x
image
მადამ ფისუნია
ბენქსის პანდემიასთან გამოხმაურება
imageყველასათვის კარგად "ცნობილი" და ამავე დროს სრულიად უცნობი, საკმაოდ სკანდალური, ინგლისში მცხოვრები ანონიმური ქუჩის მხატვარი ბენქსი კვლავ ყურადღების ცენტრშია, თავის კიდევ ერთ დამაფიქრებელ ხელოვნების ნიმუშთან ერთად.(ალბათ ყველას ახსოვს "ბუშტიანი გოგონას" შემთხვევა)

მის ახალ ნამუშევარში გამოსახულია ასაკოვანი, თავშლიანი ქალბატონი, ცხვირსახოცით ხელში. მას ცხვირსახოცთან ერთად ხელჯოხი და ჩანთაც ხელთ ეპყრო, თუმცა, სურათზე გამოსახული კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე, სადაც ქალბატონი აცემინებს, , ხელჯოხიცა და ჩანთაც ხელიდან უცვივდება, ისევე როგორც საკუთარი კბილები (პროტეზი) პირიდან.imageimageCOVID- ის თემატური ნამუშევარი გამოჩნდა ვეილის ქუჩაზე, ბრიტანეთის ერთ-ერთ ციცაბო საცხოვრებელ გზაზე. ხუთშაბათს, ბენქსი ინტერნეტსივრცეში საკუთარ სოციალურ ქსელებში ადასტურებს ნამუშევრის ავტორობას. ამასთან, პოსტში გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათიც მოხუცი ქალბატონისა და დაასათაურა როგორც "ააჩო"...

BBC- ს თანახმად, ადგილობრივმა მკვიდრმა დეილ კომლიმ ხუთშაბათს დილით დაინახა "მაღალი, პიჯაკში გამოწყობილი ბიჭი", რომელიც, მისი აზრით, ბენქსი იყო. ”დავინახე მაღალი პიჯაკიანი კაცი, რომელიც მოპირდაპირე მოაჯირებს ეყრდნობოდა - ის მთელ კედელს უყურებდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გავიხედე და ქუჩაში უამრავი ხალხი დავინახე. ”- უთხრა BBC- ს მამაკაცმა.

ამ წლის დასაწყისში, ბენქსიმ ლონდონის მიწისქვეშა გადასასვლელიც მოხატა COVID- ის თემატური ვირთხებით


imageეს სწორედ ის ვირთხებია, რომლებიც "მისსავე აბაზანას შეესია" ლოქდაუნის პირობებში:

imageimageimageimageimageimageimage
და ბოლოს, კიდევ ერთი საკმაოდ გულის გამთბობი ნამუშევარი ბენქსისა, კოვიდის თემაზე
image





0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0