x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ეს დღე ისტორიაში - 20 იანვარი, ჯონ კენედის ინაუგურაცია
image


1961 წლის 20 იანვარს, მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ინაუგურაცია. აღსანიშნავია, რომ 43 წლის კენედი, ყველაზე ახალგაზრდა და პირველი კათოლიკე იყო, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.


ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახში იზრდებოდა.

განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში, საერთაშორიოს ურთიერთობების განხრით მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო ქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რომლის დროსაც მას, მამაცობისათვის გამოჩენილი გმირობისათვის 2 მედალი მიანიჭეს. ომის დროს იგი 2-ჯერ დაიჭრა, რამაც მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე გავლენა მოახდინა. კენედი 1945 წელს არმიიდან წამოვიდა, ლეიტენატის წოდებისა და ყველა სხვა ღირსების შენარჩუნებით. კონგრესმენი 1946 წელს გახდა, ხოლო 1952 წელს კი, სენატის წევრი.



1960 წელს, იგი დემოკრატების პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, რომელმაც არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კენედი სენატორობისა და პრეზიდენტობის პერიოდში, მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებას ახმარდა. 1957 წელს, მას მიანიჭეს პულიცერის პრემია ბიოგრაფიის დარგში, წიგნისთვის “ვაჟკაცობის სახე”, სადაც იგი 8 სენატორის მიერ განხორციელებულ ღირსეულ და გმირულ საქციელს აღწერს. კენედი ერთადერთი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელიც პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს. მისი პრეზიდენტობის დროს, მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები როგორიცაა, შეჯიბრი კოსმოსში, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება და ვიეტნამის ომის ადრეული პერიოდი.


1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში, ტეხასის შტატში, კენედი პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობისას მოკლეს. მკვლელობა 12:30 წუთზე მოხდა, როდესაც იგი სახალხოდ გამოსული, თავისი სპეციალური მანქანით მგზავრობდა. უკნიდან ნასროლი ტყვია, თავის გავლით, ყელიდან გამოვიდა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარი ოსვალდი, დალასის მაცხოვრებელმა, ჯეკ რუბმა მოკლა. კენედის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმოებული მოვლენაა ისტორიაში, იმ სადავო სამხილების გათვალისწინებით, რომელიც მისი მკვლელობის შემდეგ მოიპოვეს.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓


ეს დღე ისტორიაში - 19 იანვარი, ედგარ ალან პოს დაბადება


ეს დღე ისტორიაში - 18 იანვარი, ქალაქ ლიმას დაარსება


ეს დღე ისტორიაში - 17 იანვარი, ბოსტონელი მძარცველების ისტორიული ქურდობა


ეს დღე ისტორიაში - 16 იანვარი, ავგუსტუსის წოდების მინიჭება ოქტავიანესთვის


ეს დღე ისტორიაში - 15 იანვარი, მიწისძვრა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0