x
ეს დღე ისტორიაში - 28 იანვარი, ჩელენჯერის კატასტროფა
image


1986 წლის 28 იანვარს, 11:38 წუთზე, კოსმოსური შატლის, “ჩელენჯერის” კოსმოსში მგაზვრობისთვის გაშვება დაიწყო. აფრენა მოხდა კანავერალში, ფლორიდის შტატში და კრისტინა მაკაულიფი, უნდა გამხდარიყო ამერიკის პირველი რიგითი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში გაფრინდებოდა. მან ეს მგზავრობა ნასას მიერ დაწესებულ შეჯიბრში მოიგო და რამოდენიმე თვე, მომზადების სპეციალურ კურსს გადიოდა. თანამგზავრობას ეკიპაჟის კიდევ შვიდი წევრი უწევდა.


ჩელენჯერის აფრენიდან 73 წამის შემდეგ, შატლი მთლიანად კვამლში გაეხვა და რამოდენიმე წამში აფეთქდა. მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა, მათ თვალწინ როგორ გადაიქცა აღმაფრთოვანებელი მოვლენა ნამდვილ ტრაგედიად. სამწუხაროდ ვერავინ გადარჩა.


კატასტროფის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, დანიშნა სპეციალური კომისია, რათა გაერკვიათ რამ გამოიწვია ჩელენჯერის ტრაგედია, მომავალი პერსპექტივებისათვის კორექტივების შეტანის მიზნით. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კატასტროფა მოხდა წრიული დამჭერების გამო, რომლებიც საწვავის სექციაში იყო განლაგებული. აფრენამდე ცივი ტემპერატურის გამო, ელასტიური დამჭერის რეაქცია ისეთი არ იყო როგორსაც მოელოდნენ. ამან გამოიწვია ისეთი მოვლენების ჯაჭვი, რომლის შედეგადაც ჩელენჯერი აფეთქდა.



2003 წლის 1 თებერვალს მეორე კოსმოსურმა შატლმა, “კოლუმბიამ” განიცადა კატასტროფა, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. 2011 წლის აგვისტოში, ნასამ “კოსმოსური შატლის პროგრამა” დახურულად გამოაცხადა



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓


ეს დღე ისტორიაში - 27 იანვარი, დანტე ალიგიერი პოლიტიკური დევნილი ხდება


ეს დღე ისტორიაში - 26 იანვარი, ნიუ-იორკის ლოტოს გათამაშების $90 მილიონი, 9ადამიანმა გაიყო


ეს დღე ისტორიაში - 25 იანვარი, პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყება


ეს დღე ისტორიაში - 24 იანვარი, კალიგულას მკვლელობა


ეს დრე ისტორიაში - 23 იანვარი, პირველი სათამაშო ფრისბის წარმოება



0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0