x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე 20 წლის წვევამდელმა ჯარისკაცმა ანტონ მაკაროვმა სასაკლაო მოაწყო და გაიქცა

image რუსეთში ვორონეჟის სამხედრო საავიაციო აეროდრომზე 20 წლის წვევამდელმა სასაკლაო მოაწყო.
ჯარისკაცი გაქცეულია, სამხედრო აეროდროზე საგანგებო ჯგუფი ჩავიდა რომელმაც აღადგინა ბაზაზე მომხდარი ტრაგედიის სრული სურათი.
ახალგაზრდა ჯარისკაცი მორიგეობაზე იმყოფებოდა, დილის 5 საათზე მასთან შესამოწმებლად მივიდა პოლკის მორიგე ოფიცერი, 38 წლის მაიორი Сергей Ермолаев. მან ჯარისკაცს შენიშვნა მისცა, რადგან ჯაისკაცი პოსტზე თვლემდა. შენიშვნამ ჯარისკაცი გააცოფა, სახანძრო კუთხიდან ჩამოხსნა ნაჯახი, დაუდარაჯდა მაიორ ერმოლაევს და ოფიცერს კეფაში ჩაარტყა მთელი ძალით მოქნეული ნაჯახი.
დაეუფლა ოფიცრის ტაბელურ პისტოლეტს, ამოაცალა სათადარიგო მჭიდი და საკონტროლო გასროლა გააკეთა მაიორის მიმართულებით, შემდეგ ბაზაზე პირადი შემადგენლობის ოთახში შევიდა, მისი იქ ყოფნა სამხედროებს გაუკვირდათ, რადგან მაკაროვი ამ დროს პოსტზე უნდა ყოფილიყო. მაკაროვმა იქ მყოფ სამხედროებსაც გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ ბაზაზე მყოფები შეკრიბა დააყენა მოედანზე ყვირილით: "ერთმწკრივად მოეწყვეთ"! ერთერთმა სამხედრომ გაქცევა სცადა და საპასუხოდ ზურგში მაკაროვის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა.
ანტონ მაკაროვი ბაზიდან გაიქცა. საგამომძიებლო ჯგუფმა ბაზაზე აღმოაჩინა 8 გასროლილი პისტოლეტის ჰილზა, დიდი ალბათობით გაქცეულ ჯარისკაცს 7 ვაზნა აქვს პისტოლეტთან ერთად.
ამის თაობაზე იტყობინება გამომცემლობა «Комсомольская правда» საკუთარ Telegram-არხზე. ამ დროისათვის მაკაროვს ეძებს თავდაცვის უწყება, რუსეთის გვარდია, შსს და ფედერალური უშიშროების სამსახური ვორონეჟის ოლქის რადიუსით.
თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ: პოლკის მორიგე ოფიცერი, 38 წლის მაიორი სერგეი ერმოლაევი, ეფრეიტორი სერგეი კაჟოკინი და რიგითი ნინაილ აკტალიევი.
რიგითი ფირსოვი, რომელსაც ორი ტყვია მოხვდა ჰოსპიტალიზირებულია და რეანიმაციაში იმყოფება.
imageimage

0
616
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
616