x
სისხლიანი ცხრა მარტი
სისხლი

- "ქართველ კაცს ყოველთვის ჰქონდა თავისი სწორი და მიუდგომელი შეფასება სტალინის მიმართ, მაგრამ მაინც შეძრა კულტის საკითხმა, პირველი დღეებიდანვე ხალხმა თანდათანობით იწყო სვლა სანაპიროზე მოჰქონდათ ყვავილები, გვირგვინები, დაწესდა საპატიო ყარაული... შეიქმნა სამიტინგო შტაბი. ათენებდნენ და აღამებდნენ სტალინის ძეგლთან. მომდევნო დღეები საყოველთაო მიტინგის დღეებად გადაიქცა... მომიტინგეები ითხოვდნენ სტალინის ძეგლთან იმ ადამიანების მობრძანებას, ვისაც მინიჭებული ჰქონდა ბელადის სახელობის პრემიები, წოდებები... მოვიდა ხორავა, მოვიდა ვასაძე, ნონეშვილს ლექსიც კი წააკითხეს: "მამავ, ძვირფასო". 9 მარტი. ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ორატორები. ვიღას ახსოვდა ან სტალინი, ან ლენინი. მთელი ქალაქი ეროვნულმა მოძრაობამ მოიცვა: "ძირს რუსეთის იმპერია..." "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს"... ისმოდა რეპროდუქტორში. ხალხი ოვაციით ხვდებოდა ამ მოწოდებებს.

მაგრამ არ ეძინა ეშმაკს. ერთ-ერთი ორატორი მიკროფონთან მივიდა და "ამაღელვებელი" სიტყვებით მომიტინგეებს მოუწოდა კავშირგაბმულობის ხელში ჩაგდება, რათა მსოფლიოსათვის ემცნოთ, რომ ქართველ ერს არ სურდა საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა, რომ საქართველო ძალით იყო დამონებული რუსეთის იმპერიის მიერ... და აღგზნებული ხალხიც კავშირგაბმულობის შენობისკენ დაიძრა. უკვე კარგად შებინდებული იყო, სანაპირზე ქოშინით მოირბინა რამდენიმე ახალგაზრდამ. ისინი ტრიბუნაზე აიჭრენ: "ძმებო! კავშირგაბმულობისაკენ! სალდათები იარაღით გადაგვეღობნენ და გვესროლეს, რამდენიმე კაცი დახოცილი და დაჭრილია."

აღელდა, აბობოქრდა მასა! ვნებათაღელვა არც კი დამცხრალიყო, ავტომატის სროლის შორეული ხმა გაისმა. ხალხი ჯერ გაინაბა, ყველას ეგონა, რომ ყურთასმენამ უღალატა. ხოლო როდესაც ორიოდე წამის შემდეგ ამჯერად უკვე რამდენიმე ავტომატის კაკანმა მკაფიოდ მოაღწია სანაპირომდე, მომიტინგეებს ახოვანი აღნაგობის მამაკაცი გამოეყო, ელვის სიწრაფით შეხტა პედესტალზე და მიკროფონში მთელი ხმით ჩასძახა: "აბა, ქართველებო! წავიდეთ ჩვენი ძმების დასაცავად!"


ვინ ქვას წაავლო ხელი, ვინ ხეს ჩამოატეხა ტოტი. ვინ ბაღის გრძელ სკამებს აგლეჯდა ფიცრებს და ასე, ამგვარად "შეიარაღებულნი" გავემართეთ კავშირგაბმულობის შენობისაკენ - ზოგი ჯორჯიაშვილის ქუჩით, ზოგი ალექსანდროვის ბაღის ავლით, ზოგი მუხრანის ხიდიდან პუშკინის ქუჩის აყოლებით. ავლაბრიდან მომავალ ცისფერ 9 ნომერ ტრამვაის წინ გადავუდექით. თავზარდაცემული ვატმანი და მგზავრები სწრაფად გადმოცვივდნენ ვაგონებიდან. ერთ-ერთი ახალგაზრდა საჭეს მიუჯდა და ტრამვაი მთელი სისწრაფით დაიძრა პუშკინის ქუჩისკენ. აქედან ფეხით ავირბინეთ ლენინის მოედანზე. როდესაც რუსთაველის პროსპექტზე გავედით და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს მივუახლოვდით, ისევ გაისმა ავტომატების ჯერი. ზოგი შენობის კუთხეს აეკრა, ზოგიც მუზეუმის კარს ამოვეფარეთ... სროლა შეწყდა, ვიღაცამ დაიძახა: "ნუ გეშინიათ, "პუსტოის" ისვრიან."

