x
თქვენ და მე-შეტყობინებები

კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია „თქვენ და მე-ცნობების“ შესახებ ინფორმაციის ქონა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ამ ცნებებს ვეცნობით და ვიაზრებთ მათ მნიშვნელობას უფრო ყურადღებით ვაკვირდებით ადამიანებს, თუ როგორ ამყარებენ ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას და რომელ მათგანს იყენებენ უფრო მეტი სიხშირით.

კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად, ადამიანები ერთმანეთის დადანაშაულებას ვიწყებთ, რაც უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას და კონფლიქტის მოგვარებაც არაეფექტურად მიმდინარეობს. მაშინ როდესაც, მოსაუბრის შეფასებაზე გადავრდივართ ჩვენ ვიყენებთ „თქვენ-შეტყობინებებს“. ამის მაგალითია შემდეგი წინადედება : „თქვენ ყოველთვის უპასუხისმგებლოთ იქცევით.“ ამ დროს, სრული პასუხისმგებლობის გადატანა ხდება მეორე ადამიანზე. ამასთან ერთად, ვერ ხერხდება საკუთარი დანაშაულის და ემოციების გაანალიზება. ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანი და ეფექტურია გამოვიყენოთ „მე-შეტყობინებები“. „მე- ცნობა“ კონფლიქტურ სიტუაციის განმუხვტის საშუალებას იძლევა, მოსაუბრეს ექმნება უკეთესი დამოკიდებულება და ამასთან ერთად, ვახერხებთ საკუთარი პრობლემის უკეთესად გაანალიზებას. მთავარია, ვიყოთ გულწრფელები და თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები მოსაუბრის დადანაშაულების გარეშე.

იმის გარდა, რომ „მე-შეტყობინება“ უნდა იყოს გულწრფელი, ის ასევე უნდა შედგებოდეს შემდეგი სამი კომპონენტისგან : გარემოების აღწერა, გრძნობების სწორად გადმოცემა, მიზეზების გამოკვეთა. ასევე, მნიშვნელოვანია საუბრის დროს სიტყვა „თქვენ“, „შენ“ საერთოდ არ გამოვიყენოთ. ამის ჩანაცვლება შესაძლებელია ზოგადი სიტყვებით, როგორიცაა „სხვები“, „ადამიანები“ და მსგავსი. ამით თავიდან ავიცილებთ მოსაუბრის პირდაპირ დადანაშაულებას და მისი პასუხიც უფრო კონსტრუქციული იქნება.

საინტერესოა, დავაკვირდეთ თუ როგორ ახდენს „თქვენ ცნობის“ გამოყენება კონფლიქტების გაღვივებას და მე-ცნობა კი პირიქით, გვინარჩუნებს სახეს თუნდაც ძალიან დიდ კონფლიქტურ სიტუაციაში. „მე-ცნობები“ გვეხმარება კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია, თვითრეფლექსიაში.

რომელს, მე თუ თქვენ-შეტყობინებებს, უფრო მეტად იყენებენ ადამიანები დამოკიდებულია, კულტურასა და სოციუმზეც. ზოგიერთი კულტურისთვის უფრო მეტად „თქვენ ცნობა“ არის დამახასიათებელი, მაგალითად, იქ სადაც არ არის წახალისებული საკუთარი ემოციების, ნაკლის და შეცდომების ხაზგასმა. ხშირ შემთხვევაში, უფრო კომფორტულია გარემოებებს და სხვა ადამიანებს დავაბრალოთ შექმნილი არასასურველი სიტუაცია, ვიდრე ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს გრძნობებზე და სისუსტეებზე.

მე ცნობის დროს აუცილებელია საკუთარ თავში გაჩენილი ემოციების გაანალიზება მოვახერხოთ და არ შეგვეშინდეს მათი გამოხატვის. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში პასუხისმგებლობის სხვა ადამიანებზე გადატანით და „თქვენ ცნობების“ გამოყენებით მხოლოდ, თავს ვარიდებთ გამოვჩნდეთ სუსტი და ემოციური ადამიანი.

მნიშნველოვანია, ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი ემოციების გამოხატვა. „თქვენ ცნობის“ გამოყენება და სხვისი დადანაშაულება არ აგვარებს კონფლიქტს. მნიშვნელოვანია, თავიდანვე ისწავლონ ბავშვებმა ემოციების ამოცნობა და გამოხატვა შეურცხვენელად. როგორც გოგოებში ისე ბიჭებში არ უნდა აღიქმებოდეს დანაშაულად და სირცხვილად ემოციების გამოხატვა, სისუსტის გამოვლენა და შეცდომების დაშვება.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0