ რომ ეს ქცევა ნამდივილად არასწორია. თავიდან მორალი ექსტრენალური კონსტრუქტია, პირველ საფეხურზე ხდება ცოდნის და გამოცდილების დაგროვება, ნელ-ნელა კი მორალის ინტერნალიზება ხდება. გაშინაგნების პირველი ნიშნები, სწორედ, მეორე საფეხურზე იჩენს თავს, აქ ბავშვი თავად, შიგნიდან წყვეტს რა არის მისთვის სარგებლიანი და საკუთარი სურვილით აფასებს ქცევას.

    II - კონვენციური დონე

    ამ დონეზე მყოფი ბავშვები მსჯელობენ სხვათა მოწონების საფუძველზე. მნიშვნელოვანია ოჯახის დამოკიდებულება და მათი მოლოდინები. გათვალისწინებულია, სამშობლოს, საზოგადოების და კულტურის მიერ გაზიარებული ნორმები, წესები და კანონები.

    III საფეხური - ორიენტაცია „კარგი გოგო, კარგი ბიჭი“ (7-10 წელი).

    ამ საფეხურზე მყოფი ბავშვები, როგორც წესი, მოზარდები არიან. მათთვის წინაპლანზე გადმოდის ოჯახის და საზოგადოების მოლოდინების გამართლება, ეს წარმოადგენს სწორი ქცევის კრიტერიუმს. ამ საფეხურზე მყოფ პიროვნებებისთვის მნიშვნელოვანია სიყვარულის, ემპათიის, ზრუნვისა და ნდობის განცდა.

    იმისთვის რომ ქცევა დადებითად შეფასდეს, მთავარია ის სხვა ადამიანებისგან იყოს მოწონებული. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია შექება და დადებითი კომენტარები. ამის მიხედვით, არჩევენ ისეთ ქცევებს რომელიც მათ „კარგი ბიჭის“ ან „კარგი გოგოს“ სახელს მიანიჭებს.

    IV საფეხური - სოციალურ წესრიგზე ორიენტაცია (10-13 წელი)

    ამ საფეხურზე წინაპლანზე იწევს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების სურვილი. შესაბამისად, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის მორჩილი. ამ სტადიაზე მყოფი პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია ქონდეთ განცდა, რომ არიან სოციუმის სრულფასოვანი ნაწილი. ისინი, საზოგადოებაში დამკვირდებული წესების და სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონების მიხედვით მსჯელობენ.

    III - პოსტკონვენციური დონე

    პიროვნებისთვის აღარ არის საზოგადოებაში დამკვირდებული წესები და კანონები აბსოლიტური ჭეშმარიტება. ამ დონეზე ჩნდება მორალის აბსტრაქტული და ფასეულობის ტერმინებით განსაზღვრის ტენდენცია.

    V საფეხური - სოციალურ კონტრაქტზე ორიენტაცია (13+).

    მეხუთე საფეხურზე მყოფი პიროვნებები სოციალური კონტრაქტის მნიშვნელობას იაზრებენ იმისთვის რომ საყოველთაო კეთილდღეობა იყოს დამყარებული. სხვადასხვა კულტურას და სოციუმს განსხვავებული ფასეულობები აქვს, მაგრამ არსებობს ბაზისური უფლებები, რომელიც ყველა შემთხვევაში და სიტუაციაში დაცული უნდა იყოს. ამ საფეხურის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს დემოკრატიული გზებით მიღწეული კონსესუსი და ადამიანის ბაზისური უფლებების დაცულობა. პიროვნებისთვის წინა პლანზე გადმოდის პირადი მორალური პრინციპები, თუმცა სხვა ადამიანის ზნეობრივ პრინციპებსაც პატივისცემით ეპყრობა.

    VI საფეხური - უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე ორიენტაცია

    ამ საფეხურზე მყოფი პიროვნებისთვის დამახასიათებელია ნებისმიერ საზოგადეობაში მიღებული ეთიკური პრინციპების მიხედვით მსჯელობა. აზროვნება და მეტყველება იწყება აბსტრაქტული ცნებების გამოყენებით. მორალურად სწორ და კარგ ქცევად ფასდება ის რომელიც შეთანხმებაში მოდის არა კანონებთან და წესებთან, არამედ მორალურ პრინციპებთან და სინდისთან. მთავარია სამართლიანობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ამ საფეხურზე ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს.

    მოგვიანებით, კოლბერგმა თავის შრომებში აღნიშნა, რომ მეხუთე და მეექვსე საფეხურებში მცირედი განსხვავებაა, ამიტომ მათი გაერთიანება შესაძლებელია.

    კოლბერგის თანახმად, მორალური მსჯელობა ორ გზით ვითარდება. გარეგანი კონსტრუქტიდან ნელ-ნელა გაშინაგნებული ზნეობრივი პრიცნიპები ყალიბდება და მეორე, კონკრეტული მსჯელობიდან ის თანდათან აბსტრაქტული ხდება.

    0
    89
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ თოლორდავა
    მარიამ თოლორდავა
    89
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0