x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჯონი დეპმა ინტერნეტში საახალწლოდ უცნაური მისალოცი გამოაქვეყნა
image


ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა ინტერნეტში გამოაქვეყნა უილიამ საროიანის წიგნის "შენი სიცოცხლის დრო"-ს შესავალი (1939), როგორც საახალწლო სურვილი მის ხელმომწერებისთვის.





რამდენიმე საათში პოსტმა მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა. კომენტარებში თაყვანისმცემლები სიყვარულში უტყდებოდნენ დეპის და წერდნენ, როგორ შეიძლება, რომ ის არ უყვარდეთ.





ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტი შეიცავს პირდაპირ მოწოდებას მოკლან სინანულის გარეშე: "დაგმე ბოროტება და უღმერთობა, მაგრამ არა ათეისტები და ბოროტმოქმედები. ნუ განსჯი მათ. ნუ გრცხვენიათ სიკეთისა და დიდსულოვნებისა, მაგრამ თუ შენს ცხოვრებაში მოვა დრო მკვლელობის, მოკალი და არ ინანო."





კომენტარში მსახიობმა დაამატა, რომ იმედოვნებს, რომ პანდემიის მიუხედავად, "ყველა შეეძლებს გაღიმებას, ასევევე, სხვების გაღიმების მიზეზის მოძებნას და ამას რაც შეიძლება ხშირად გააკეთებს თვითონ".




მსახიობმა ცოტა ხნის წინ წააგო სასამართლო საქმე ბრიტანული ტაბლოიდის "The Sun"- ის წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია მის შესახებ ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰერდის ცემის შესახებ. დეპი ყოველთვის უარყოფდა, რომ მან ხელი ასწია მასზე.




მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, მან ვარნერ ბროსის თხოვნით დატოვა "ფანტასტიკური არსებების" ხელშეკრულება. ახლა მის ნაცვლად გრინდევალდის ბნელი ოსტატის როლს ასრულებს მადს მიკელსენი.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0