x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წიგნი, რომელიც მოკლავს ნებისმიერს, ვინც მას შეეხება
image

ჩვეულებრივ, როდესაც საშიშ წიგნებზე საუბრობენ, გულისხმობენ მათ დამანგრეველ გავლენას ადამიანის ცნობიერებაზე. ან მისტიკაში ვარდებიან და წყევლით იმუქრებიან, ვინც მაგალითად ადამიანის კანით აკინძულ თალმუდს აიღებს ხელში.

image

მაგრამ ამ წიგნის შემთხვევაში ორივე ვარიანტი არასწორია: ”ჩრდილებს სიკვდილის კედლებიდან”(Shadows from the Walls of Death) ნამდვილად შეუძლია სიცოცხლის მოსპობა და აქ ბნელი, მისტიური ძალები არაფერ შუაშია.




1870-იან წლებში მიჩიგანელმა ყოფილმა სამხედრო ქირურგმა რობერტ კეძიმ(

Robert M. Kedzie)რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის მონაწილე იყო და შემდეგ გაიტაცა ქიმიამ, გულდასმით დაიწყო კედლის შპალერის შესწავლა. იმ დროს პოპულარული იყო დიდი და ნათელი ორნამენტები, რომელსაც, თუ დარიშხანს დაუმატებდი, მწვანე ჩრდილები უფრო ხასხასა ხდებოდა და ასეთი რულონი საკმაოდ ფასობდა.

image

დიახ, ხალხმა იცოდა, რომ დარიშხანი თუ ორგანიზმში მოხვდებოდა, ძალზე საშიში იყო, მაგრამ იმ დროს მისი სხვა მეთოდები ჯერ კიდევ ცუდად იყო ათვისებული.



აღმოჩნდება, რომ შხამიანი შაბლონები ქსოვილზე ადვილად ილექებოდა და სხეულში მტვრის სახით საკვებთან ან ჰაერთან ერთად ხვდებოდა. ეს სახიფათო ორნამენტები გამოიყენებოდა აშშ-ს სახლების 65% -ში, ამიტომ იდუმალი დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი პროგრესირებდა.

image


1874 წელს რობერტმა მიზეზის გამოვლენის შემდეგ შექმნა ორნამენტების წიგნი, სადაც 100 ნიმუში იყო განთავსებული, აქედან 86 შხამიანი შპალერის ნიმუში იყო, რომლებიც ასე პოპულარული იყო ადგილობრივ მოსახლეობაში.



საკუთარი წიგნის ასი ეგზემპლარის დაბეჭდვის შემდეგ, ქიმიკოსმა იგი გაგზავნა შტატის ყველა საჯარო ბიბლიოთეკაში დეტალური წერილით, სადაც მიუთითა, თუ რა სახის წიგნია, რატომ არის საშიში და ზუსტად როგორ შეუძლიათ მისი მოხმარება. როდესაც მამაკაცის თეორია დაადასტურა ბიბლიოთეკების უმეტესობამ, ყოველი შემთხვევისთვის გაანადგურეს მომაკვდინებელი წიგნები.

image


დღემდე მხოლოდ ოთხი ასლია შემორჩენილი: ორი მიჩიგანის უნივერსიტეტებში, ერთი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში და ერთი სამედიცინო ეროვნული ბიბლიოთეკაში. მათი არა მარტო ნახვა შეგიძლიათ, არამედ დათვალიერებაც, რადგან წიგნის შხამიანი ფურცლები დაფარულია სპეციალური ფირით, რომელიც დარიშხანის გავრცელებას ხელს უშლის. ამასთან, ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, სტუმრებს აძლევენ რეზინის ხელთათმანებს, რა დროსაც ეკრძალებათ წიგნის გარდა სხვა რამეზე შეხება(განსაკუთრებით სახეზე). ასევე შეზღუდულია ვიზიტის დროც.

2
271
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
2021, 16 იანვარი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 იანვარი, 17:58
საინტერესო იყო
0 1 2