სხვა 5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება 2021, 29 იანვარი, 17:52 თუ ყოველდღე ტელევიზორის წინ იძინებთ, გაუცნობიერებლად ჯანმრთელობას ზიანს აყენებთ. ეს ერთ–ერთი მავნე ჩვევაა, რომელიც ძილის ხარისხს და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს.
გახსოვდეთ, ძილი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველია, ხოლო რაც უფრო ცუდად გძინავთ, მით უფრო ცუდ მდგომარეობაშია ორგანიზმი.
ტელევიზორის წინ დაძინება საკმაოდ გავრცელებული ჩვევაა. აშშ–ს ძილის ეროვნული ფონდის მონაცემების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 60% ტელევიზორს უყურებს, სანამ დაიძინებს.
რა მავნე შედეგები აქვს ტელევიზორის წინ დაძინების ჩვევას?
1. ძილს ხელს უშლის მელატონინი, ძილის ჰორმონი, ტვინში სიბნელის დადგომიდან 3-4 საათში გამოიყოფა, ანუ მაშინ, როცა ცისფერი და მწვანე ფერი გაქრება. ბუნებაში ეს მზის ჩასვლისას ხდება. თავისი არსით, ტვინის მასტიმულირებლებს თავი უნდა აარიდოთ, თუ დაძინება გსურთ. ორგანიზმს ხარისხიანი ძილი სჭირდება, რომ ინფორმაცია გადაამუშაოს, ზედმეტი დეტალები მოიშოროს და ნამდვილად საჭირო ინფორმაცია შეაგროვოს. ტელევიზორის ცისფერი სინათლე ტვინს მხნეობის სიგნალს აძლევს და ღრმა ძილს ხელს უშლის. 2. ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება როგორც უკვე ითქვა, ელექტრონული მოწყობილობის ცისფერი სინათლის ზემოქმედება დაძინებას ხელს უშლის. მელატონინის წარმოების შემცირება და ძილის გადადება ძილის ხარისხს აუარესებს. ციმციმა ეკრანის და გადაცემის ან სერიალის მასტიმულირებელი შინაარსის გამო, ძილის ზედაპირულ სტადიაზე უფრო დიდხანს ყოვნდებით და აღდგენის ეტაპს ტოვებთ. არადა ღრმა ძილის დროს მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, როგორიცაა მეხსიერების გაძლიერება და კუნთების აღდგენა. 3. მშფოთვარე შინაარსმა შეიძლება ძილის პრობლემები და კოშმარები გამოიწვიოს სატელევიზიო შოუების და სერიალების ხანგრძლივი დროით ყურება ცუდი ხარისხის ძილს და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, რადგან ფსიქიკა აგზნებულია. ღამით მისი აქტივობა ძალიან მაღალი ხდება. არსებობს მტკიცებულება, რომ ტელევიზორი სიზმრების შინაარსზე გავლენას ახდენს. ადამიანები, რომლებიც ძალადობის შემცველ გადაცემებს ან ახალ ამბებს უყურებენ, უფრო ხშირად ხედავენ საშიშ და კოშმარულ სიზმრებს. განსაკუთრებით ეს ბავშვებზე აისახება. ბავშვებს, რომლებმაც საღამოს ტელევიზორს უყურებდნენ, დაძინება უფრო უჭირდათ, კოშმარულ სიზმრებს უფრო ხშირად ხედავდნენ და დღისით დაღლილობა აწუხებდათ. 4. ჭარბ წონას იწვევს ტელევიზორის სინათლე და ფანჯრიდან შემოსული შუქი არა მხოლოდ ძილს არღვევს, არამედ ქალებში ჭარბი წონის და სიმსუქნის რისკს ზრდის. ჟურნალ JAMA Internal Medicine–ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ღამით სინათლის ზემოქმედებას განიცდიდნენ, უფრო ხშირად იმატებდნენ წონაში მომდევნო 6 წლის განმავლობაში. ქალები, რომლებსაც ჩართული ტელევიზორის წინ ან განათებულ ოთახში ეძინათ, 17%–ით უფრო ხშირად იმატებდნენ წონაში, ვიდრე სხვები. სულ მცირე 5 კგ–თი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღამით სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება ცირკადული რიტმები დაარღვიოს, კვების ქცევა შეცვალოს და წონის მატება გამოიწვიოს. 5. ბავშვებში ძილს ამცირებს ბავშვები სატელევიზიო გადაცემების შინაარსის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება ისეთი საკითხები აწუხებდეთ, რაც უფროსებს არ ანერვიულებთ. ძილის წინ ტელევიზორის ყურებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა კოშმარები და მთვარეულობა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღამით ტელევიზორის ყურება და მისი შინაარსი, არამედ ის, თუ რამდენ ხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს და სძინავს თუ არა იმ ოთახში, სადაც ტელევიზორია. სინგაპურში 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ეკრანთან გატარებული დრო ძილის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. ტელევიზორთან გატარებული ყოველი საათი 16 წუთით ნაკლებ წუთს ნიშნავს. აშშ–ში ჩატარებულმა მკვლევარებმა 4-დან 7 წლამდე 1400 ბავშვის ძილის ჩვევებს თვალყური ადევნეს და დაადგინეს, რომ ტელევიზორი საძინებელში ძილის დროს საშუალოდ 38 წუთით ამცირებს. რა უნდა გააკეთოთ, თუ ტელევიზორის წინ ძილი გიყვართ? თუ ჩართული ტელევიზორის წინ ძილს მიჩვეული ხართ და ასე თავს დასვენებულად გრძნობთ, ვერავინ დაგაძალებთ. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ ასეთი ჩვევა ძილს აუარესებს, ძილის ჰიგიენა დაიცავით. 1. ბნელ და წყნარ ოთახში ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ. 2. თუ ტელევიზორზე უარს ვერ ამბობთ, ხმას დაუწიეთ და ტაიმერი დააყენეთ, რომ ცისფერი სინათლის და ხმაურის ხანგრძლივ ზემოქმედებას თავი აარიდოთ. 3. ღამით უფრო მეტ თეთრ ხმაურს, მედიტაციას და დამამშვიდებელ მუსიკას მოუსმინეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ჩემმა შვილებმა კომპიუტერული თამაშების თამაში თავად შეწყვიტეს: ახალი მეთოდი დამეხმარა მზის გარეშე რამდენიმე კვირის შემდეგ გუგები გამიფართოვდა: გოგონა მთელი თვე მზეს ერიდებოდა 1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ 15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს 386 შეფასება არ არის |