x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კანდირუ – საზარელი თევზი-ვამპირი ღამის კოშმარიდან, რომელიც ადამიანის სხეულში სახლობს
კანდირუ


გსმენიათ რამე კანდირუს შესახებ?



არასოდეს არ იბანაოთ მდინარე ამაზონში ან მდინარე ორინოკოში შიშვლებმა. შიშვლები კი არა, ამ მდინარეებში საერთოდ არ ჩახვიდეთ. რადგან ჩახვალთ ამ ცხოვრების ამაოებაზე, ნიცშეზე, შორენა ბეგაშვილზე ან მეზობელი გუჯა ბიძიას ახალ "ლენდ როვერზე" ჩაფიქრებულები და კანდირუს აიკიდებთ.



ეს თევზი ადამიანს ვაგინის, ანალური ხვრელის ან პენისის მეშვეობით სხეულში უძვრება და უსახლდება. ის თითქმის გამჭვირვალეა, 2, 5 სანტიმეტრის სიგრძის. უწოდებენ ბრაზილიურ თევზ-ვამპირს, სისხლისმსმელ თევზს და პენისის თევზს.




კანდირუ ადამიანს სხეულში მოხვედრის შემდეგ შარდის ბუშტში უსახლდება და შიგნიდან ჭამს მას. იწვევს აუტანელ სისხლდენებს, წვას და ტკივილებს და ძირითადად ოპერაციის მეშვეობით არის შესაძლებელი სხეულიდან მისი გამოდევნა.



კანდირუს ლაყუჩებზე აქვს ეკლები, რომელთა მეშვეობით საკუთარ მსხვერპლს ნელ-ნელა ფლეთს, რათა მისი სისხლით გამოიკვებოს.



თანამედროვე მედიცინა ოპერაციას ამჯობინებს კანდირუს ადამიანის სხეულიდან გამოსადევნად, თუმცა ამაზონის ირგვლივ მდებარე ტერიტორიების ადგილობრივმა მკვიდრებმა ოდითგანვე იციან მცენარე, რომელსაც ჯენიპაპოს უწოდებენ და რომლისგანაც შესაძლებელია ფაფის მომზადება, რომელიც ძალიან ცხელ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ, რის შემდეგაც კანდირუ კვდება და ადამიანი თავისუფლდება ამ საშინელი თევზისგან.


იხილეთ ვიდეო

1
735
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
735
  
2019, 28 თებერვალი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1