x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
აღქმა აღქმის წინ
image

გავრცელებული რწმენის თანახმად, ჩვენი არაცნობიერი წარმოადგენს რეპრესირებული აზრების საცავს ძალადობის, სექსისა და სხვა საკითხების შესახებ, რომელთა შესახებაც უკეთესია ხმამაღლა არ ისაუბრონ.თუმცა, სინამვდილეში ცნობიერსაც არაფერი აქვს საამაყო ამ საკითხში.ადამიანის ცნობიერიც სავსეა ფიქრებით სექსზე და ძალადობაზე.თუ ადამიანებს მივცემთ ტაიმერს და ვთხოვთ რომ ჩაიწერონ, თუ რაზე ფიქრობენ ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხმას გამოსცემს, ყველაზე გავრცელებული პასუხი იქნება რაღაც, რაც დაკავშირებულია სექსთან.გარდა ამისა, ბევრმა აღნიშნა, რომ ისინი ხშირად წარმოიდგენდნენ ვინმეს მოკვლასაც.

არაცნობიერი მუდმივად ასრულებს სასრგებლო, უფრო მეტიც, ჩვენთვის აუცილებელ სამუშაოს-და ამას ასრულებს ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე შეუსაბამო ფიქრებით გართობას.არაცნობიერი ჩვენს მაგივრად „წინათგრძნობს“.წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი აღქმის სისტემები გაუცნობიერებლად ადევნებენ თვალყურს უამრავ გარე სიგნალს.ჩვენი გონება აცნობიერებს მათ მხოლოდ მცირე ნაწილს.არაცნობიერი ცნობიერის მხოლოდ იმ სტიმულებს მიმართავს, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს ან მათთან, ვისთანაც საქმე გვექნება მომავალში.

თუ ეს განცხადება საეჭვოდ გეჩვენებათ, წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით იმ ოთახში, რომელშიც კიდია საათი.ამჩნევთ თუ არა?! თქვენ უსმენთ მის წიკწიკს.რატომ ვართ ამაში ასე დარწმუნებულები? იმიტომ რომ, თუ საათი შეწყვეტს წიკწიკს, თქვენ უმალვე შეამჩნევთ ამას. ანდაც ავიღოთ „კოქტეილის წვეულების ფენომენი“.თქვენ იმყოფებით შენობაში სამ ათეულ ადამიანს შორის და ზოგადი ხმაურის გადაფარვით ცდილობთ ესაუბროთ თქვენს თანამოსაუბრეს.თქვენ არ გესმით არაფერი, გარდა იმისა თუ რას გეუბნებათ ის.თუმცა, სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტი გესმით.თუ ვინმე, თქვენგან რამდენიმე მეტრში, წარმოთქვამს თქვენს სახელს, თქვენი ცნობიერება მყისიერად გამოყოფს მას სიტყვების ნაკადისგან და თქვენ მიუბრუნდებით მას ვინც, წარმოთქვა თქვენი სახელი.


image

არაცნობიერი გამოირჩევა არა მხოლოდ ბევრად უდრო დიდი მგრძნობელობით, ვიდრე ცნობიერება, არამედ აქვს უნარი ერთდროულად შეიკავოს გაცილებით უფრო მეტი ელემენტი.ამასთანავე, ელემენტები შესაძლოა სხვადასხვა სახის იყოს.ამ მიზეზით, ცნობიერმა შეიძლება აურიოს მოვლენების ანალიზისა და შეფასების პროცესები, თუ მასში მონაწილეობის უფლება მიეცემა.თუ თქვენ მოგიწევთ თქვენი აზრის გამოთქმა სხვადასხვა საგნების შესახებ, მაგალითად, ნახატების რეპროდუქციის ან სხვადასხვა ჯემის შესახებ, დაუყოვნებლივ ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა მოგწონთ და რა არა მათ შესახებ, დიდი ალბათობით იქნება იმაზე უარესი, ვიდრე თავიდანვე ყველაფერზე რომ გემსჯელათ.ცნობილია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სთოხვეს ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთ აზროვნების პროცესზე, მოგვიანებით აღნიშნეს, რომ არ იყვნენ კმაყოფილნი თავიანთი არჩევანით.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცნობიერმა განხილვამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყავნოს არის ის, რომ ჩვენი აზრის გამოთქმისას ჩვენ ყურადრებას ვამახვილებთ მხოლოდ ობიექტის იმ თვისებებზე, რომელთა აღწერაც შესაძლებელია სიტყვით და ეს, როგორც წესი, მხოლოდ ნაწილია ობიექტის მნიშვნელოვანი თვისებებისა.არაცნობიერი, პირიქით, ითვალისწინებს იმას, თუ რა შეიძლება აღიწეროს სიტყვებით, ასევე რისი გამოხატვაც შეუძლებელია სიტყვებით და შედეგად აკეთებს ოპტიმალურ არჩევანს.

ზოგჯერ, შესაძლოა მიიღოთ საუკეთესო შედეგი, საერთოდ ცნობიერის გამორიცხვით შერჩევის პროცესში.ამის დასამტკიცებლად ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ შესთავაზეს სტუდენტებს აერჩიათ საუკეთესო ბინა ოთხიდან.თითოეულ ბინას ჰქონდა თავისი უპირატესობა (კარგი ტერიტორია) და უარყოფითი მხარეები (არამეგობრული მფლობელი).ერთ-ერთი ბინა ობიექტურად აღემატებოდა სხვებს, რადგანც აღწერილობაში ეწერა რვა უპირატესობა, ოთხი ნაკლოვანება და სამი ნეიტრალური თვისება, რაც მთლიანობაში იყო უკეთესი, ვიდრე სხვა ბინების შემთხვევაში.მონაწილეთა პირველ ჯგუფს უმალვე უნდა გაეკეთებინა არჩევანი, თითქმის არ ჰქონდა დრო ცობიერი ან არაცნობიერი ანალიზისთვის.სხვებს სამი წუთის განმავლობაში ფრთხილად უნდა ეფიქრათ თავიანთ არჩევანზე და კიდევ ერთხელ ყურადღებით შეესწავლათ მოწოდებული ინფორმაცია.მონაწილეთა ამ ჯგუფს ჰქონდა დრო გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებისთვის.მესამე ჯგუფი ხედავდა იმავე ინფორმაციას, რასაც სხვები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობიერებულად შეეფასებინათ ის, რადგანაც მოცემულ სამწუთიან პერიოდში მათ მოუწიათ ამოეხსნათ რთული ამოცანა.ანუ, თუ ისინი ამ დროს მაინც ფიქრობდნენ ინფორმაციაზე ბინების შესახებ, მაშინ ეს არაცნობიერად ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ექსპერიმენტის თემისგან მოცდენილმა ჯგუფის მონაწილეებმა, რომლებიც ხსნიდნენ რთულ ამოცანას, გააკეთეს საუკეთესო არჩევანი, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა დრო ცნობიერი აზროვნებისთვის.უფრო მეტიც, პირველმა ჯგუფმაც კი, რომელსაც საერთოდ არ მისცეს დრო, გააკეთა უკეთესი არჩევანი ვიდრე მეორემ.ამ შედეგებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და მივიღოთ გადაწყვეტილება რეალურ ცხოვრებაში, მაქსიმალურად ოპტიმალური არჩევანის გაკეთების ალბათობის გაზრდით.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა გვილავა
დიანა გვილავა
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0