x
ეს დღე ისტორიაში - 23 იანვარი, პირველი სათამაშო ფრისბის წარმოება

image


1957 წლის 23 იანვარს, სათამაშოების კომპანია “Wham-O”-ს მანქანებმა პირველი აეროდინამიკური, პლასტმასის დისკები დაამზადეს - მსოფლიოში ცნობილი როგორც ფრისბი.


ფრისბის ისტორია დაიწყო 1871 წელს, ბრიჯპორტში, კონექტიკუტის შტატში, სადაც უილიამ ფრისბიმ გახსნა ამერიკული ღვეზელების კომპანია სახელწოდებით ‘Frisbie Pie Company”. ახლომდებარე სტუდენტები, როდესაც ერმანეთს ღვეზელის ფირფიტებს ესროდნენ, თან გაყვიროდნენ “ფრისბი!” სწორედ აქედან წამოვიდა მფრინავი დისკის შექმნის იდეაც.


1948 წელს, უოლტერ ფრედერიკ მორისონმა და მისმა პარტნიორმა უორენ ფრანცისკონიმ, გამოიგონეს დისკის პლასტმასის ვერსია, რომელსაც “მფრინავი თეფში” უწოდეს და ღვეზელის ფირფიტებზეც ბევრად შორს მიფრინავდნენ. ფრანცისკონისთან დაშორების შეემდეგ, 1955 წელს, მორისონმა შექმნა იმპროვიზირებული მოდელი და მიჰყიდა სათამაშოების ახალ კომპანიას “Wham-O”-ს, სახელწოდებით “პლუტონის თეფში”.


1958 წელს, სათამაშოს პირველი გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, გაყიდვები იმდენად გაიზარდა, რომ Wham-O-მ სახელი შეიცვლა და “Frisbee disc” დაირქვა. კომპანიის დიზაინერმა, ედ ჰედრიკმა, 1967 წელს, თანამედროვე ფრისბის დიზაინი დააპატენტა და დისკს ოდნავ წამოწეული ხაზები დაამატა წრეების სახით - ფრენის სტაბილიზაციისათვის. აგრესიული მარკეტინგის წყალობით, 1977 წლისთვის, სათამაშოების კომპანიამ 100 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა.



1967 წელს, სკოლის მოსწავლეებმა მეპლვუდში, ნიუ ჯერსის შტატში, გამოიგონეს თამაში “ულტიმატური ფრისბი”, რომელიც წარმოადგენდა ამერიკული ფეხბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის ნაზავს, მფრინავი დისკის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ულტიმატური ფრისბი ითვლება ოლიმპიურ სპორტად. 1970-იანებში, ჰენდრიკმა გამოიგონა ფრისბის გოლფი. არსებობს ასევე “თავისუფალი სტილის ფრისბი” - ქორეოგრაფიული ილეთების შესრულება როგორც მხოლოდ ადმიანის მიერ, ასევე ფრისბის საუკეთესო მოთამაშეების - ძაღლებთან ერთადაც.

დღეს, სულ მცირე 60 მწაროებელი უშვებს მფრინავ დისკებს. ფრისბის მეპატრონე არის კომპანია “Mattel Toy Manufacturers”, რომელმაც სათამაშოზე უფლებები 1994 წელს შეიძინა.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓


ეს დღე ისტორიაში - 22 იანვარი, წყლის ორთქლის ემისიები ჯუჯა პლანეტაზე


ეს დღე ისტორიაში - 21 იანვარი, ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა


ეს დღე ისტორიაში - 20 იანვარი, ჯონ კენედის ინაუგურაცია


ეს დღე ისტორიაში - 19 იანვარი, ედგარ ალან პოს დაბადება


ეს დღე ისტორიაში - 18 იანვარი, ქალაქ ლიმას დაარსება

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0