x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ ვმართოთ პროფესიული სტრესი?

image


ადამიანის საქმიან ცხოვრებაში ერთ-ერთ რთულ მოვლენად ითვლება პროფესიული სტრესი. იგი წარმოადგენს ადამიანის უნივერსალურ რეაქციას სხვადასხვა სახის გამღიზიანებელზე. სტრესი სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება, თუმცა ერთი რამ საერთოა ყველა ადამიანისთვის - სტრესი ორგანიზნის ყველა ცენტრის დაძაბულობის მდგომარეობას წარმოადგენს. პროფესიული სტრესი ზემოქმედებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, სამუშაოს შესრულების ხარისხზე და სხვა. სწორედ ამიტომ დღეს სტრესთან დაკავშირებული ყველა საკითხი აქტუალურად ისწავლება და თანამედროვე მსოფლიოში ცდილობენ შეიმუშაონ ისეთი სტრატეგიები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სტრესის მართვა.


სტრესით გამოწვეული ნეგატიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სტრესის მართვა. იმისათვის, რომ ორგანიზაციებში სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები შეიმუშაონ, საჭიროა სტრესორების, ანუ ხელისშეშლელი ფაქტორების, განსაზღვრა და გაანალიზება. პროფესიულ საქმიანობაში სტრესორებად შეგვიშლია ჩავთვალოთ სოციალური (კრიზისი, რასიზმი და ა.შ.), ფიზიკური (კლიმატი, ხმაური, განათება, დაბინძურებული გარემო და სხვა), ბიოლოგიური (ძილის უკმარისობა, ქიმიური დამოკიდებულებები, დაავადებები), ფსიქოლოგიური (შფოთვა, თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები, ნევროზი და სხვა), პიროვნებათშორისი (კონფლიქტები ახლობლებთან და მეგობრებთან, ოჯახური პრობლემები, ფინანსური პრობლემები და ა.შ.) და სამუშაოსთან დაკავშირებული ფაქტორები (დაჯილდოვებისა და ძალისხმევის შეუსაბამობა, სამუშაო გრაფიკი, როლური პრობლემები და სხვა). ყველა ეს ფაქტორი განსხვავებულად ზემოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე, თუმცა საბოლოოდ მათი გავლენით იქმნება პროფესიული სტრესი, რომელიც საჭიროებს მართვას.


image



პროფესიული სტრესის მთლიანად თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მისი მართვა სრულიადაა შესაძლებელია. სტრესის მართვისას სასურველია, რომ ადამიანმა შეცვალოს მის ცნობიერებაში უკვე არსებული მიდგომები და პროფესიული სტრესის დასაძლევად ცვლილებები შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში. სტრესის მართვისას ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე რთულია სტრესის შესაძლო წყაროების იდენტიფიცირება, ანუ იმის გარკვევა თუ რა აწუხებს ადამიანს. მას შემდეგ, რაც ადამიანი გაარკვევს სტრესის გამომწვევ ძირითად წყაროს, შესაძლებელი გახდება მისი მართვა და გაკონტროლება. თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული სიტუაციის მართვა ნაკლებადაა შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში ადამიანმა უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია არსებული სტრესული მდგომარეობის მართვა და თუ სიტუაციის მართვა არის შესაძლებელი, უნდა მოხდეს არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეთოდების შემუშავება.

image


პროფესიულ საქმიანობაში ადამიანისთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება სტრესის მართვა. სტრესის დასაძლევად, ანუ მართვისთვის სასურველია, რომ ადამიანმა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა, რომლის მიხედვითად ადამიანმა უნდა:


