x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
აუტიზმი - ზოგადი სურათი
რა არის აუტიზმი?

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა Lეო Kანნერ-მა ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა აუტიზმისათვის დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:

• სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა,

• კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა,


• ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა,

• საგნებით გატაცება,

• ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მას მთელი ცხოვრების მანძილზე. საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20%-ში მშობლები აღნიშნავენ ნორმალურ განვითარებას პირველი ორი წლის განმავლობაში.

გამოვლინების ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციის გაზიარების შეუძლებლობა, განმეორებადი, უჩვეულო, თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.

აუტიზმის მქონე ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ ინტენსიური და ხანგრძლივი თერაპიული ინტერვენციის, მშობლების ზრუნვისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.

აუტიზმის სინდრომისათვის დამახასიათებლი ნიშნები სხვა 170 მდგომარეობების დროსაც გვხვდება, ამდენად, დგება დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა და აუტიზმის მსგავსი მდგომარეობების კლასიფიკაციის პრობლემა. სინონიმებია: ბავშვთა აუტიზმი, კანერის სინდრომი, ადრეული ბავშვობის აუტიზმი.

რამდენად ხშირია აუტიზმი?

აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის; ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ყოველ 10000 ადამიანზე 5 შემთხვევა მოდის. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, შემთხვევათა პრევალენსი 2- დან 10 შემთხვევამდე მერყეობს 10000 მოსახლეზე. ამასთან, აუტიზმი 4-5-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

რით ხასიათდება აუტიზმი?

სინდრომის სახელწოდებიდან გამომდინარე, აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა. ასეთი ბავშვი არ აქცევს ყურადღებას 171 ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. აქვს შეზღუდული ინტერესები. არ შეუძლია წარმოსახვითი და როლური თამაში. შეიძლება შეგვხვდეს აუტიზმის გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი, მაგრამ ყველას, მეტ-ნაკლებად, 3 წლამდე უკვე უმჟღავნდება პრობლემები კომუნიკაციაში, სოციალურ ურთიერთობაში, მეტყველებაში, ემოციურ განვითარებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩვილობაში დაქვეითებულია ე.წ. ერთობლივი ყურადღება, რაც თვალით კონტაქტსა და სხვებთან გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

სიმპტომები:

