x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ჩვენ ყველა უხილავი ვირუსით ვართ დაავადებული" - რუსი ფსიქოთერაპევტი
image





ფსიქოთერაპევტი ანდრეი კურპატოვი გვაფრთხილებს, რომ 2021 წელს ადამიანებში უხილავი ვირუსი გაიღვიძებს, რაც COVID-19– ზე უარესია.




მისი აზრით, ნაადრევია გვიხაროდეს შავი" 2020 წლის წასვლა, რომელიც ყველა პრობლემას, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას, თან წაიღებს.





"ჩვენ ყველა დასნებოვანებული ვართ უხილავი ვირუსით. ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, ისე, რომ თვითონაც კი ვერ ხვდება ამას, ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს." -დაწერა კურპატოვმა ინსტაგრამზე.






მან განმარტა, რომ ის საუბრობს სტრესის ვირუსზე, შფოთვაზე და არსებობის უაზრობის განცდაზე. დეპრესია და სევდა, ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც თავად კორონავირუსი.




კურპატოვმა თქვა, რომ საჭიროა, ყველამ გააცნობიეროს ეს გამოწვევა, იზრუნონ სულიერ მდგომარეობაზე, გრძნობებსა და სამყაროს აღქმაზე.





მანამდე გავრცელდა, რომ ბეხტერევის სახელობის სამედიცინო დაწესებულების ფსიქიატრმა ისაუბრა კორონავირუსის გავლენაზე ადამიანთა ფსიქიკაზე, რაც შეიძლება შედარდეს საბრძოლო სტრესთან.




საბრძოლო სტრესი- არის ინდივიდუალური მულტიფაქტორული ადაპტაციის რთული პროცესი საბრძოლო ვითარებაში, რომლის მოქმედება განსაზღვრავს ფსიქოფიზიოლოგიური მანიფესტაციების ფართო სპექტრს. როგორც წესი, მოკლევადიანი სტრესული მდგომარეობა ახდენს ორგანიზმის რესურსების მობილიზებას, რაც ზრდის გადარჩენის შანსებს ბრძოლის ველზე. ამასთან, მაღალი ინტენსივობის ხანგრძლივი სტრესი კი ზრდის პერსონალის ავადობას, იწვევს იმუნიტეტის შემცირებას, ასევე, ახდენს მკვლელობის და თვითმკვლელობის ქცევის პროვოცირებას, ხელს უწყობს მცდარი გადაწყვეტილებების ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ახდენს ზარალის გაზრდას.

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0