    • გამოიყენოს რელაქსაციის პერიოდი, ანუ დაისვენოს როგორ ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად;
    • მიმართოს გამაჯანსარებელ/სპორტულ დაწესებულებებს;
    • საკუთარ თავს ხშირად დაუსვას კითხვა - „რისთვის და რატომ ვმუშაობ?“, ამ შეკითხვაზე მიღებული პასუხებით ადამიანი უფრო ადვილად გაარკვეევს საკუთარ ღირებულებებს, მოტივაციას, მიზნებს და ა.შ.;
    • ნათლად გაარკვიოს ის, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ორგანიზაციული სამუშაოს შესრულებაში, ანუ იპოვოს საკუთარი ადგილი ორგანიზაციაში;
    • დაწეროს ყველა აქტივობა, რომლის კეთებითაც სიამოვნებას იღებს სამუშაოზე და უფრო ხშირად შეასრულოს ეს აქტივობები;
    • შეეცადოს ჩამოაყალიბოს პოზიტიური კონტაქტი ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და ახლობლებთან;
    • სამუშაო შესარულოს მხოლოდ სამუშაო საათების დროს და „არ წაიღოს“ სამუშაო სახლში;
    • შეეცადოს ერთმანეთისაგან გაარჩიოს შესაძლებლობები, მოთხოვნები და სურვილები;
    • ისწავლოს საკუთარი თავისა და ორგანიზმის კონტროლი ექსტრემალურ სიტუაციებში;
    • გამოხატოს მადლიერება მოვლენების, ადამიანებისა და სამყაროს მიმართ, რაგდან მადლიერების გრძნობა სტრესის უფსო ეფექტურად მართვაში გვეხმარება;
    • რეალისტური ოპტიმიზმით მიიღოს გადაწყვეტილებები;
    • სჯეროდეს საკუთარი თავის, ანუ აუცილებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ იგი მიაღწევს საკუთარ მიზნებს და იქნება წარმატებული;
    • იძინოს დღეში მინიმუმ 6 საათი;
    • გაითვალისწინოს ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები.

image


სტრესის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია არის კოგნიტური რესტრუქტირება. კოგნიტური რესტრუქტურების მიხედვით, ადამიანმა უნდა შეისწავლოს მოვლენების პოზიტიური კუთხით დანახვას. იმისათვის, რომ კონკრეტულ მოვლენას პოზიტიური კუთხით შევხედოთ, სასურველია, რომ უფრო ნაკლები დრო დავუთმოთ ნეგატიური მოვლენების ფიქრზე, დავტკბეთ ყველა, თუნდაც უმნიშვნელო მომენტით, ხაზი გავუსვათ ჩვენი ცხოვრების პოზიტიურ მომენტებზე. კოგნიტური რესტრუქტირების სტრატეგიის გარდა სტრესის მართვის სხვა მნიშვნელოვანი მეთოდია კითხვა-პასუხის, ანუ დებრიფირგის, გამოყენება ექსტრემალური სიტუაციების შემდეგ. დებრიფინგი, როგორც წესი, ამცირებს სტრესს.


უკვე განხილული მეთოდების გარდა არსებობს სტრესის მართვის კიდევ სხვა ტექნიკებიც. ერთ-ერთი მეთოდია სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და თანამშრომელთა კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდა; სხვა მეთოდია სამუშაოს რესტრუქტურიზაცია, რაც გულისხმობს სამუშაოს გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას. სტრესის გამკლავების კიდევ ერთი საშუალებაა მომუშავეების ჩართვა სტრესის მართვის პროგრამებში ან უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკის ჩამოყალიბება.


პროფესიულ სტრესს შეუძლია გავლენა მოახდინოს მთლიანად საზოგადოებაზე. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. სტრესის მართვა შესაძლებელია რიგი რჩევების გათვალისწინებით, რომლებსაც უკვე განვიხილე, და კონკრეტული მეთოდების გამოყენებით (კოგნიტური რესტრუქტურების სტრატეგია, კითხვა-პასუხის მეთოდი ექსტრემალური სიტუაციების შემდეგ და სხვა). მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა მეტ-ნაკლებად შეძლოს პროფესიული სტრესის ან ზოგადად სტრესის მართვას, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ნეგატიური ეფექტები.


0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაიდა იმანოვა
ლაიდა იმანოვა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0