x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ დაამარცხა 16 წლის ნინო ციცქიშვილმა ნერვული ანორექსია
image

''კვებითი აშლილობა - ფსიქიკის მოშლაა, სულის განადგურებაა, საკუთარი ნებით, საკუთარი სხეულის სამსხვეპლოზე მიყვანაა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი - რაც კი დედამიწის ზურგზე სისასტიკე არსებულა, ერთად აღებული ყველა სისატიკე ვერ გადაწონის მის ბოროტებას. იმას, რაც შენს თავს უნდა დამართო, ვერ წარმოიდგენ რაოდენ მწარედ შესაგუებელია შენს გვერდით მყოფი ახლობლებისათვის.

ბავშვობაში ვიყავი გამხდარი, პატარა გოგო, ნამდვილად აქტიური და დაუღალავი. 11-12 წლის წლის ასაკიდან წონაში მოვიმატე. მოზარდობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბიძგია იმისა, რომ შენ კვებითი აშლილობა დაგემართოს. ვარჯიშობ, მიმართავ დიეტებს, იკვებები არასრულფასოვნად, იწყებ შიმშილს და იბრძვი მიზნის მისაღწევად,

წონას ემშვიდობები, მაგრამ ისე ნადგურდები, ამას უკვე ვეღარ ხვდები. სიგამხდრის უკიდურეს ზღვარზეც რომ იყო, შენ ამას სილამაზედ აღიქვამ. შინ ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, არ მინდოდა მეგობრებს შეხვედროდი მარტო იმიტომ, რომ სადმე კაფეში წასვლა არ შემოეთავაზებინათ...


ჩემი თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობა საშინელი გახდა, ორგანიზმში არასახარბიელო ცვლილებებმა დაიწყეს მიმდინარეობა. ჩემი წონა 38 კგ გახდა. შფოთვამ შემიპყრო. მხოლოდ წერილის წერის დროს შევძელი ღრმად ამოსუნთქვა. ვწერ ჩემს შეგრძნებაზე და ამ წუთას ჩემმა ფილტვებმაც შვება იგრძნეს. ზოგჯერ კი ისეთ მდგომარეობა მეუფლება, თითქოს ჰაერი რომლითაც ვსუნთქავ, არასაკმარისია.

იწყება ადამიანებთან გაუცხოვება, მარტოსულად ქცევა, დეპრესია, ჯანმრთელობის განადგურება, სასიცოცხლო ორგანოების სრულფასოვნების შეწყვეტა...



მინდა გითხრა, მინდა ირწმუნო, რომ შენ მარტო არ ხარ და ის ყველაფერი, რასაც აგრერიგად განიცდი, რაც შენს სულს ასე აწვლებს, სხვა არაფერია თუ არა ის უასიამოვნო ნაფიქრი, ის აკვიატებული აზრი, რომელიც სხეულზე მაჯლაჯუნასავით შემოგწოლია, მაწუხები შემოუკრავს ცდილობს არ დაგეხსნას. არასწორად ნაფიქრის, არასწორად ჩადენილი საქციელის გამოსწორება, შენ არ გაგიჭირდება. შენ იმდენი შეძელი, დამიჯერე, იმასთან, ეს არაფერია. და თუ ფიქრობ, რომ ცუდად ხარ, ეს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია.'' - ნინო ციცქიშვილი

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:უნიქორნი
უნიქორნი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0