მუსიკა თემურ წიკლაურს კორონავირუსი აღმოაჩნდა 2021, 8 იანვარი, 16:19 პოპულარულ ქართველ მომღერალს, ანსამბლ "ივერიის" ერთ-ერთ სოლისტს, თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით 74 წლის მომღერალს არსებული თანმხლები დაავადებები აღენიშნება. გადატანილი აქვს გულის მიკროინფაქტი, ამიტომ საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ამჟამად მომღერალი მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს. მისი მდგომარეობა დამაკაყოფილებელია.ინფიცირებულია მისი მეუღლე ლილი ზღვაურიც. თემურ წიკლაურის რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორისაა: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო-დინამო", ასევე პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით "ნიკორა", თავადის ქალო", "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ", "მეეტლევ", "გული არა ბერდება" და სხვა. 79 3-ს მოსწონს
|