x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბევრი თქვენგანი ვერც მიხვდა, რომ ეს ვირუსი გადაიტანა
ვირუსი არის ორგანულ ნაწილაკში მოქცეული გენეტიკური მასალა, რომელიც ცოცხალ უჯრედებში იჭრება და მათი, ანუ მასპინძლის მეტაბოლურ პროცესებს იყენებს ვირუსულ ნაწილაკთა ახალი თაობის წარმოსაქმნელად.


ამას ვირუსები სხვადასხვა გზით ახერხებენ. ზოგიერთ მათგანს საკუთარი გენეტიკური მასალა მასპინძლის დნმ-ში შეჰყავს, სადაც ის იქამდე რჩება დამალული, ვიდრე მისი ტრანსლირება მოხდება. როდესაც მასპინძელი ვირუსი დაყოფის გზით გამრავლდება, მრავლდება მასში არსებული ვირუსიც.


რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვირუსებმა შეიძლება მასპინძელი უჯრედი ააფეთქონ კიდეც, რასაც რეპროდუქციის ლითიურ ციკლს უწოდებენ.



image




ადამიანის პაპილომავირუსი არის - HPV ინფექციის გამომწვევი აგენტი, რომელიც თანაბრად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებში. კანზე პაპილის სახით გამონაზარდები საკმაოდ ხშირია და ისინი ბევრ ჩვენგანში იჩენენ თავს.


ამ საშიში პათოგენის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ დიდი ონკოგენური რისკის მქონე ვირუსებით გამოწვეული პაპილომები უდიდეს ყურადღებას იმსახურებს!



დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა საშიშროებას შეიცავს პაპილომა ვირუსი და როგორ დავიცვათ თავი ოჯახი მისგან.



პაპილომა ვირუსი აზიანებს კანის ზედაპირს. ის თავს ესხმის ლორწოვან გარსს, შინაგან და გარეგან, ასევე სასქესო ორგანოებს. არსებობს დაბალი და მაღალი ონკოგენური რისკის მქონე პაპილომა ვირუსი. ამ უკანასკნელს შეუძლია ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის პროვოცირება.


ეს ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ქალებისთვის! საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ თითოეულ პაციენტს სხეულში აქვს პაპილომა ვირუსი.



image



რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები ამ საშინელი ინფექციისა და მოსალოდნელი შედეგებისგან?



პაპილომა ვურისი კანზე და ლორწოვან გარსზე, ნერწყვში, სპერმაში და შარდშია. ის სხეულში ხვდება მიკროტრავმის საშუალებით კანზე ან ლორწოვან გარსზე. სქესობრივი გზით გადაცემის გარდა, ვირუსი საყოფაცხოვრებო გზითაც ვრცელდება. ეს არის კოცნა, საერთო პირსახოცები და კერძები. ამიტომ, ძალზედ მარტივია ბავშვები დაინფიცირდნენ კოცნით, კერძით და საერთო პირსახოცებით.



ვირუსის ინკუბაციური პერიოდი შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე, ამიტომ ადრეულ ეტაპზე მისი გამოვლენა რთულია, რაც ბუნებრივია, რომ ართულებს დროულ დიაგნოზსა და მკურნალობას.


ადამიანის პაპილომავირუსის დნმ შეიძლება იყოს ფუნქციურად არააქტიური და გააქტიურდეს ჰორმონალური დარღვევების, მოწევის ან გენიტალიების ჰერპესის ვირუსის შემთხვევაში.


არსებობს HPV-ს დასადგენი სპეციალური ტესტები. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც მიზანმიმართულად გაანადგურებს მას, ამიტომ ამ ინფექციის მკურნალობა ყოველთვის რთულია.


პრევენციისთვის უკვე არსებობს ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო დაცვას გარკვეული ტიპის პაპილომავირუსისგან, მაღალი ონკოგენური რისკისგან.


რჩევა: არასოდეს არ მიმართოთ თვითმკურნალობას. მცირედი ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
გახსოვდეთ, რომ პრევენცია საუკეთესო წამალია!






იხილეთ აგრეთვე:



სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდიimage




0
825
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0