x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
პატრიოტი თუ მოღალატე? გივი გაბლიანის ამაღელვებელი ისტორია. რუსოფილები და ჰომო სოვიეტიკუსები ნუ წაიკითხავთ!

image
ასეთი უბნელესი მეორე მხარე, რომლის დანახვა თუნდაც იმიტომ გვიჭირს, რომ ამ ომზე შეწირული ბიჭების შთამომავლები ვართ და ქვეცნობიერად გვინდა გავამართლოთ ჩვენი თვალით უხილავი, და მაინც საყვარელი ბაბუების სიკვდილის მიზეზიც და მიზანიც...

ორი გარდაუვალი ბოროტებიდან რომ იძულებული ხარ, ნაკლები ბოროტების გზა აირჩიო, სწორედ ასეთი დილემა იდგა მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი მებრძოლების წინაშე. თუმცა სხვადასხვა პოზიციიდან სხვადასხვაგვარად ჩანდა, რომელი იყო უარესი. ერთი და იგივე ციფრი ზოგის მხრიდან 6–იანად იკითხებოდა, მეორე მხრიდან კი 9–იანად. გააჩნია, ვინ საიდან უყურებდა მას, ვის ოჯახს რა ტრაგედია ჰქონდა გადატანილი და ვინ რაში ხედავდა საქართველოს ხსნასა თუ გადარჩენას.

ვისაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (დღევანდელი თსსუ) 80– იან წლებში დაუმთავრებია, კარგად ახსოვს ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის დოცენტის, შამშე ქევანიშვილის ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები. ბატონი შამშე გამოირჩეოდა თავისი საგნის უზადო ცოდნით, სიდინჯით და დარბაისლობით. იგი სტუდენტებთან იყო განსაკუთრებულად თავაზიანი. ტონს არასდროს აუწევდა ლექციაზე. სტუდენტების მხრიდან კი მუდამ იყო მაქსიმალური დასწრება და დიდი ყურადღება მისი ლექციების მიმართ.

ბატონი შამშე მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს და საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. ბატონი შამშესგან ცნობილია ისტორია, როგორ წავიდა მოხალისედ ფრონტზე იმდროინდელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, როგორ ჩაიგდეს გემანელებმა საბჭოთა მებრძოლების გარკვეული ნაწილი ტყვედ წითელი არმიის უკან დახევისას ერთ–ერთი ბრძოლის დროს, მათ შორის, თვითონ დაჭრილი შამშე ქევანიშვილიც.


„ერთ დილას, საკონცენტრაციო ბანაკის მოედანზე მწკრივად განლაგებულ ტყვეებს ჩამოგვიარა გერმანელი ოფიცრების ჯგუფმა. როდესაც მომიახლოვდნენ, ჯგუფს ერთ–ერთი ოფიცერი გამოეყო, ჩემ წინ შეჩერდა, დამაკვირდა და მკითხა, ქართველი ვიყავი თუ არა. როგორც კი ქართველობა დავუდასტურე, მწკრივიდან გამიყვანა. ამ დღის შემდეგ სამედიცინო პუნქტში გადამიყვანა, სადაც მამუშავებდა სანიტარ-ინსტრუქტორად“, – იხსენედა ბატონი შამშე. მისივე თქმით, კაცი, რომელმაც ტყვეობას გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა, გახლდათ გივი გაბლიანი.

ნიუ–იორკის ერთ–ერთ რაიონში, ქვინსში, ცხოვრობდა ტიპური ქართული, სიმპატიური გარეგნობის მოხუცი, სამხედრო მოღვაწე, ექიმი და მემუარისტი გივი გაბლიანი.

მისი ნაამბობიდან საყურადღებოა ის, რომ მისი ისტორია გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი.

გივი გაბლიანის მამა – ეგნატე გაბლიანი ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის ისტორიის მკვლევარი იყო. მას უაღრესად დიდ პატივს სცემდა მთელი სვანეთი და არამარტო. ახალგაზრდა ეგნატე პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, იკვლევდა სვანურ ფოლკლორსა და სვანთა ყოფას, აშუქებდა სვანეთის პრობლემებს. იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. ის გახლდათ 1921-24 წლებში სვანეთში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გაშლილი პარტიზანული მოძრაობის ერთ–ერთი მეთაური. იგი არაერთგზის დაუპატიმრებიათ. საბოლოოდ, ეგნატე გაბლიანი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. წითელმა ტერორმა იგი არაფრის გამო დახვრიტა. არანაირი მოღალატეობრივი საქციელი მას არ ჩაუდენია. გივის დედა – პედაგოგი ვერა გაბლიანი დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ დედის დაჭერის შიში და "მტრის შვილის" იარლიყი მუდმივად თან სდევდა ახალგაზრდა გივი გაბლიანს.

