x
ძილი და მისი მნიშვნელობა
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ძილი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების პასიური ნაწილი იყო. ახლა, ბევრად უფრო მეტი რამ ვიცით ძილის მნიშვნელობის შესახებ, და მათ შორის ისიც რომ ტვინი ძალიან აქტიურია ძილის დროს. ამას გარდა, ის მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ძირითადად, ძილის დროს გავდივართ 5 ფაზას : 1, 2, 3, 4 და თვალების სწრაფი მოძრაობა (REM – rapid eye movement). პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება REM-ი, თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე ძილს (non-REM) უწოდებენ. REM და NREM ძილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის - სიზმრისთვის.

პირველი ეტაპი არის მსუბუქი ძილი, როდესაც შესაძლებელია მარტივად გაღვიძება. ამ ეტაპზე თვალები ნელა მოძრაობენ და კუნთების მოძრაობაც შენელებულია. მეორე ეტაპზე თვალის მოძრაობა ჩერდება, სხეული იწყებს მომზადებას ღრმა ძილისთვის. მესამე ეტაპზე ჩვენ გვძინავს უფრო ღრმად და უფრო რთული ამ დროს გაღვიძება.

REM ძილი ჩაძინებიდან 90 წუთში ხდება. REM ძილის პირველი პერიოდი ძირითადად 10 წუთი გრძელდება. ყოველი მომდევნო REM ფაზა გრძელდება, და საბოლოოდ 1 საათამდე აღწევს. ბავშვები ძილის 50%-ს REM ფაზაში ატარებენ, ხოლო ზრდასრულები მხოლოდ 20%-ს.


როგორც ვნახეთ, ძილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენაში, ტვინს ნორმალურ ფუნქციონირებაში და ორგანიზმს რელაქსაციაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია კარგად დაძინება. არსებობს ძილის დარღვევები, რომელთა მიზეზებიც ვარირებს ბიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალებს შორის.

ძილის პარალიზი ერთ-ერთია. ამ დროს გრძნობ რომ გღვიძავს, მაგრამ მოძრაობა, ლაპარაკი ან ემოციის გამოხატვა არ შეგიძლია. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე. ძილის პარალიზი შესაძლებელია არსებობდეს სხვა ძილის დარღვევებთან ერთად.

ძილში ლაპარაკ., ი - ამ დროს ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცის. ეს შეიძლება იყოს დიალოგი ან მონოლოგი. კარგი ამბავი ის არის რომ, ადამიანების უმეტესობისთვის ეს იშვიათი და ხანმოკლე მოვლენაა. ყველას აქვს გამოცდილებაში ძილში ლაპარაკი, თუმცა ეს მდგომარეობა უფრო დამახასიათებელია მამაკაცებში და ბავშვებში.

ძილში აპნოე არის ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. ეს ემართებათ უფრო მეტად ჭარბწონიან, მწეველ და ხანდაზმულ ადამიანებს. ამ დროს ტვინს აღარ მიეწოდება ჟანგბადი, შესაბამისად ქვეითდება წნევა, რაც იწვევს გულის პრობლემებს. ძილის დროს აპნოე ხშირია დღენაკლულ ახალშობილებშიც, სრულად ჩამოყალიბებული სასუნთქი სისტემის არქონის გამო.

არსებობს კიდევ ბევრი ძილის დარღვევა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამისგარდა, აღსანიშნავია, რომ როდესაც გვძინავს, ჩვენი არაცნობიერი აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემაზე რომელის გადაწყვეტაც ცნობიერმა გონებამ ვერ შეძლო. ამის დადასტურება მეცნიერებაშიც მრავლად მოიპოვება მაგ, კეკულე რომელმაც, სიზმარში ნახა ბენზოლის ფორმულა და დიმიტრი მენდელეევი, რომელმაც ქიმიურ ელემენტთა ლოგიკური დალაგების გზა სიზმარში ნახა.

მნიშვნელოვანია, კარგად გვქონდეს გააზრებული ძილის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში და არ ვეცადოთ მის შემცირებას. ზოგჯერ, ადამიანებს ძალიან უჭირთ ძილის საკმარის დოზას გამოუყოს დრო, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ძილის ნაკლებობა უსათუოდ მიგვიყვანს უფუნქციობამდე და სხვა უამრავ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ პრობლემასთან.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0