x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იტალიაში გამტაცებლებმა ავტომობილი უკან დაუბრუნეს პატრონს - მიზეზი გაგაოცებთ

image



იანვრის შუა პერიოდში იტალიის ქალაქ ბარში 56 წლის ქალბატონს, დამიანს მოპარეს ავტომობილი Fiat Doblo. მისმა ქალიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა მანქანის ფოტო და დაწერა, რომ ეს "ფიატი" იყო ერთადერთუ საშუალება გაფანტული სკლეროზით დაავადებული დედამისის გადასაადგილებლად.

მოპარული Fiat Doblo იყო ქალბატონის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო მეტად მნიშვნელოვანი - მანქანა ადაპტირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ მართვისათვის; აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

დაზარალებულის ქალიშვილის პოსტი ფეისბუქზე სიტყვებით "გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ის ჩვენ" გახდა ძალიან პოპულარული ქსელში. ამ ისტორიის შესახებ გაიგო მთელმა ქალაქმა (საუბარია იტალიის ქალაქ ბარზე) და როგორც ჩანს, გამტაცებლებმაც.

რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ Fiat Doblo გაჩერებულ მდგომაროებაში იპოვეს იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოსთან. მანქანის წინა სავარძელზე იდო ბოროტმოქმედთა წერილი, სადაც ვკითხულობთ:





"ჩვენს გვაქვს გული, გვაპატიეთ, ჩვენ არ ვიცოდით თქვენი ავადმყოფობის შესახებ"




imageმანქანის გამტაცებელთა წერილი



დამიანის (დაზარალებული ქალის) ოჯახმა, რომელსაც დაუბრუნეს მანქანა, წამოიწყო კამპანია, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის საშუალებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მანქანის ჩუქებას.

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0