x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"იესო ქრისტეს ხვლიკი" - იცით თუ არა, რატომ ეწოდა ქვეწარმავალს ეს მეტსახელი?


image




ბაზილიკის ხვლიკს სხვანაირად "იესო ქრისტეს ხვლიკსაც" უწოდებენ. ქვეწარმავალს ეს მეტსახელი ეწოდა თავისი განსაკუთრებული, სპეციფიკური უნარის წყალობით - როგორც კი საფრთხეს შეამჩნევს, ხვლიკს შეუძლია, გაირბინოს წყლის ზედაპირზე ასეთი პატარა არსებისათვის საოცარი სიჩქარით, 1.5მ/წმ.-ში. ამასთანავე, ამგვარი უნარით დაჯილდოებული არიან მხოლოდ 50 სმ.-მდე სიგრძის, მცირე მასის მქონე არსებები.

ბაზილიკის ხვლიკებს კარგად აქვთ განვითარებული უკანა კიდურები. ამიტომაც ისინი შესანიშნავი მოცურავეები არიან ნებისმიერ ასაკში. ქვეწარმავლის სიგრძე 70-80 სმ.-ია, იშვიათად გვხვდება 1-მეტრიანი ნიმუშები, იწონის 250 გრამამდე.

"იესო ქრისტეს ხვლიკი", რომელმაც ზედმეტსახელი მიიღო წყლის ზედაპირზე სიარულის უნარის გამო, აქტიურია მთელი დღის განმავლობაში. ხვლიკის ეს სახეობა ცოცხლობს 8-10 წელი. ზოგჯერ ბაზილიკის ხვლიკები ჭამენ საკუთარ ახალშობილებს.

0
275
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0