x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იზმირში საშინელი მიწისძვრიდან 91 საათის მერე 3 წლის გოგონა ცოცხალი იპოვეს ნანგრევებში

image ეს ალბათ სასწაულია, მიწისძვრიდან 91 საათის გასვლის შემდეგ 3 წლის ბავშვი იპოვო ცოცხალი ნანგრევებში.
იზმირის გუბერნატორის სელიმ კოშგერის განცხადებით ნაპოვნი იქნა 3 წლის გოგონა აიდა გეზგინი.
აიდა გახდა 107-დე ადამიანი, რომელიც მიწისძვრის მერე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ნუსრეთ აქსოი, რომელიც მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში შემთხვევით წააწყდა ნანგრევების გაწმენდისას კედელსა და სარეცხ მანქანას შორის გაჭედილ გოგონას.
image «თავიდან მე გავიგე ბავშვის ხმა და ეგრევე სხვა მაშველებს შევატყობინე რაციით ამის შესახებ, სწრაფად დავიწყე ნანგრევებისაგან იმ მიმართულების გაწმენდა საიდანაც მომესმა ხმა, საბედნიეროდ საყრდენი კედელი არ იყო დანგრეული რამაც მუშაობა გამიადვილა, კედლის გასწვრივ მივდიოდი და ნანგრევებს ერთ მხარეს ვყრიდი, როგორც იქნა მივაღწიე იმ ადგილამდე საიდანაც ბავშვის ხმა მომესმა. უკანასკნელი წინაღობაც გავწიე და დავინახე ბავშვი, რომელიც კედელსა და სარეცხ მანქანას შორის იყო გაჭედილი. მე ვუთხარი მას შეეძლო თუ არა ხელის აწევა, მან პატარა ხელი აწია და დამიქნია, მაშველებიც დამეხმარნენ, დამტვრეული სარეცხი მანქანა გავწიეთ და ბავშვი ამოვიყვანე"-განაუცხადა პრესის და მედიის წარმომადგენლებს მაშველმა.
ექიმების თქმით გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
imageimage 6, 6 ბალიანი მიწისძვრისაგან დანგრეული სახლების გაწმენდაში 8000 ადამიანამდე იღებს მონაწილეობას, 25 სპეციალურად სამაშველო-საძიებო სამუშაოებისათვის გაწვრთვნილ ძაღლებთან ერთად.
გოგონას ბიძის თქმით სასწაულები ხდება ცხოვრებაში.





Дядя девочки: как вы видите, чудеса случаются


2
298
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
2020, 4 ნოემბერი, 19:04
გაიხარეთ
2020, 4 ნოემბერი, 4:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2