x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს ხუთი ყველაზე უცნაური და კურიოზული დაავადება, რომელსაც მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ
ტერმინი “მხიარული დაავადება” ალბათ აბსურდულად და ძალიან წინაამდეგობრივად ჟღერს, რადგან ყველა დაავადება ადამიანს მეტად თუ ნაკლებად ტანჯავს და მკვეთრად აუარესებს სიცოცხლის ხარისხს. თუმცა, ამის მიუხედავად მაინც არსებობს დაავადებები, რომლებიც გაგაოცებთ კურიოზული ხასიათით.


1. ტრიმეთილამინურია: როცა თევზივით ყარხარ


ამ დაავადების არსებობისას შესაბამისი ენზიმების ნაკლებობის გამო პაციენტის სხეულს თევზის სუნი ასდის. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტის, ტრიმეთილამინის გადამუშავებას ვერ ახდენს. ამის შედეგად ადამიანი სასუნთქი გზებიდან, შარდსასქესო ორგანოებიდან და საოფლე ჯირკვლებიდან თევზის სუნს გამოყოფს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს დაავადება არ იკურნება. მისი შერბილება შესაძლებელია ისეთ საკვებ პროდუქტებზე უარის თქმით, რომლებიც ორგანიზმში ტრიმეთილამინად შეიძლება გარდაიქმნას. ასეთი პროდუქტებია მაგალითად კვერცხის გული და თევზეული.


2. ვერნერის სინდრომი: როცა იმაზე ხანდაზმულად გამოიყურები, ვიდრე სინამდვილეში ხარ



საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა. ის პირველ სიმპტომებს 30 წლის ასაკიდან ავლენს. ადამიანი, ვისაც ეს სინდრომი სჭირს, ძალიან სწრაფად ბერდება. სწრაფი დაბერების პროცესი გამოიხატება ნაოჭების გაჩენაში, კოგნიტური შესაძლებლობების სწრაფ დაქვეითებასა და ჭაღარა თმაში. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანების უდიდესი ნაწილი 50 წლის ასაკს ვერ აღწევს.


3. განსხვავებული აქცენტის სინდრომი: როცა უეცრად უცხოელივით საუბარს იწყებ


ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად ხშირად მეტყველების ცენტრებიც ზიანდება. ამიტომ იშვიათ შემთხვევებში ინსულტის გადამტანი პირები საკუთარ მშობლიურ ენაზე უცხოელებივით საუბარს იწყებენ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს არაფერია, მაგრამ პაციენტებს ასეთ შემთხვევებში ხშირად იდენტობის კრიზისი უჩნდებათ.


4. აიგენბრაუერის სინდრომი: როცა ალკოჰოლის გარეშე თვრები


ძალიან იშვიათ შემთხვევებში ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ ნაწლავი ორგანიზმში ალკოჰოლის გამომუშავებას თავად იწყებს. ამის შედეგად ადამიანი საჭმლით თვრება.


5. უცხო ხელის სინდრომი: როცა თქვენი ხელი იმას აკეთებს, რაც თვითონ სურს


რს დაავადება პირველად 1908 წელს აღწერეს. ის ყველაზე უჩვეულო ნევროლოგიური ფენომენია. ადამიანი ტვინის დაზიანების შედეგად საკუთარ ხელებზე კონტროლს კარგავს. ხანდახან ხელი საკუთარი პატრონის დახრჩობასაც კი ცდილობს.


თევზი


0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0