გათამამებულებმა, პროსპექტის მოპირდაპირე მხარეს გადავირბინეთ. სროლა არ ისმოდა. უფრო გავთამამდით. "პუსტოი" ტყვიების ვერსია დავიჯერეთ: ჩიტაძის ქუჩიდან მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა ჩამოდიოდა. ერთი ჯგუფი მანქანას წინ გადაუდგა. მძღოლი გულგახეთქილი გადმოხტა კაბინიდან. მანქანა გვერდულად ავაყუდეთ... წამიც და ისევ ახმაურდა ავტომატები. ვინ ბარიკადად აყირავებულ მანქანას შეაფარა თავი, ვინ კიდევ - პიონერთა სასახლის წინ გამწკრივებულ ჭადრებს. სროლა ორ წუთამდე გაგრძელდა. ხეს ამოფარებული მე და ჩემი მეგობარი ბაღის სკამიდან აგლეჯილი ჯოხით ხელში ვცდილობდით, თვალი შეგვევლო, საიდან და რომელ მხარეს ისროდნენ. მთავრობის სახლის წინ სიცარიელე იყო. არც პროსპექტზე ჩანდა ვინმე. არ ვიცოდით, რა გვექნა, ან რა უნდა გვეღონა ხის "თოფ-იარაღით" აღჭურვილებს.

პროსპექტზე შემზარავი სიჩუმე იყო. ვიღაცამ დაიძახა: "წინ!" და ყველანი კავშირგაბმულობის შენობისკენ გავიქეცით... საკუთარი თვალით პირველად მხოლოდ ახლა დავინახე, თუ როგორ გამოცვივდნენ ჯარისკაცები მთავრობის სახლის თაღებიდან. დაგვიშინეს ცეცხლი... ჩიტაძის ქუჩისკენ გავიქეცი და გაზონებში გავწექი. სულ ახლოს, თავსზევით მკაფიოდ მესმოდა ტყვიების ზუზუნი... ხოხვით გადავსერე ქუჩა. ამჯერად უკვე დავრწმუნდი, რომ სალდათები არც "პუსტოის" ისროდნენ და არც - ჰაერში. თავქუდმოგლეჯილი დავეშვი ქვევით... სანაპირზე, სტალინის ძეგლთან, ისევ გუგუნებდა, მძვინვარებდა ხალხი. ვორონცოვის ხიდზე ჯავშანტრანსპორტიორებისა და სალდათებით სავსე სამხედრო მანქანების რიგი მოდიოდა. ჩემ წინ ვიღაც ჭაბუკი მტკვარში გადახტა. მე ხიდის რიკულებთან ჩავიმუხლე და მანამდე ვიყავი ასე, სანამ სამხედრო ტექნიკამ არ ჩაიარა. ტოლსტოის ქუჩას რომ მივუახლოვდი, კვლავ გამოჩნდნენ "წესრიგის დამცველები" ამჯერად მათ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მოჰყვებოდნენ კუდში.." -იხსენებს რეჟისორი გივი ვეფხვაძე.

9 მარტის ტრაგედიის მიზეზი ისევ , ისობ ბესარიონის ძე, ჯუღაშვილი გახლდათ.ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1956 წლის დამდეგს, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი , ნიკიტა ხრუშოვი, სტალინის საქმეებით დაინტერესდა და ხელისუფლებას რეპრესირებულთა საქმეების გადახედვა დაავალა.უკვე აშკარა იყო რომ სტალინის გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე კრემლში საბჭოეთის დიდი ბელადის კულტის დასამსხვრევად ემზადებოდნენ.ხრუშოვის განზრახვა მალევე გამჟღავნდა.

