x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მომღერალი თემურ წიკლაური

image
პოპულარული ქართველი მომღერალი, ანსამბლ ივერიის სოლისტი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის შვილიშვილი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:image

თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.[3] 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.


2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა




თემურ წიკლაურის რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორისაა: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო-დინამო", ასევე პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით "ნიკორა", თავადის ქალო", "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ", "მეეტლევ", "გული არა ბერდება" და სხვა.

0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0