x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია - ისტორიული მატჩი დღეს,12 ნოემბერს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში დღეს, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის ემზადება. სწორედ დღეს გადაწყდება, ვინ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ მაკედონია თუ საქართველო. შეხვედრა უდიდეს ყურადღებას იწვევს ქართველ გულშემატკივრებში, რადგან ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან ჯერ არ ვყოფილვართ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ დინამო არენაზე ერთ საათიანი ვარჯიში გამართა. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან მატჩში ჩვენი ფეხბურთელების რიგებს ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია დააკლდებიან, მიზეზი კორონავირუსია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის განცხადებით, საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც კვარაცხელიას და შენგელიას ჩაანაცვლებს. ყველა მოთამაშე ბოლომდე იბრძოლებს, რომ ეს მატჩი მოიგოს და გულშემატკივარი გაახაროს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს, მათ რიგებს შემტევი ნახევარმცველი ენის ბარდი (ესპანური ლევანტე), მცველი კირე რისტევსკი (უნგრული უიპეშტი) და ფორვარდი კრსტე ველკოსკი (ბოსნიური სარაევო) დააკლდებიან. სამაგიეროდ, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისში გუნდს ჩამოყვება ზაგრების დინამოს ნახევარმცველი არიან ადემი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა.

მატჩი დღეს, 12 ნოემბერს დინამო არენაზე 21:00 საათზე გაიმართება გულშემატკივრების გარეშე. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

1
6
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
6
  
2020, 12 ნოემბერი, 15:41
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. :(
0 1 1