1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომმპარტიის მეოცე ყრილობაზე მოხსენებით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ანასტას მიქოიანი წარსდგა.სტალინის ყოფილი თანამოაზრე ანასტას მიქოიანი, ამჯერად უკვე ხრუშოვის დავალებას ასრულებდა და პიროვნების კულტს გმობდა, მიუხედავად იმისა რომ მიქოიანს სტალინის საერთოდ არ უხსენებია მისი გამოსვლა ბევრისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.მოულოდნელად, 25 თებერვალს ყრილობის დელეგატები უკვე დახურულ სხდომაზე შეკრიბეს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ნიკიტა ხრუშოვმა მიმართა.ხრუშოვის მოხსენება, რომელიც ფაქტობრივად სტალინის საბრალდებო დასკვნას წარმოადგენდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

“-ესეც თქვენი სამხედრო გენიოსი სტალინი, დიდ სისხლად დაგვიჯდა იგი.ქართველი ხალხის დიადი შვილი.სტალინმა დაამკვიდრა ცნებახალხის მტერი”, ეს ტერმინი მაშინვე ათავისუფლებდა მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების აუცილებლობისგან, როცა სტალინი იტყოდა ამათუიმ ადამიანზე დააპატიმრეთო, ესე იგი, ხალხის მტერი იყო და ბერიას ბანდა ტყავიდან ძვრებოდა ამ ადამიანების ბრალის დასამტკიცებლად და ათასგვარ საქმეს თითხნიდა”-აცხადებდა ხრუშოვი.მოხსენებას სახელწოდებით , “პიროვნების კულტი და მისი შედეგებიდარბაზი სრული დუმილით შეხვდა.ხრუშოვის გამოსვლას პროტესტი არ მოჰყოლია, დელეგატებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ყრილობა პიროვნების კულტს განუდგა.

ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მოხსენება დახურული წერილის სახით მხოლოდ პარტიულ უჯრედებს დაეგზავნათ.თუმცა ანტისტალინური გამოსვლის შესახებ ინფორმაციამ მოსახლეობაში მაინც გაჟონა.მალე ეს ამბავი მთელს საბჭოეთს მოედო, ოფიციალური პრესა კი მეოცე ყრილობის ამსახველ მასალებში სტალინის დამსახურებების შესახებ არაფერს წერდა.ახლოვდებოდა ხუთი მარტიც, სტალინის გარდაცვალების დღე.საქართველოში დიდი ბელადის გარდაცვალებიდან სამი წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდნენ.დედაქალაქში ვითარება ნელ-ნელა იძაბებოდა, პროცესების შეჩერება კი უკვე შეუძლებელი იყო.მოვლენების ეპიცენტრად სტალინის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იქცა, საბჭოეთის დიდი ბელადის ძეგლი, მაშნდელი კარლ მარქსის სახელობის ამჟამად კი მშრალი ხიდის მახლობლად სკვერში , 1939 წელს აღიმართა.თბილისში, 4 მარტს, დღის სამ საათზე სტალინის ძეგლთან მოქალაქეთა შეკრება დაიწყო, შეკრებილთა რიცხვმა საღამოს უკვე ათასს მიაღწია.ახალგაზრდები საპატიო ყარაულში ჩადგნენ, სამგლოვიარო პროცესიის მონაწილენი კითხულობდნენ სტალინისადმი მიძრვნილ ლექსებს, ასრულებდნენ სიმღერებს.

ეორე დღეს მომიტინგეთა რაოდენობა უკვე ათი ათასამდე გაიზარდა, ხუთ მარტს ქალაქის ცენტრში მანქანების გაბმული საყვირების ხმაც ისმოდა, გამოჩნდნენ დემონსტრანტები.მათ ხელში სტალინის პორტრეტები ეკავათ, ქუჩებში გამოსული ხალხი ლენინ-სტალინს სკანდირება, შეძახილებს დროდადრო ეროვნული მოტივებიც ეპარებოდა.თბილისის გარდა სამგლოვიარო პროცესიები, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით 1959 წლის 6 მარტს საქართველოს უშიშროების კომიტეტიდან, ”სუკიდან”, სასაბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში დაშიფრული დეპეშა გაიგზავნა.

