სხვა გოგონას უკანასკნელი ვიდეო და სელფი 2021, 18 იანვარი, 11:52 სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, ამნ ადგილზე, მდინარის ფონზე სელფის გადაღების დროს ადამიანები ხშირად იღუპებიან.
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ინდოეთში, ქალაქ სუნდარგართან, შტატ ორისაში. აქ არის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილია.
მდინარის ნაპირებიდან იშლება ულამაზესი ხედი, ამიტომ ბევრ ადამიანს სურს უფრო მეტი ფოტო გადაიღოს სამახსოვროდ. ახლაც ზუსტად ასე იყო, ნირუპამა პრაჯაპატი(Nirupama Prajapati), სელფს იღებდა, როდესაც მას გვერდიდან სხვა ტურისტი მამაკაცი დაეჯახა.
გოგონა მეგობრებთან ერთად პიკნიკზე იყო და იქიდან მივიდა ჩანჩქერზე, დადგა მოლიპულ ქვაზე და სელფისთვის კარგ კუთხეს არჩევდა. ამ დროს მის გვერდით მყოფმა კაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ქვებზე დაეცა, რა დროსაც ნირუპამას დაეჯახა, წერს Daily Dot. გოგონა ნაპირირიდან წყალში გადავარდა, იგი მაშინვე სწრაფმა ნაკადმა გაიტაცა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მოწმეებმა ვერც კი მოასწრეს რეაგირება. მისი ოჯახი და მეხანძრეები 22 საათის განმავლობაში ეძებდნენ ნირუპამას გვამს და საბოლოოდ იპოვნეს 400 მეტრში, დინების მიმართულებით. 784 7-ს მოსწონს
|