x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ამერიკაში მიმტანს კლიენტმა 5 000 დოლარი დაუტოვა საჩუქრად
image
აშშ -ში დელავერის შტატში, რესტორნის გულუხვმა მომხმარებელმა მიმტანს ხუთი ათასი დოლარი დაუტოვა, ამის შესახებ 6 ABC– იუწყევა.


ჯანა დიანჯელო ახლა უნივერსიტეტის პირველ კურსზეა, მომავალში ის ექთანი გახდება.იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაეხადა, გოგონა რესტორან Anthony's At Paxon-ში მუშაობდა მიმტანად .

image

ამ რამდენიმე დღის წინ რესტორნის ერთ-ერთმა კლიენტმა 206 დოლარის საფასური ისაუზმა, თუმცა "ჩაის" სახით მიმტანს 5000 დოლარი დაუტოვა.




”თავიდან ვერ ვიჯერებდი ასეთ თანხას. მიხაროდა ყოველი მცირე თანხა, რომელსაც მიტოვებდნენ, მაგრამ აი უცებ ხუთი ათასი!ახლა უკვე მაქვს ფული სწავლისთვის, მაგრამ ასევე მინდა სხვა რამის გაკეთებაც სხვა ადამიანებისთვის, ”- ემოციებს ვერ მალავს ახალგაზრდა გოგონა .

image

რესტორნის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ჩეკის სკრინშოტი მადლიერების ხელმოწერით: ”ძვირფასო გულუხვო სტუმარო, დიდი მადლობა! ეს წარმოუდგენელი მხარდაჭერაა ჩვენი მუშაკისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ რთულ პერიოდში დახმარებისთვის. ”

image

რესტორნის ადმინისტრატორის ამ განცხადებას უამრავი დადებითი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა.



ანალოგიური შემთხვევა მოხდა აშშ-ში რამდენიმე წლის წინ, ქალაქ ფენიქსის (შტატი არიზონა)ერთ-ერთ რესტორანში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ოფიციანტს საჩუქრად 5 000$ დაუტოვა.კეთილმა ადამიანმა თავის სახელი არ დაასახელა, უბრალოდ ერთ-ერთ ქვითარზე წააწერა:"ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს სახელით".image

0
335
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0