პრესაში გამოქვეყნებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის მასალებთან დაკავშირებით.საქართვგელოს სახელმწიფო უშიშროების კომმიტეტში შემოვიდა აგენტურული ინფორმაცია მოსახლეობის ნაწილში პარტიისა და ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის არსებობის შესახებ, რომელშიც არ იყო აღნიშნული სტალინის დამსახურებები.ასევე მიღებულ იქნა აგენტურული ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოსწავლეები და სტუდენტები აპირებდნენ ორგანიზებულად აღენიშნათ სტალინის გარდაცვალების დღე.4 მარტს დაიწყო ადამიანების სტიქიური შეკრება ქალაქ თბილისში სტალინის ძეგლთან, რომელთა რიცხვმაც საღამოსთვის ათასი შეადგინა.გამომსვლელები კითხულობდნენ ლექსებს და მღეროდნენ სიმღერებს, რომლებიც ეძღვნებოდა სტალინს.ორგანიზებული იქნა ახალგაზრდებისგან შექმნილი საპატიო ყარაული.”

ულ მალე მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა სტალინის ძეგლს გასცდა და რუსთველის გამზირის გარდა, მაშინდელი ლენინის ახლა კი თავისუფლების მოედანიც მოიცვა.მასობრივი გამოსვლების წინაშე საბჭოთა მილიცია უძლური აღმოჩნდა, ვითარება თანდათან უკონტროლო ხდებოდა.მიტინგებზე ანტისაბჭოთა ლოზუნგებიც გაისმოდა.სტუდენტთა და მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლები კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს იძენდა.

ახალგაზრდებიდან განსაკუთრებული აქტიურობით თბილისის 50-ე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე , კონსტანტინე ციციშვილი გამოირჩეოდა.ის 4-9 მარტის საპროტესტო აციების ერთ-ერთი ლიდერიც იყო.1956 წლის 8 მარტს კონსტანტინე სხვა აქტივისტებთან ერთად კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილეს, მარშალ ჯუდეს შეხვდა.როგორც ჩანს, ახალგაზრდა ლიდერმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარზე.ჯუდე კონსტანტინეს სტალინის ძეგლთან, მიტინგზე მისვლას დაჰპირდა, თუმცა მან თბილისი რვამარტსვე დატოვა.იმავე დღეს, საღამოს კონსტანტინე ციციშვილი საქართველოს ცეკას პირველ მდივანთან გამართულ შეხვედრაზეც იმყოფებოდა.ციციშვილმა მჟავანაძეს ექვსპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა და სტალინის სახელის დაუყოვნებელი რეაბილიტაცია მოსთხოვა.მჟავანაძე შეხვედრის მონაწლეებს 9 მარტის სამგლოვიარო დღედ, პრესისა და რადიოს დახმარებით კი სტალინის სახელისა და დამსახურებების გაჟღერებას დაჰპირდა.

ვა მარტს სტალინის ძეგლთან აქციაზე მწვავე მოწოდებების გამო სუკის ყურადღება 1914 წელს დაბადებულმმა, რუბენ ყიფიანმაც მიიქცია.ყიფიანმა საზოგადოებას 11 პუნქტიანი მოთხოვნა გააცნო.ის საბჭოთა მთავრობის მუშაკთა პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა.მიტინგზე გამოსვლისას ყიფიანი მუქარასაც არ მოერიდა და განაცხადა:”ფრონტზე ჩემ მიერ ჩამოგდებული ბომბები მტერს ანადგურებდა, არც ახლა დავიშურებდი ბომბებს მათთვის ვინც სტალინის სახელი შებღალვას ცდილობს.”

