x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსახიობები, რომლებმაც ერთი როლი სხვადასხვაგვარად მოირგეს, რომეია თქვენი ფავორიტი?

ჰოლივუდში უყვართ ფილმების ახალი ვერსიების შექმნა ახალი მსახიობებით. ხშირ შემთხვევაში მაყურებლებს უჭირთ კიდეც არჩევა, თუ რომელმა მსახიობმა უფრო კარგას შეასრულა ესა თუ ის როლი, აი ისინიც:

კლეოპატრაimage

კლეოპატრა ალბათ ერთადერთი ქალია, რომელიც ფილმებში ასე ხშირად ჩნდება, დედოფლის როლი ბევრმა მსახიობმა მოირგო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ის განსაკუთრებულად მოუხდათ. ვივიენ ლისთვის (ცეზარი და კლეოპატრა 1945) კლეოპატრას როლი ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა. გადაღებების დაწყებამდე მას ტუბერკულოზი ჰქონდა, გადაღებების პროცესში კი მუცელი მოეშალა, შეიძლება ამიტომაცაა მისი კლეოპატრა არადამაჯერებელი. ელიზაბეტ ტეილრის 1963 წლის “კლეოპატრა" ყველოასთვის ეტალონია. ასევე კარგად გამოიყურებოდა ჩილელი მსახიობის ლეონორ ვარელას 1999 წლის “კლეოპატრა". აი მონიკა ბელუჩის როლი კი 2002 წელს გადაღებულ “ასტერიქსი და ობელიქსი'' ში ყველას რატომღაც ზედმეტად გლამურული მოეჩვენა.

ბეტმენი image

ბეტმენის როლიც ხშირია ჰოლივუდსი, თმცა ყველას დაამახსოვრდა ჯოკერი სეზარ რომეროს (ბეტმენი 1966 წ. ) ჯეკ ნიკოლსონის (ბეტმენი 1989 წ. ) ჰიტ ლეჯერის ( ბნელი რაინდი 2009 წ. ) და ხოაკინ ფენიქსის (ჯოკერი 2019 წ. ) შესრულებით. სეზარ რომეროს ჯოკერი უფრო კომიკური და მხიარულია, ვიდრე ბოროტმოქმედი. ჯეკ ნიკოლსონის ჯოკერი კი თავის წარმოშობაზე მოგვითხრობს. ბევრის ფავორიტია ჰიტ ლეჯერის ჯოკერი, რადგან პერსონაჟი მან თვითონ შექმნა, როლის შესათვისებლად ის სასტუმროს ნომერში იკეტებოდა და როლში შედიოდა. ხოაკინ ფენიქსის მიერ შესრულებული ჯოკერი კი წინა წლის სენსაცია იყო. ფილმში აქცენტი იმაზეა გამახვილებული, რომ კარგ ადამიანსაც შეუძლია ბოროტმოქმედი გახდეს.

ბეტმენიimage

ბეტმენის შესახებ ბევრი ფილმია გადაღებული. ირველი მათგანი 1943 წელს გადაიღეს, შემდეგ კი ამას მოჰყვა მრავალი ადაპტაცია. ყველაზე წარმატებული მათ შორის კი იყო ადამ უესტის (ბეტმენი 1966-1968 წ. ), ლაიკლ კიტონის (ნეტმენი, ბეტმენი ბრუნდება 1989-1992 წ. ) კრისტიან ბეილის ( ბეტმენი: დასაწყისი 2005 წ. ) და ბენ აფლეკის ( ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ, სამართლიანობის ლიგა 2016, 1017 წ. ) შესრულებული როლები. ადამ უესტის ბეტმენი უფრო კომედიური პერსონაჟი იყო, მაიკლ კიტონის ბეტმენი მის კარიერაში ყველაზე წარმატებული ფილმებია. კრისტიან ბეილის ბეტმენმა მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ მაყურებლებში, არამედ კრიტიკოსთა შორისაც. ბენ აფლეკის ბეტმენიც საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ალბატ მხოლოდ მსახიობის გამო, რადგან ბევრს მისი შესრულებული როლი მაინც არ მოეწონა. 2022 წლისთვის ბეტმენის ახალი ფილმის გამოსვლა იგეგემება, რომელშიც მთავარ როლს ამჯერად რობერტ პატინსონი თამაშობს.

ჰანიბალიimage

ჰანიბალ ლექტერის პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ამაღელვებელია კინემატოგრაფიაში, ყველაზე წარმატებული შესრულება კი გამოუვიდათ ბრაიან კოკსს (ადამაინებზე მონადირე 1986 წ. ), ენტონი ჰოპკინსს ( კრავთა დუმილი, ჰანიბალი, წითელი დრაკონი - 1991- 2001-2007 წ. ) გასპერ ულიელს ( ჰანიბალი:აღზევება- 2007 წ. ) და მადს მიკელსენს (ჰანიბალი- 2013-2015 წ. )

ბრაიან კოკსი ჰანიბალის პირველი შემსრულებელი იყო, ენყონი ჰოპკინსი კი მეორე. მისი შესრულებული ჰანიბალი დღეს ალბათ ყველაზე წარმატებულია, მსახიობი ძალიან სერიოზულად მიუდგა თავის როლს, ის დადიოდა ციხეებში, რატა ბოროტმოქმედთა ქცევები და მზერები შეესწავლა, ესწრებოდა სასამართლო გარჩევებს, შეისწავლიდა მანიაკებს. გასპერ ულიელმა ფილმში გვიჩვენა ლექტერის გარდაქმნა სასტიკ მკვლელამდე, ხოლო მიკელსონის ჰანიბალი სერიალში ძალიან საინტერესო და ინტელექტუალური იყო სეზონების განმავლობასი, ის თითქოს არ ჩანს ბოროტმოქმედად, მაგრამ მაინც შიშის ზარს სცემს მაყურებელს. სამწუხაროა, რომ სერიალი დახურეს და ბოლომდე არ დაასრულეს.


ლარა კროფტიimage

ლარა კროფტის როლი მხოლოდ ორმა მსახიობმა შეასრულა, ანჯელინა ჯოლიმ და ალისია ვიკანდერიმ. ჯოლის შესრულებიტ ლარა კროფტი ყველასთვის იდეალი და მიუღწეველია, ასე რომ, გასაკვირი არცაა, რომ ალისიას შესრულებით ფილმი ბევრს არც უნახავს.



მერი პოპინსიimage

ცნობილი მერი პოპინსის პერსონაჟი არაერთხელ გამოჩენილა ეკრანებზე, პერსონაჟი შეასრულეს ჯული ენდრიუსმა (მერი პოპინსი 1964 წ. ) და ემილი ბლანტმა (მერი პოპინსის დაბრუნება 2018 წ. ) ჯული ენდრიუსისთვის ძიძას საკულტო როლი მის კარიერაში სადებიუტო იყო, 1965 წელს ის ოსკარი და ოქროს გლობუსიც აიღო. ემილი ბლანტის მერი პოპინსი 25 წლის შემდეგ ბრუნდება ოჯახში, ეს ფილმიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.



ჯონი იუტაimage

ჯონი იუტას როლს ფილმში “ტალღაზე" ორი მსახიობი ასრულებს, კიანუ რივზი 1991 წელს და ლუკ ბრეისი 2015 წელს. კიანუ რივზის როლი ფილმში განუმეორებელია, ფაქტობრივად ამ ფილმის შემდეგ იქცა ის ვარსკვლავად, ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ლუკ ბრეისის მონაწილეობით ფილომმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა.

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0