ის მხარე, რომელიც წითელ ურჩხულს ებრძოდა, იყო მისთვის სამშობლოს მხსნელი. ეს ლოგიკურიც იყო ასეთი, სისასტიკეგამოვლილი ოჯახის შვილისთვის. ახლა უკვე კვლევებით და მონაცემებით დადგენილია, რომ საბჭოთა სისტემის სისასტიკე მკვლელობებით, აბსოლუტურად უდანაშაულო შეწირული მსხვერპლით, ბევრად უსწრებს ნაცისტურ გერმანიას.

გივი გაბლიანის მონათხრობით, იგი სწავლობდა თბილისის N14 სკოლაში, 1939 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და ასპირანტად დარჩა ქირურგია–ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. ის მალევე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1940 წელს ლიტვის ოკუპაციაში მონაწილეობდა. რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტის საფუძველზე საბჭოელთა მიერ "კაპიტალიზმის უღლისგან განთავისუფლებულმა" პატარა, მშვიდობიანმა, აყვავებულმა ლიტვამ გივი გაბლიანზე და დივიზიის სხვა წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ოკუპირებული ხალხი უფრო თავისუფალი და ბედნიერი ჩანდა, ვიდრე ე. წ. "თავისუფალი" საბჭოთა მოქალაქეები. სპეცდანიშნულების რაზმების შესვლას მოჰყვა პოლიტიკურად საშიში ხალხისგან ქვეყნის გაწმენდა და ეშელონებით ციმბირისკენ გაგზავნა. ლიტვის ბედი ეწვია ლატვიასა და ესტონეთსაც. ამ ქვეყნების და ხალხის ტრაგედიამ გივი გაბლიანზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან მის მშობელ ქვეყანას და ოჯახს ეს ყველაფერი უკვე გადატანილი ჰქონდა.

1941 წლის 22 ივნისს, როცა გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, გივი გაბლიანი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ომის პირველივე თვეებში მრავალი მეომარი ჩავარდა ტყვედ, მათ შორის, გაბლიანიც. საბჭოთა ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა ტყვეთა დაცვის 1929 წლის ჟენევის კონვენციას, ამიტომ ტყვედჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცის უფლებებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ ან ვერ იცავდნენ. ამას დაემატა სტალინის ბრძანება N 270, რომლის მიხედვითაც ტყვე სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა. ამით საბჭოთა კავშირმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის მოქალაქეებზე და ბედის ანაბარა დატოვა ისინი.

ევროპაში მიმოფანტული ქართული ემიგრაცია ომის დაწყებისთანავე დაირაზმა ტყვეთა გადასარჩენად. ბანაკებიდან ქართველი ტყვეები გამოიყვანეს, მათ შორის, გივი გაბლიანიც. როგორც გივი გაბლიანმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, იგი შგნებულად გადავიდა გერმანელების მხარეს. მასთან ერთად იყო მიხეილ კედია. მისი დახმარებით იგი "ქართული საკავშირო შტაბის" სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. განყოფილებას ევალებოდა აღენუსხა ტყვეთა ბანაკებში გაფანტული ქართველები, გაეთავისუფლებინა და განესაზღვრა მათი იურიდიულ–ლეგალური მდგომარეობა. გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ გივი გაბლიანმა ობერლეიტენანტის წოდება მიიღო და დაინიშნა აბვერის ქართულ ბატალიონ "თამარა-II"–ის მეთაურად. მისი შემწეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ ქართველ ჯარისკაცს. ასე შეუნარჩუნა სიცოცხლე შამშე ქევანიშვილსაც. სამშობლოში დაბრუნებული შამშე ქევანიშვილი, როგორც ყველა ტყვედნამყოფი მებრძოლი გადასახლებას ვერ გადაურჩა. სწორედ გადასახლებიდან დაბრუნებულმა დაიცვა დისერტაცია და დაიწყო სამედიცინო ინსტიტუტში ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე მუშაობა.

