x
ვილმა მანკილერი

ვილმა მანკილერი

ვილმა მანკილერი იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა ამერიკული ტომის ჩეროკის რეგიონის მმართველი.ბევრი ხალხი თვლიდა რომ ქალს არ უნდა ჰქონოდა რაიმე პოზიცია, მაგრამ მანკილერმა მათ დაანახა რომ ცდებოდნენ.იგი შესანიშნავი ლიდერი იყო, ჩეროკელ ხალხს მოუტანა პროგრესი, სიამაყე და იმედი.

ვილმა მანკილერი 1945 წელს დაიბადა ოკლაჰომაში.მამამისი ჩარლი მანკილერი ჩეროკელი იყო, დედამისი კი ჰოლანდიელი.ვილმა იყო მეექვსე შვილი, თერთმეტ ბავშვს შორის.მისი ოჯახი პატარა ფერმაში ცხოვრობდა, წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე.სახლი იდგა მიწის დიდ ფართობზე, რომელსაც , მანკილერის ბინა ეწოდება.ეს ადგილი მთავრობამ გამოუყო ჩეროკის ტომს, მას შემდეგ რაც აშშ-მ მათი მიწები დაისაკუთრა.1800-იან წლებში ჩარლის დიდ პაპას დართო მთავრობამ ნება, რომ აქ დასახლებულიყო, მაშინ როდესაც ჩეროკელთა უმრავლესობა იძულებით გადაასახლეს, ჩრ.კაროლინიდან ოკლაჰომაში.იქაური ცხოვრება ძალიან რთული იყო.ნიადაგი არ გახლდათ შესაფერისი ფერმერობისთვის, ასე რომ მანკილერთა ოჯახს ბძოლა უწევდა გადარჩენისთვის.ჩარლი ასწავლიდა თავის შვილებს რომ ჰყვარებოდათ თავიანთი ეროვნული, ამერიკული მემკვიდრეობა და ეამაყათ მისით.იგი ბევრ ამბებს უყვებოდა ჩეროკთა ისტორიის შესახებ.

ოდესაც ვილმა 2 წლის იყო, ფერმა დიდი გვალვის გამო დაინგრა.მთავრობამ დახმარება შესთავაზა ოჯახს, რომ ქალაქში გადასულიყვნენ.ისინი ფიქრობდნენ რომ ამერიკელთათვის უკეთესი იქნებოდა, თუ დატოვებდნენ თავიანთ მიწას და დასახლდებოდნენ განსხვავებულ ადამიანთა შორის.ვილმასა და მის ოჯახს არ სურდათ სახლის დატოვება, მაგრამ ჩარლი ფიქრობდა რომ მას სამსახურს მოძებნა შეეძლო და ოჯახს უკეთესად აცხოვრებდა, ასე რომ ისინი სან-ფრანცისკოში გადავიდნენ.მთავრობა დაპირდათ რომ სამსახურს და ფულს მისცემდნენ, მაგრამ არცერთი დაპირება არ შეასრულეს და ამან სასოწარკვეთაში ჩააგდო ოჯახი.ერთადერთი სამსახური რისი პოვნაც ჩარლიმ შეძლო იყო თოკის საწარმო.ქალაქის ცხოვრება ძალიან რთულად შესაგუებელი გახლდათ.ვილმას ენატრებოდა თავისი მეგობრები და ნათესავები.კლასელები დასცინოდნენ ტანსაცმლისა და ოკლაჰომური აქცენტის გამო.


ვილმამ სკოლა 1963 წელს დაამთავრა.ასევე ისწავლა კოლეჯში და გახდა სოციალური მუშაკი.უყვარდა თავისი საქმე, რადგან მოსწონდა ხალხის დახმარება.იგი დაქორწინდა ბუღალტერზე სახელად, ჰექტორ ჰიუგო ოლაია დე ბარდი.მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ვილმას სახლში დარჩენა მოუწია, რომ ბავშვებზე ეზრუნა.მაგრამ იგი ძალიან უბედური იყო.ვილმამ იცოდა რომ უფრო მეტი სურდა ცხოვრებისგან, დანამდვილებით არ იცოდა რა, მაგრამ ნამდვილად სურდა რაღაც.

სტატია ვილმას შესახებ

ამ დროისათვის ძალიან ბევრმა ადგილობრივმა ამერიკელმა დაიწყო პროტესტის გამოხატვა მთავრობის წინააღმდეგ, თუ როგორ ეპყრობოდნენ მათ.1969 წელს ადგილობრივი ამერიკელი სტუდენტები მოათავსეს ცარიელ ციხეში, ალკატრაზის კუნძუკზე, სან-ფრანცისკოში.მათ სურდათ, რომ მთავრობის კუთვნილი მიწები დაებრუნებინა და დახმარებოდა ადგილობრივებს, რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრება.

ანკილერის ძმები და დები წავიდნენ ალკატრაზში და დარჩნენ კუნძულზე.ვილმას წასვლა არ შეეძლო, რადგან პატარა ბავშვები ჰყავდა, ამიტომ ფულის შეგროვება და ამ ფულით პროტესტანტების დახმარება დაიწყო.სტუდენტები კუნძულზე 19 თვე დარჩნენ.ამ დროის მანძილზე მანკილერმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა თავისი ცხოვრება ამერიკელთა დახმარებისთვის მიეძღვნა.მან გააგრძელა კოლეჯში სწავლა და დააარსა ადგილობრივი ამერიკელების ახალგაზრდული ცენტრი და შექმნა ბევრი პროგრამა ახალგაზრდა ამერიკელებისთვის.

