x
მორალურ მსჯელობაზე მოქმედი ფაქტორები

პიაჟე და კოლბერგი, მორალური მსჯელობის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევდა მომწიფებას, სოციალიზაციას და მორალურ დილემებზე თავად ბავშვის ნააზრევს (პიაჟეს სიტყვებით, აქტივობას). ზნეობრივ მსჯელობაზე მოქმედი ფაქტორებია : პიროვნული მახასიათებლები, თანატოლებთან ურთიერთობა, აღზრდის სტილი, სკოლაში სწავლის გამოცდილება და კულტურული საკითხები.

ბავშვის აღზრდის პრაქტიკა - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პოზიტიური გავლენის მომხდენია მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვის მორალური მსჯელობის განვითარებაში. ადამიანები, რომლებსაც ბავშვობასა და მოზარდობაში მშობლები აქტიურად უყვებოდნენ მორალურ დილემებს, სადაც თავად უწევდათ მსჯელობა და დასკვნის გამოტანა, რთავდნენ დისკუსიებში, განამტკიცებდნენ პროსოციალურ ქცევებს და შექმნილი ქონდათ ემპათიური, მხარდაჭერის და სანდო ატმოსფერო, უფრო წარმატებულები არიან მორალურ გაგებაში. ამისგან განსხვავებით, პიროვნებებს რომელთა მშობლები არ ზრუნავდნენ მსგავსი გარემოს შექმნაზე და პირიქით, დასჯაზე იყვნენ ორიენტირებულები, მცირედი ან საერთოდ არანაირი ცვლილება არ შეენიშნებათ.

სასკოლო განათლება - სასკოლო განათლების მიღების პერიოდი ის დროა, როდესაც უმჯობესდება პიროვნების მორალური მსჯელობა. სავარაუდოა, რომ უმაღლესი განათლებაც დიდ გავლენას ახდენს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მისი საშუალებით ადამიანი ეცნობა სოციალურ საკითხებს. ამის საფუძველზე იქმნის დამოკიდებულებებს პოლიტიკის, კულტურული ჯგუფებისა და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისადმი.

თანატოლებთან ურთიერთობა - პიაჟეს თეორიაში ვნახავთ, რომ ბავშვის განვითარებაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორი თანატოლებთან ურთიერთობაა. მისი გავლენა მორალური გაგების განვითარებაზე მრავალი კვლევითაც დასტურდება. მოზარდები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ და ხშირად საუბრობენ, შედიან დისკუსიაში და მსჯელობენ მეგობრებთან ერთად, უფრო განვითარებული აქვთ მორალური მსჯელობა.

პიაჟე დადებითად უყურებდა თანატოლებთან კონფლიქტის გავლენასაც მორალურ მსჯელობაზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მორალური განვითარებაზე მოქმედებს ის სიტუაციები, როდესაც საწინააღმდეგო აზრებთან ხდება შეჯახება. ამ დროს ხდება გააზრება იმის, რომ შენს აზრებს არ ეთანხმებიან და ჩნდება საჭიროების განცდა მეტად ზოგადი გახადო საკუთარი შეხედულებები. ასევე, ამ დროს ბავშვები ხედავენ, რომ სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და არა ავტორიტარული დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები და კომპრომისზე წასვლა.

თანატოლებთან ურთიერთობის სტილზე დაკვირვებით, თუ როგორ და რა ხარისხით ერთვებიან ადამიანები დისკუსიებში, შესაძლებელია მოგვცეს მათი მორალური მსჯელობის განვითარების წინასწარმეტყველების საფუძველი.

კულტურა - მორალური მსჯელობის განვითარებაში დიდი როლი აქვს დიდ სოციალურ სტრუქტურებს. ამით აიხსნება, რომ ინდუსტრიულ ქვეყნებში ადამიანები უფრო ჩქარა გადიან კოლბერგის მიერ შემოთავაზებულ ეტაპებს, ვიდრე სასოფლო თემების წარმომადგენლები.

კულტურებში, სადაც ადრეული ასაკის ბიჭები სოციალური ინსტიტუციების ნაწილები ხდებიან, უფრო დაჩქარებულია მორალური განვითარება. ამის მაგალითს ვხვდებით კიბუცებში, ისრაელში. აქ შუაბავშვობიდან იწყება ბიჭების გაწვრთნა საზოგადოების მართვაში. შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ ბავშვები მესამე კლასში უკვე საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებსა და კანონებში კარგად არიან გათვიცნობიერებულები.

კოლექტივისტური და ინდივიდუალისტურ კულუტურებს შორის განსხვავება მრავალ საკითხში იჩენს თავს. როგორც ვიცით, კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლების თვითაღქმა მეტად არის მიმართული სხვა ადამიანებისკენ, განსხვავებით ინდივიუალისტურისა. ამით არის გამოწვეული, რომ სასოფლო თემებში პიროვნების სახე ასოცირებულია მთელი საზოგადოების სახესთან.

ამასთან ერთად, აზიაში ძალიან მნიშვნელოვანია სხვების მიმართ დაკისრებული ვალდებულებები, ვიდრე ევროპულ ან ამერიკულ კულტურებში. მაგალითად, ინდოეთის მოსახლეობის აზრით, საკუთარი და სოციუმის გარემო განუყოფელია. აღსანიშნავია, რომ არსებულ კვლევებში ინდოელები განსხვავებულ მორალური მსჯელობის პატერნს ავლენენ.


0
1
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0