x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ჩვენ მზად არ ვართ" :ბილ გეიტსი მსოფლიოს 10--ჯერ უფრო საშიშ პანდემიაზე აფრთხილებს
image




"Microsoft" -ის დამფუძნებელმა და ქველმოქმედმა ბილ გეიტსმა თქვა, რომ ”მსოფლიო მზად არ არის შემდეგი პანდემიისთვის, რომელიც აუცილებლად მოვა."




ამავე დროს, ამერიკელი მულტიმილიარდერი დარწმუნებულია, რომ ის შეიძლება ათჯერ უფრო საშინელი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი. ამიტომ მასზე პასუხი უნდა იყოს "გლობალური".





”ჩვენ მზად არ ვართ შემდეგი პანდემიისთვის. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში სიტუაცია სხვაგვარად იქნება. ვაქცინები, ტესტები, მედიკამენტები, ეპიდემიოლოგია, მონიტორინგი, არის ბევრი რამ, რის გაკეთებაც შეიძლება.ბევრია გასაკეთებელი.” - თქვა ბილ გეიტსმა გერმანულ გამოცემა "Süddeutsche Zeitung"-თან ინტერვიუში.






Microsoft- ის დამფუძნებელი გვაფრთხილებს ე.წ. "ვაქცინაციური ნაციონალიზმზე" (ფენომენი, რომლის დროსაც ვაქცინაცია მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეყნებისთვის არის ხელმისაწვდომი ) და უგუნურებაზე კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.





”ნაციონალისტური მიდგომა არ დაგვეხმარება. ვაქცინები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადანაწილდეს პლანეტაზე, ჯანდაცვის მუშაკთა და მოხუცთა იმუნიზაციის მიზნით.”





ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, ქვეყნებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რომელი ვაქცინის გამოყენება სურთ. ამ საკითხზე არანაირი დამოკიდებულება არ უნდა არსებობდეს.





”ზოგიერთმა ვაქცინმა გაიარა მკაცრი კონტროლის პროცედურები, ზოგმა კი არა, ასე რომ, ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ოქროს სტანდარტი, არის თუ არა მათთვის მთავარი ეს უსაფრთხოება.”- ამბობს გეიტსი.





უფრო მეტიც, გეიტსმა თქვა, რომ პანდემიები ახლა ახალი ნორმის ნაწილია, ისევე, როგორც მიწისძვრები, ტორნადოები ან კლიმატის ცვლილებები.




”მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ხალხი ამ მოვლენებისგან.უკვე ამ პანდემიის დროს, მომზადების შემთხვევაში საგრძნობი იქნებოდა დიდი განსხვავება.”- დასძინა მან.





ამერიკელმა მილიარდერმა მოითხოვა ფართო მომზადება შემდეგი პანდემიისთვის, მათ შორის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ეს საშუალებას მისცემს ინფიცირებულთა უფრო სწრაფად იდენტიფიცირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილიანობის რიცხვს, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში.- ამბობს გეიტსი.




”ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.. ეს პანდემია საშინელებაა, მაგრამ მომავალი შეიძლება ათჯერ უარესი იყოს. პანდემიაზე რეაგირება გლობალური უნდა იყოს". აცხადებს მილიარდერი.





გარდა ამისა, გეიტსმა დაადასტურა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ გულწრფელად ისაუბრა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. მათ მოსახლეობას ნიღბების ტარების, სოციალური დისტანციისა და სხვა ზომებისკენ მოუწოდეს.




”საშინელებაა, რომ ხალხს მაინც უნდა ვთხოვოთ ამ მსხვერპლის გაღება, მაგრამ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ინფექციების ექსპონენციალური ზრდა.”




ბილ გეიტსის აზრით, 2021 წლის შემოდგომაზე ავადობის დიდი ტალღის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის მაჩვენებელმა 70-80% უნდა მიაღწიოს.




”საუკეთესო შემთხვევაში, სიცოცხლის ნორმალიზებას თითქმის ერთი წელი დასჭირდება.” - ამბობს"Microsoft."-ის დამფუძნებელი.






0
186
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0