სიცოცხლეშენარჩუნებული ტყვეების დიდი ნაწილი კი, შამშე ქევანიშვილისგან განსხვავებით, ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. მათი გეგმა ასეთი იყო: დანაყოფები გერმანულ ჯარებს უნდა შეჰყოლოდნენ საქართველოში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეცვათ საკუთარი ქვეყანა. როგორც ბატონმა გივიმ აღნიშნა, ქართველები კარგად ხედავდნენ ნაციზმის ნამდვილ სახეს, მაგრამ ჰიტლერის წინააღმდეგ განწყობილი გერმანელების მსგავსად, ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი არ იქნებოდა გერმანიის მუდმივი მმართველი და მის შემდეგ გერმანიის პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიებზე შეიცვლებოდა. გერმანიის დამარცხებამ, ქართველთა გეგმები ჩაშალა. ომის შემდეგ, გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, გივი გაბლიანი საბჭოთა მხარეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, შეერთებულ შტატებში გადასახლდა.

„ეს არ იყო ქართველებისთვის სამამულო ომი, ეს არ იყო ჩვენი ომი. საქართველო იყო ანექსირებული, დაპყრობილი რუსული ბოლშევიზმის მიერ, ძალით გასაბჭოებული“, – განაცხადაბატონმა გივიმ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი შეეწირა ამ უაზრო ომს. განსაკუთრებით, ქერჩის ყურეში, სადაც სრულიად გაუმართლებელი, სამხედრო თვალსაზრისით გამაოგნებელი ჟლეტა წარმოებდა. ქართველები საზარბაზნე ხორცად იყვნენ ქცეულნი. ეს იყო ქართველებისთვის თავსმოხვეული ომი. დედის მხრიდან ჩემი ბაბუაც ამ ომში იბრძოდა და კარგად მესმის იმ ადამიანების ტკივილიც, რომელთა ოჯახის წევრები ამ ომს შეეწირნენ. გერმანული ნაციზმი ძალიან საშინელი იყო, მაგრამ ხარისხობრივად თუ რაოდენობრივად არა ისეთი საშინელი, როგორიც წითელი ბოლშევიზმი. ცუდისა და უარესის ურთიერთშედარებით, ბოლშვიზმი იყო უარესი. ჩემთან საუბრისას გივი გაბლიანი საკმაოდ კრიტიკულად, უარყოფითად იყო განწყობილი ნაცისტური გერმანიისადმი. მისივე თქმით, გერმანელებს შორისაც იყვნენ ღირსეული ოფიცრები. მისი ერთ–ერთი თანამებრძოლი იყო, ობერლენდერი, რომელიც ქართულად მიმართავდა ბატონ გივის და იყო ქართველების დიდი ქომაგი. გივი გაბლიანის წინაშე იდგა ორ დამპყრობელს შორის არჩევანის გაკეთების დილემა – რომელი დამპყრობლის მხარეს დადგეს, რომ ქვეყანა არ განადგურდეს? მან ორი გარდაუვალი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტების გზა აირჩია და სწორედ ის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს გათავისუფლების შანსს იძლეოდა. "ჩვენთვის ისევე მიუღებელი იყო გერმანული ნაციზმი, როგორც ბოლშევიზმი, მაგრამ თავად გერმანიის რაიხის პოლიტიკურ წრეებში იმდენად დიდი იყო ნაკადი ლიბერალური, დემოკრატიული ფასეულობებისა, ვიმედოვნებდით, რომ დროთა განმავლობაში ეს ექსტერმიზმი განადგურებული იქნებოდა", - ამბობდა გივი გაბლიანი.

2001 წელს გივი გაბლიანი გარდაიცვალა.

დროა ისტორიამ სწორად შეაფასოს გივი გაბლიანი და მისნაირი პატრიოტი ქართველები, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად!

4
402
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
402
  
2021, 2 ივნისი, 15:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 21 მაისი, 11:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 მაისი, 22:31
ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის სტალინისგან ასეთი საქციელი? მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და თუნდაც ალიოშა სვანიძის - უამრავი დახვრეტილი ქართველის სისხლმა მოუტანა სიკეთე სტალინის ქვეყანას? ჭიათურაში ვაგონებში ჩახოცილთა სისხლმა მოუტანა სიკეთე სსრკ-ს? ან კიდევ დახოცილი ბერების სისხლმა და ეკლესიების რბევამ? :(
2021, 20 მაისი, 21:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4