x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გერმანელი სპეციალისტები ონკოლოგიური დაავადებების გიგანტურ ტალღას პროგნოზირებენ
კიბო

2030 წელს ონკოლოგიური დაავადებებით დღევანდელთან შედარებით 20 %-ით მეტი ადამიანი დაავადდება – ამის შესახებ იუწყება მიხაელ ბაუმანი, გერმანიის კიბოს შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი.


სპეციალისტის განცხადებით დღეისათვის გერმანიაში კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 500 000 ადამიანს უსვამენ, ხოლო 2030 წელს ეს რიცხვი 600 000-მდე გაიზრდება.


საქართველოში რომელიმე ტიპის ავთვისებიანი სიმსივნით ყოველწლიურად 10 000-მდე ადამიანი ავადდება, ხოლო 6000 – იღუპება.



როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ონკოლოგიური დაავადებების ასეთი საგანგაშო გახშირების მიზეზი არის ავტომანქანების, შეშის ღუმელების, აზბესტის და სამრეწველო ობიექტების მიერ დაბინძურებული გარემო და ადამიანის ისეთი მავნე ჩვევები, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, სიგარეტის მოწევა, ცხოვრების უძრავი წესი და არაჯანსაღი კვება.


"2030 წლამდე ჩვენ კიბოს დამარცხებას ვერ შევძლებთ, " ხაზგასმით განაცხადა ბაუმანმა.


სპეციალისტმა ეს განცხადება გააკეთა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც მოსახლეობას უახლოეს 10-20 წელიწადში კიბოს საბოლოოდ დამარცხება აღუთქვა.


ილუზიები და ყალბი იმედები არის დაბალი კვალიფიკაციის და პოპულიზმის გამოვლენის შედეგი. პოლიტიკოსებს აქამდეც არაერთხელ უთქვამთ რომ კიბოს დაამარცხებდნენ (გაიხსენეთ თუნდაც რიჩარდ ნიქსონის და ბარაკ ობამას ანალოგიური შინაარსის მქონე გამონათქვამები), მაგრამ სულ ტყუილად.


კიბო არის კომპლექსური პრობლემა, ამიტომ მის დამარცხებას სჭირდება კომპლექსური მიდგომები: უნდა ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს კიბოს სკრინინგის პროგრამებში; უნდა დაინერგოს ცხოვრების ჯანსაღი წესი; უარი უნდა ვთქვათ გარემოს დაბინძურებაზე; უნდა გაუმჯობესდეს თერაპიის მეთოდები და გამოვიდეს კიდევ უფრო ძლიერი მედიკამენტები; ჯანდაცვა უნდა გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი.


ამ ყველაფერს კი მთელი საზოგადოების მობილიზება სჭირდება.

ბაუმანიფოტოზე: მიხაელ ბაუმანი

0
561
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0