ამ დღეს თბილისი ნახევრად პარალიზებული იყო.ვითარების განსამუხტად 9 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ გაზათებში დაბეჭდა სტატია სათაურით, ”მესამე წლისთავი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან.”რამდენიმე შენობაზე სამგლოვიარო ბაფთიანი დროშაც გამოფინეს.თუმცა დაძაბულობა მაინც არ ცხრებოდა, ხალხის სტალინის სახელის უკვდავყოფას ითხოვდა.ანტისაბჭოთა განწყობა თანდათან ძლიერდებოდა, სახალხო დაუმორჩილებლობა კი ძალას იკრებდა.დილის ათ საათზე თანმხლებ პირებთან ერთად ცეკას პირველი მდივანივასილ მჟავანაძე, სტალინის ძეგლთან მივიდა.ცოტა ხანში მჟავანაძე ტრიბუნაზე ავიდა და საზოგადოებას მიმართა.მისი საუბარი დაულაგებელი იყო, იგი მომიტინგეებს დაშლას სთხოვდა და დღის პირველ საათზე ყველა ორგანიზაციაში შეკრებების გამართვას ჰპირდებოდა.ცეკას პირველი მდივნის თხოვნა ხალხმა არ შეისმინა, მომიტინგეების ნაწილი კი კონსტანტინე ციციშვილის ხელმძღვანელობით თბილისიდან გორში საპროტესტო აქიაზე გაემართა.მოგვიანებით მომიტინგეებს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთგზის მიმართეს.თუმცა ყოველი ცდა უშედეგო იყო.თბილისში 9 მარტს, ღამით ვითარება უკიდურესად დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა შეიმუშავეს ტექსტი, რომლითაც საბჭოთა რესპუბლლიკის ახალგაზრდებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.საბჭოეთში ტელეგრამების გაგზავნა გადაწყდა. 22:20-ზე კავშირგაბმულობის სამინისტროში დაახლოებით50 აქტივისტი შეიჭრა.მილიციის თანამშრომლებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს, აქტვისტები ტელეგრამების გაგზავნასა და რადიო ტრანსლაციას ითხოვდნენ.მალე შენობაში ჯერ სუკის თანამშრომლები, შემდეგ კი სამხედრო კომენდანტი და ჯარისკაცები გამოჩნდნენ.მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად აქტივისტებმა სამინისტროს შენობის დატოვება დაიწყყეს.თუმცა ამასობაში მიტინგზე ხმა გავარდა რომ კავშირგაბმულობის სახლში აქტივისტები დააპატიმრეს.რამდენიმე წუთში შენობას აღელვებული ხალხი მიაწყდა.

აბჭოთა არმია პოზიციები დაიკავა.ცოტა ხანში ცეცხლიც გახსნეს.უიარაღო მომიტნგეებს ტყვიამფრქვევებისა და ავტომატების ჭავლი არა ერთხელ გადაატარეს.ერთხანს მომიტინგეთა ხოცვა-ჟლეტა ლენინის მოედნის მხრიდან წამოსული ტანკების გრუხუნის ფონზე გრძელდებოდა.დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ, გაქცეულ ქალებს გამოედევნენ და ხიშტებით აჩეხეს.ღამის ორი საათისთვის კავშირგაბმულობის სახლთან ჯარისკაცების გარდა აღარავინ იყო, ქალაქი სამხედრო ნაწილებმა დაიკავა.

10 მარტს თბილისში შედარებით სიმშივდე იყო.დილით სტალინის ძეგლთან დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა შეკრება მაინც სცადა, თუმცა ისინი ჰაერში სროლით დაშალეს.გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაწესდა პატრულირება.მთელი დღის განმავლობაში რადიოთი მოსახლეობას წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებნენ.კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის მანქანა სრული დატვირთვით ამოქმედდა, სუკი რაიონებში დამატებითი სამსახურების შექმნაზე ზრუნავდა.ამასობაში არც სადამსჯელო ღონისძიებებმა დაახანა და მასობრივ დაპატიმრებათა სერია გამოცხადდა.

ინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, 2-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 375 ადამიანი დაიჭირეს.აქედან 34 კომმპარტიის, ხოლო 165 კომკავშირის წევრი აღმოჩნდა.დაპატიმრებულთა შორის იყო კონსტანტინე ციციშვილი, თუმცა ის ორ თვეში გათვისუფლდა.დააპატიმრეს რუბენ ყიფიანიც და მასზე სისხლის სამართლის საქმე 21 მარტს აღიძრა.ყიფიანს შრომა-დასწორების კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მკაცრი სანქციები დაკავებულთა მცირე ნაწილს შეეხო, როგორც ჩანს რეჟიმი უფრო დაღუპულებს უფრთხოდა.მათი ცხედრების გაცემა მხოლოდ მეხუთე დღეს დაიწყეს, მთავრობა მოკლულთა რიცხვის გასაიდუმლოებას ცდილობდა, ჭირისუფალს წესის აგებასა და დატირებას არ ანებებდა.მიღებული გადაწყვეტილებით დასაფლავებას მხოლოდ ოჯახის წევრები და სუკის წარმომადგენლები უნდა დსწრებოდნენ.ნათესავების მისვლა სასტიკად აიკრძალა.