მანკილერის ქმარს არ მოსწონდა მისი ტრანსფორმაცია, მათ უთანხმოება ჰქონდათ ბევრი რამის გამო, 1974 წელს გაიყარნენ.მანკილერმა ოკლაჰომაში დაბრუნება გადაწყვიტა.იგი ჩავიდამანკილერთა ბინაშიდა ააშენა სახლი.მას სურდა რომ თავის ხალხთან ეცხოვრა და გაეგო თუ რა სჭირდებოდათ მათ.ასევე უნდოდა რომ საკუთარ ქალიშვილებს ცხოვრების განსხვავებბული სტილი გაეცნოთ და ბევრი გაეგოთ ჩეროკის მემკვიდრებოის შესახებ.

ილმა დადიოდა სოფელ-სოფელ და აყალიბებდა სხვადასხვა პროგრამებს, რომ დახმარებოდა ახალგაზრდებს კოლეჯში წასასვლელად.იმ დროისათვის მანკილერმა გააგრძელა სწავლა და მიიღო ბაკალავრის სერთიფიკატი.მას უყვარდა თავისი სამსახური და ძალიან ბედნიერი იყო ცხოვრებით.სამწუხაროდ, მისი ცხოვრება თითმის დამთავრდა 1979 წელს.მანკლირეს მანქანა დაეჯახა, მძღოლი მისი უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც ავტოკატასროფისას დაიღუპა.მანკილერი ემოციურად განადგურდა და ფიზიკურადაც დაშავდა.17 ოპერაცია გაუკეთდა და ერთი წლის მანძილზე სავარძლით გადადგილდებოდა.საბოლოოდ მან სიარული კვლავ დაიწყო.მაგრამ მალე განუვითარდა იშვიათი დაავადება, რომელიც ნერვებსა და კუნთებს უტევდა.ჩაუტარდა ოპერაცია და გახდა მედიკამენტებზე დამოკიდებული.მანკილერმა იბრძოლა თავისი სიცოცხლისთვის და საბოლოოდ საკმარისად გამოჯანმრთელდა რომ ემუშავა.

მან წამოიწყო პროექტი უკიდურესად ღარიბ რეგიონებში, სადაც არ ჰქონდათ, წყალმომარაგებაც კი.მან მთავრობისგან მიიღო თანხა, რომ დახმარებოდა იქაურ მოსახლეობას.აშენებდნენ ახალ შენობებს, სახლებს და გაიყვანეს 16 მილის სიგრძის წლის ხაზი.პროექტი ძალიან წარმატებული იყო, ამიტომ მანკილერმა დააარსა ჩეროკის განვითარების დეპარტამენტი და გახდა მისი პირველი დირექტორი. ვილმა მანკილერი

1983 წელს როს სვიმერი იბრძოდა გენერალური პრეზიდენტობისთვის ჩეროკში, მან ვილამას შესთავაზა მოადგილის თანამდებობა, რაც ვიცე-პრეზიდენტის ტოლფასი იყო.ბევრ ადამიანს არ სურდა ქალი ამ თანამდებობაზე, მაგრამ მათ არჩევნები მოიგეს.ვილმა გახდა ჩეროკის ტომის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.ორი წლის შემდეგ სვიმერი გახდა ინდიელთა უფლებების დაცის მდივნის ასისტენტი.მას ვაშინგტონში გამგზავრება მოუწია.ასე რომ, მანკილერი მოგვევლინა გენერალურ პრეზიდენტად ჩეროკის თემისა.იგი ახლა 140000-ზე მეტი ადამიანის ლიდერი იყო და აკონტროლებდა 75 მილიონი დოლარის ბიუჯეტს.იგი თავდაუზოგავად მუშაობდა და გასაოცარ საქმეებსაც აკეთებდა.

ვილმა მანკილერმა კიდევ ორ არჩევნებში გაიმარჯვა და თავის ხალხს 10 წელი ემსახურა.ამ დროის მანძილზე იგი მუშაობდა და ქმნიდა სამსახურებს, აუმჯობესებდა განათლებას, აშენებდა ბიზნესსა და ახალ კლინიკებს, ქმნიდა უკეთეს საცხოვრებელ პირობებს.მანკილერს ყოველთვის სწამდა, რომ ჩეროკელ ხალხს ერთად დგომა სჭირდებოდა პრობლემების გადასაჭრელად.

1995-ში ვილმა მანკილერმა გადაწყვიტა, რომ აღარ ეყარა კენჭი და კოლეჯში დაეწყო მუშაობა, ახალ ჰემფშირში.იგი ყველგან არის ინსპირაცია ქალებისთვის და ადგილობრივი ამერიკელებისთვის.მისი ბეჯითი მუშაობა და თავგანწირვა კიდევ მრავალი წელი მოუტანს სარგებელს ჩეროკელ ხალხს. ვილმას ცხოვრების მოტო

1
143
1-ს მოსწონს
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
143
  
2020, 19 აპრილი, 8:21
ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე. ასეთი ადამიანები მაოცებენ, აღმაფრთოვანებენ. სულით ძლიერი ადამიანები!
0 1 1