x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
პედაგოგიკის ძირითადი ცნებები
imageპედაგოგიკა არის მეცნიერება აღზრდის შესახებ, ხოლო მის საკვლევ საგანს აღზრდა წარმოადგენს. ამგვარად, აღზრდა პედაგოგიკის ძირითადი ცნებაა(განათლებასა და სწავლებასთან ერთად). აღზრდა არის ადამიანის ჰარმონიულად ფორმირების, მისი გონებრივად, ფიზიკურად, ზნეობრივად, ესთეტიკურად ამოყალიბებისა და შრომისთვის მომზადების სოციალური, მიზანმიმართული, კანონზომიერი პროცესი. ის ადამიანის ცხოვრების ბოლომდე მიმდინარეობს. აღზრდას პედაგოგიკაში განიხილავენ ფართო და ვიწრო გაგებით.


აღზრდა ვიწრო გაგება გულისხმობს ადამიანის პიროვნული მახასიათებლების და ქცევის წესების ჩამოყალიბების პროცესს ე.ი. იმ უნარების განვითარებაა, რაც ადამიანს დაყვება დედის ორგანიზმიდან. რაც შეეხება აღზრდა ფართო გაგებას, მასში მოიაზრება პიროვნების ფორმირების პროცესი, რომლის მეშვეობითაც ახალდაბადებული ბავშვი გადაიქცევა ზრდადასრულებულ, ცოდნით, უნარით და ჩვევებოთ შეიარაღებულ ადამიანად . ამგვარად, აღზრდა ფართო გაგებით არის ბავშვის მომზადება საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, მისი ჰარმონიული-ფიზიკური და სულიერი ჩამოყალიბება და ისეთი შეიარაღება, რომლის საშუალებითაც იგი საზოგადოების აქტიური წევრი წევრი გახდება( რათქმაუნდა, როცა ვახსენებ აღზრდა ფართო გაგებას მასში ცხადია იგულისხმება აღზრდა ვიწრო გეგბითაც).


ყოველივე ზემოთქმული კი შესაძლებელია უფროსი თაობის მიერ მომავალი თაობისთვის სოციალური გამოცდილების გადაცემით ანუ კულტურის გადაცემით. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია მხოლოდ სწავლებისა და განათლების გზით . მაშასადამე, აღზრდა როგორც პროცესი გულისხმობს განათლებასა და სწავლებას.


განათლება, როგორც ტერმინი ფართო პედაგოგიკური მნიშვნელობით პირველად შემოიტანა იოჰან პესტალოციმ, რომელიც ნიშნავს “ნათელის ფორმირებას’’. ოფიციალურად ტერმინებს აღზრდასა და განათლებას ვხდებით მე-18 საუკუნეში, რაც შეეხება საქართველოს აქ ვხვდებით მე-10 საუკუნეში არსენ მეორე კათალიკოსის თხზულებაში. თანამედროვე გაგებით განათლება არის სისტემური, მეცნიერული ცოდნის შეძენის პროცესი და შედეგი. პედაგოგიკური მნიშვნელობით კი ცოდნის დაუფლებას ნიშნავს, რომლის საფუძველზეც ვითარდება უნარ-ჩვევები. მოკლედ რომ ვთქვათ, განათლება პასუხობს კითხვაზე - რა ვასწავლოთ?



რაც შეეხება სწავლას, ის ცოდნის გადაცემის ორგანიზებული პროცესია, რომელიც არის ორმხრივი(მასწავლებელი, მოსწავლე), მაგრამ ერთიანი პროცესი. იგი პასუხობს კითხვაზე- როგორ ვასწავლოთ? ამიტომ იგი პირდაპირ უკავშირებაა თუ რა უნდა ვასწავლოთ, ანუ განათლებას. ამგვარად, სწავლება განათლებასთან ერთად აღზრდის შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან მოზარდის აღზრდა და განათლება უმთავრესად სწავლების გზით წარმოებს.


ყოველვე აქედან გამომდინარე, ამ სამი ძირითადი ცნების განხილვა ცალ-ცალცე არ შეგვიძლია. თუ ჩვენ ვამბობთ აღზრდას იქ იგულისხმება აღზრდა მიწრო გაგებითაც, განათლებაც და სწავლებაც, ვერცერთი პროცესის განხორციელება ვერ მოხდება სხვა რომელიმე პროცესის გარეშე, ვინაიდან ისინი ჯაჭვურად ებმიან ერთმანეთს.


მაგალითისთვის, მასწავლებლის მიზანია 4კლასელის მოსწავლეს ჩამოუყალიბოს და განუვითაროს ანალიზის უნარი, (აღზრდა ვიწტო გაგებით-რა მინდა?) ამისთვის მას უპირველესყოვლისა დასჭირდება შესაბამისი ლიტერატურა, (განათლება- რა ვასწავლო?) თუნდაც სულხან-საბა ორბელიანის რომელიმე იგაავი, ე.ი. მასწავებელი განათლების საშუალებით ცდილობს მიზნის მიღწევას, ხოლო იმის განსაზღვრა თუ რა არის ძირითადი ინფორმაცია და რა მეორეხარისხოვანი სწავლების პროცესში ხდება. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია შეიტანოს, როგორც ავღნიშნე იგავ-არაკები და ბავშებთან ერთად გამიჯნონ მთავარი და მორეხარისხოვანი ინფორმაციები, ეს კი საბოლო ჯამში იგავის მთავრ სათქმელთან მიგვიყვანს.

0
324
7-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0