x
ეს დღე ისტორიაში - 25 იანვარი, პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყება
image


1924 წლის 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ჩატარდა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები შამონში, საფრანგეთში.


ზამთრის ოლიმპიური თამაშები, დღესდღეობით ინტერნაციონალური მოვლენაა და პოპულარულობით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს არ ჩამოუვარდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. 1924 წელს, ფრანგული ოლომპიური კომიტეტის ორგანიზებით, “ინტერნაციონალური ზამთრის სპორტის კვირეული” გაიმართა საკურორტო ქალაქ შამონში, იმავე წელს, როდესაც ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში.


შამონში ჩატარებულ ღონისძიებაზე, მხოლოდ რამოდენიმე სპორტის სახეობა იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის იყო ბობსლეი, ყინულის ჰოკეი, კერლინგი და სპორტის ისეთი სახეობები, სადაც თხილამურები გამოიყენებოდა. მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმოადგენლები იღებდნენ და მიუხედავად ღონისძიების მცირე მასშტაბებისა, ინტერნაციონალურმა კომიტეტმა ეს შეხვედრა პირველ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებად მონათლა.



1994 წლიდან, ზამთრის ოლიმპიადა ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან. ოქროს მედლების ყველაზე დიდი რაოდენობით ნორვეგია ლიდერობს (139), რომელსაც უკან მოყვებიან ამერიკის შეერთებული შტატები (105) და გერმანია (93).




↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓



ეს დღე ისტორიაში - 24 იანვარი, კალიგულას მკვლელობა


ეს დრე ისტორიაში - 23 იანვარი, პირველი სათამაშო ფრისბის წარმოება


ეს დღე ისტორიაში - 22 იანვარი, წყლის ორთქლის ემისიები ჯუჯა პლანეტაზე


ეს დღე ისტორიაში - 21 იანვარი, ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა


ეს დღე ისტორიაში - 20 იანვარი, ჯონ კენედის ინაუგურაცია



0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0