x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
2021 წელს მსოფლიო ქვეყნები ხელისუფლების შეცვლის ისტორიულ ზღვარზეა

image



არჩევნები წელს გაიმართება ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის მთელ რიგ მსოფლიო ძალებში, ზოგი ჯერ კიდევ ელოდება ოფიციალურ განცხადებას და ზუსტ თარიღს.





2021 წლის პირველი არჩევნები გაიმართება ყირგიზეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პირობითად დაგეგმილი იყო 17 იანვარს, ასევე პორტუგალიაში 31 იანვარს. ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 10 იანვარს, 7 თებერვალს ლიხტენშტეინში, ხოლო, 7 მარტს ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატისთვის.





ამ წელს პირველი არჩევნები ევროპის ამ ნაწილში 28 მარტს გაიმართება ბულგარეთში - საპარლამენტო, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყანაში 2021 წლის ბოლოს ჩატარდება, მაგრამ თარიღი ჯერ არ არის მითითებული.






რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება კოსოვოშიც, მაგრამ თარიღი უცნობია. ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები 25 აპრილს არის დაგეგმილი.





ადგილობრივი არჩევნები დიდ ბრიტანეთში 6 მაისს უნდა ჩატარდეს, რომელიც ადრე 2020 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდ -19 პანდემიის გამო გადაიდო.




გერმანიაში, ასევე, უნდა ჩატარდეს ფედერალური არჩევნები ამ წლის ბოლოს. საინტერესოა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდგომ, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიის ხელმძღვანელობის თანამდებობასაც დატოვებს.





ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდება, ამიტომ, საეჭვოა, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეძლოს ლიდერის პოზიციის შენარჩუნება.





ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება არგენტინაში, ჩადეში, სამოაში, ირანში, ჩილეში, წყნარი ოკეანისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ადგილობრივი არჩევნები წელს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაშიც უნდა ჩატარდეს, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0