x
ეს დღე ისტორიაში - 24 იანვარი, კალიგულას მკვლელობა

image


41 წლის, 24 იანვარს, სენატის წევრებისა და პრეტორიანელების შეთქმულების შედეგად, მოკლეს რომის მესამე იმპერატორი კალიგულა.


კალიგულა, ფორმალურად ცნობილი როგორც გაიუსი (გაიუს კეისარ აუგუსტუს გერმანიკუსი), რომს მართავდა 37-41 წლებში. გამოჩენილი რომაელი გენერალი გერმანიკუსის შვილი, დაიბადა 12 წლის, 31 აგვისტოს, ოჯახში რომელიც ცნობილია, როგორც იულიუს-კლავდიუსების დინასტია.


მიუხედავად იმისა, რომ გაიუსი, იულიუს კეისრის საპატივცემულოდ დაარქვეს, იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც “კალიგულა” (ჯარისკაცის პატარა ჩექმა), რომელიც გერმანიაში კამპანიის დროს შეარქვეს. როდესაც მამამისი გერმანიკუსი, ანტიოქიაში მოკვდა 19 წელს, მისი ცოლი აგრიპინა თავის შვილებთან ერთად რომში დაბრუნდა, სადაც კალიგულას ბიძასთან, იმპერატორ ტიბერიუსთან კონფლიქტი მოუვიდა. ამას მისი ოჯახის განადგურება მოჰყვა, რის შედეგადაც კალიგულა ოჯახის ერთადერთი მამაკაცი დარჩა. 31 წელს, . მან მიიღო მიწვევა ტიბერიუსისგან და კუნძულ კაპრიზე გაემგზავრა. ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ, 37 წელს, კალიგულა იმპერატორი გახდა.


წყაროების მიხედვით, კალიგულა თავისი მმართველობის პირველი 6 თვის განმავლობაში უჩვულო არაფერი განუხორციელებია. ამის შემდეგ კი იგი უფრო ფოკუსირდა სადიზმზე, სისასტიკეზე, ექსტრავაგანტულობასა და სექსუალური ხასიათის გარყვნილობებზე, რის წყალობითაც ბევრი მას ტირან მმართველად ახასიათებს. თუმცა, ყველა წყარო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. კალიგულას ბრალს სდებდნენ თავის სამ დასთან ინცესტში, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ფილონ ალექსანდრიელსა და სენეკას, რომლებიც ცხოვრობდნენ იმპერატორის მმართველობის დროს, არ აღუნიშნავთ მსგავსი ფაქტები, მიუხედავად იმპერატორის მწვავე კრიტიკისა.



დღეს, ბევრი ისტორიკოსი უარყოფს იმ ფაქტს, რომ კალიგულა შეშლილი იმპერატორი იყო, რომელიც მთვარეს ელაპარაკებოდა ან სურდა ცხენი კონსული გაეხადა. მიუხედავად ამისა, არ გამორიცხავენ, რომ იგი დაავადებული იყო ეპილეფსიით ან ვილსონის დაავადებით, რამაც მის მენტალურ კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედა. კალიგულამ რომში ორი აკვედუკი ( წყალსატარი, არხი) ააშენა: "Aqua Claudia" და "Anio Novus". მისი მმართველობის პერიოდში იმპერიამ მავრიტანიის კლიენტის სამეფო დაიპყრო.


განსაკუთრებული დაპირისპირება მას სენატთან ჰქონდა. სიტუაცია გამძაფრდა, როდესაც კალიგულამ 40 წელს გამოაცხადა, რომ რომს სამუდამოდ ტოვებდა და ეგვიპტეში, ალექსნდრიაში, აპირებდა გადასვლას, სადაც მას როგორც ღმერთს ისე მოეპყრობოდნენ. მსგავსი გადაწყვეტილება სენატსა და პრეტორიანელების ძალაუფლებას უსარგებლოს ხდიდა, რადგან ეგვიპტეში მყოფ იმპერატორს მოქმედების უფრო ფართო შესაძლებლობა ექნებოდა. ამან კალიგულას წინააღმდეგ შეთქმულებას ჩაუყარა საფუძველი.


41 წელს, 28 წლის ასაკში, რომის იმპერატორი მოკლეს ღვთაებრივი ავგუსტუსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების მსვლელობისას. შეთქმულებმა მის სხეულზე 30-მდე ჭრილობა დატოვეს და იმავე დღეს, რომის ახალ იმპერატორად მისი ბიძაშვილი, კლავდიუსი გამოაცხადეს.


1979 წელს, ტონი ბრასმა, გადაიღეო ფილმი “კალიგულა”, სადაც მთავარ როლს მალკოლმ მაკდაუელი ასრულებს. აუდიტორია შეძრა ფილმში ასახულმა სისასტიკისა და პორნოგრაფიული ხასიათის სცენებმა. დღემდე, ფილმი აკრძალულია რამოდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა კანადა და ისლანდია.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓



ეს დრე ისტორიაში - 23 იანვარი, პირველი სათამაშო ფრისბის წარმოება


ეს დღე ისტორიაში - 22 იანვარი, წყლის ორთქლის ემისიები ჯუჯა პლანეტაზე


ეს დღე ისტორიაში - 21 იანვარი, ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა


ეს დღე ისტორიაში - 20 იანვარი, ჯონ კენედის ინაუგურაცია


ეს დღე ისტორიაში - 19 იანვარი, ედგარ ალან პოს დაბადება

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0