ოფიციალური მონაცემებით მოკლულია 21 ადამიანი, თუმცა სინამდვილეში მსხვერპლი ათას კაცს აღწევდა.

24 მარტს კვლავ იგეგმებოდა საპროტესტო აქცია, თუმცა პარტიამ ეს წინასწარვე აღკვეთა.

ჩემი მეგობარი ექიმი იყო და საავადმყოფოში გამოიძახს სასწრაფოდ.არ გაკვირვებია რადგან ასეთი რამ ჩვეულება იყო, უეცრად გამოძახება.მაგრამ რას წარმოდიგენდა თუ დაჭრილებს მოიყვანდნენ, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.დახვრეტილთა უმეტესობას ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი, ესე იგი, გარბის ხომ?!მაშ რაღად ესვრი?!”

-შალვა ვარძელაშვილი, გორის მკვიდრი

ეს იყო რაღაც გრანდიოზული ახალგაზრდობის შეკრება, გრანდიოზული პროტესტი ხრუშვის გამოსვლასთან დაკავშირებით.ეს იმდენად გრანდიოზული იყო, რომ იმის შემდეგ მე არ მახსოვს, ვერ შეედრება ვერცერთი აქცია, ვერც ცხრა აპრილის, ვერც შემდგომი აქციები, რომლებიც ახლაც ტარდება თბილისის ქუჩებში ამას ვერ შეედრება თავისი გრანდიოზულობითა და მშვიდონიანობით.”

-რევაზ თოროზაშვილი

ხალხი სტალინის ძეგლის კვარცხლბეკზე იდგა და ისე შველოდა თავს, თუმცა ხიშტებით დაიწყეს იქიდან მათი ჩაამოყრა.მათ შორის ერთი გოგო ხიშტზე წამოაგეს.ხალხის ჩამოყრა რომ დაამთავრეს, შემდეგ გახსნეს კიბეზე გასავლელი, მომიტინგეები კიბისკენ რომ გაიქცნენ და ასვლა დაიწყეს, ამათ ქვემოდან ავტომატის ცეცხლი გახსნენ და ოცდაათი-ორმოცი წამი გაუჩერებლად ისროდნენ.შემდეგ ელოდებოდნენ ახალ ნაკადს შიშით გამოქცეული ხალხისაას და ისევ განაგრძობდნენ ადამიანთა დახვრეტას.სულ მინიმუმ ოცი ავტომატი ისროდა ერთდროულად.ძალიან დიდი მსხვერპი იყო, ძალიან დიდი.მეც მათ შორის მოვყევი სროლის ერთ ტალღაში, ძირს ვიწექი და თავი რომ ავწიე, დავინახე სასწრაფოთა უზარმაზარი კოლონა, რა თქმა უნდა, ცარიელი სასწრაფოები იყო რომ მაშინვე აეყვანათ დაჭრილები და ამით დაეფარათ ნამოქმედარი.მოკლულებს კი მტკვარში ყრიდნენ.ცოცხლებიც თავს მდინარეში გადახტომით შველოდნენ , ვითომ, მაგრამ წყალშიც მეტყვიამფრქვევებს ადევნებდნენ.ხალხის რაღაც ნაწილი ხიდზე იყო დარჩენილი, არმიამ კი ხიდი აქედან და იქიდან ჯავშანტექნიკით ჩაკეტა და დაიწყო იქვე ხალხის ხოცვა.ვინც გადახტა მდინარეში იმათი რაღაც ნაწილი კი გადარჩა მაგრამ ვინც არა , აბსოლუტურად ყველა დახვრიტეს.”

-აქციის უცნობი მონაწილე

დახვრეტილთა შორის ყველაზე პატარა იყო თორმეტი წლის!

ცხრა მარტს უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი შეეწერია, ასიდან ათასამდე...

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0