x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ხვალინდელი დღის გამოგონებები !
1. უნივერსალური ტანსაცმელი


ფორესტის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა გამოიგონეს ნაჭერი, რომელიც შესაძლოა დამტენ საშუალებათ გამოვიყენოთ. ნაჭერი ჩვენს სითბოს ელექტროენერგიად აქცევს და შემდეგ შეგიძლიათ დატენოტ ტელეფონი და სხვა მოწყობილობები. დევიდ კეროლის გამოგონებამ 10-15% დატენა ტელეფონი, რომელიც ელექტრონულ შარვალზე 8 საათის მანძილზე იყო შეერთებული.


2. თმის ავტომატური დასაბანი


15 წუთიანი პროცედურა იწყება იმით, რომ ადამიანი თავს ხრის მოწყობილობის წინ, რომელიც საპარიკმახეროს ნიჟარას წააგავს. თმაზე ავტომატი ასხავს წყალს და შემდეგ შაპმუნს. ხელების მაგივრად 23 სილიკონის თითი ემსახურება კლიენტს



3. ექიმი ავტომობილში


რამოდენიმე ავტომობილში უკვე დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ავარიის შემთხვევაში ავტომატურად ატყობინებს სასწრაფო დახმარების ჯგუფს თუ რა ტრამვებია. მიჩიგანის უნივერსიტეტში გააფართოვეს მანქანის ექიმის შესაძლებლობები, მოწყობილობას თითქმის ყველა ავარიული შედეგის ამოცნობა შეუძლია და წინასწარ განსაზღვრა, რომელი დაზარალებული რომელ საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას.


4. გამრუდების საწინააღმდეგო მოწყობილობა


კომპანია Philips-ის მონიტორი ErgoSensor რომელიც დამაგრებულია სკამზე, მას ავტომატურად შეუძლია ამოიცნობს, სკამზე მჯდომი როდის მოადუნებს ყურადღებას და წელში მოიხრება. შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ErgoSensor-ი გამოსცემს სიგნალს.


5. ნაბახუსევის გარეშე


ლონდონში უკვე ახლოს არიან ისეთი ალკოჰოლური სასმელის გამოგონებასთან, რომელიც მეორე დღეს ნაბახუსევს არ იწვევს. ჯგუფმა, რომელსაც დევი ნატომი ხელმძღვანელობს, მიიღეს 6 ნაერთისგან შემდგარი ელემენტი, რომელიც ბენზოდიაზეპამთან სტრუქტურულად ძალიან ახლოს დგას. ნატი აცხადებს, რომ ალკოჰოლის შემცვლელს არ გააჩნია სუნი და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ უალკოჰოლო სასმელში ჩამატება, როდესაც გამოფხიზლება მოგინდებათ მხოლოდ სპეციალური წამლის მიღება იქნება საჭირო.


6. მეეზოვე


უკვე აღარ არის საჭირო ბაღში სიარული და ნიადაგის შემოწმება, ამას თქვენს მაგივრად კომპანია Toro-ს ავტომატები გააკეთებენ. სენსორები, რომლებიც მაგრდება მიწაში აკონტროლებენ ნიადაგის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში რწყავენ ან მინერალებს და სასუქს უმატებენ.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0