• მეტყველების პრობლემები

  • აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავდებიან მეტყველების განვითარების დონით. მეტყველების პრობლემები, შეიძლება, ცვალებადობდეს სრული მუტიზმიდან მანერულ მეტყველებამდე. ყველა შემთხვევაში, ბავშვისათვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს. ისინი, ვინც შედარებით უკეთ მეტყველებენ, უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ, აქვთ ფორმალური და მონოტონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია. აუტიზმის მქონე ბავშვები, ხშირად, თავის თავს აღნიშნავენ მესამე და არა პირველ პირში. ასევე, ხშირია, საყვარელ შეზღუდულ თემებზე საუბარი, მანიპულირება ბგერებით, სიტყვებით, სტერეოტიპული ფრაზებით.
    მეტყველების განვითარების დარღვევის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით გამოყოფენ აუტიზმის მქონე ბავშვების სამ ჯგუფს: 1. ამ ჯგუფის ბავშვებისათვის მიუწვდომელია მეტყველების კომუნიკაციური ფუნქცია. მათ შეუძლიათ ცალკეული ბგერების, ან სიტყვების გამოთქმა, რაც ემსახურება არა კომუნიკაციას, არამედ ასახავს ბავშვის აფექტურ მდგომარეობას ან სიტუაციაზე მის ემოციური რეაგირებას. 2. ამ ჯგუფის ბავშვებს პირველი სიტყვების წარმოთქმა შეუძლიათ ნორმალური განვითარებისათვის დამახასიათებელ ჩვეულ პერიოდში. ფრაზული მეტყველება _ ელემენტარული ფრაზების წარმოთქმა _ 3-4 წლის ასაკისათვის ყალიბდება, მაგრამ შემდგომში აღარ ვითარდება. ბავშვების ლექსიკონი ღარიბია, ფრაზები _ სტერეოტიპული; 3. ამ ჯგუფის ბავშვებს სიტყვის დიდი მარაგი და კარგად განვითარებული ფრაზული მეტყველება აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ უჭირთ კომუნიკაციის დროს მეტყველების გამოყენება. ბავშვების მეტყველება სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს, მოსაუბრეს რჩება ხელოვნურობის, მექანიკურობის შთაბეჭდილება.
    • კომუნიკაციის დარღვევა
    აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე, ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს. ისინი გაურბიან პირდაპირ მზერას, ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას. მათ უჭირთ ხმის სიმაღლის, ტემბრის, ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა; არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ვერ იგებენ სხვისი ემოციის გამოხატულებას, სახის ექსპრესიას და ჟესტებს, ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა უცნაური გულგრილობა ახლობლების მიმართ. აუტიზმის მქონე ბავშვებს ჩვილობის ასაკშივე აღენიშნებათ მიჯაჭვულობის დარღვევა და ემოციის გაზიარების პრობლემები; თითქოს, არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების გავლენა სხვა ადამიანებზე. ამის შედეგია თანატოლებთან თამაშისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარების უუნარობა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშია შესამჩნევი ერთობლივი ყურადღების დაქვეითება, რაც რაიმეზე ყურა-დღების ერთობლივ გამახვილებასა და გამოცდილების რეციპროკულ გაზიარებას გულისხმობს.
    • გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება
  • აუტიზმის მქონე ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს, საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტელექტი მხოლოდ მათ 20%-ს აქვს. ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების (მათი მნიშვნელობის მიუხედავად), მხედველობითი გარჩევის, მხედველობით-სივრცითი ანალიზის გაძლიერებული უნარები. მოუმწიფებელი და აქსელერირებული უნარების ასეთი კომბინაცია წარმოადგენს აუტიზმის განსაკუთრებულ, პარადოქსულ თვისებას.
  • ატიპური ქცევა
  • ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია განმეორებადი და სტერეოტიპული ქცევები. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები რუტინულად იქცევიან, მაგ: საკვების შერჩევითობა, ყოველდღიურ საქმიანობებში რიტუალები ან აკვიატებები. ისინი ეჯაჭვებიან უჩვეულო საგნებს, მაგ: ზონარი დანაკლებად ინტერესდებიან რბილი სათამაშოებით, ისინი კონცენტრირდებიან სათამაშორს რომელიმე ნაწილზე და გაუთავებლად აწვალებენ ამ ნაწილს, ვერ თამაშობენ გამოგონილ თამაშებს და შეუძლიათ მხოლოდ მითითებით, მექანიკურად გაიმეორონ მოძრაობები. გარდა ამისა გვხვდება თვითდამაზიანებელი ქცევები, მაგ: კბენა, თავის რტყმა. ხასიათდებიან გაზრდილი მგრძნობელობით გარკვეული ხმებისადმი, ყვირილის დროს კი ყურებზე ხელის აფარებით. ისინი მეტისმეტად მძაფრად რეაგირებენ შეხებასა და სუნებზე.
  • გამომწვევი მიზეზები
  • მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს: 1) ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა. 2) გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა. 3) გარემოს მავნე ზემოქმედება.
  • აუტიზმის მქონე ადამიანების კვლევების საფუძველზე ანომალიები და მეტაბოლური დარღვევები გამოვლენილია თავის ტვინის სტრუქტურებში
  • უკანასკნელი პერიოდის გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ არსებობს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახებში, სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ჰყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია.
  • მართალია, აუტიზმი ძირითადად გენეტიკური ეტიოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული, გარემოს ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აუტიზმის ფენოტიპის ჩამოყალიბებაში. მაგ. კონგენიტალურ წითურასა და აუტიზმის აღმოცენებას შორის კავშირი პირველად 70-იან წლებში შეამჩნიეს; ასევე კავშირი ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს თალიდომიდის მიღებასა და აუტიზმის აღმოცენებას შორის.
  • აუტიზმის გამომწვევი შესაძლო მავნე გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტყვიის, მერკურის, კადმიუმის, ალუმინის, ვერცხლისწყლისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.
  • მკურნალობა
  • დაავადება მედიკამენტოზურად არ იკურნება. არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მეთოდი. მედიკამენტოზურ მკურნალობას სიმპტომატური ხასიათი აქვს და ინიშნება თვითდამაზიანებელი ქცევის, შფოთვის და შიშების, ეპილეფსიური შეტევებისა და ყურადღების დარღვევის სიმპტომების შესამცირებლად.მისი დიაგნოსტირება ხდება სამი წლის ასაკიდან, სწორედ ამიტომ აუცილებელია ბავშვის განვითარების დეტალური მონიტორინგი.არა მხოლოდ მოტორიკისა და შემეცნებითი უნარების, არამედ ემოციური და სოციალური სფეროსიც; იდეალურ შემთხვევაში ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც გაერთიანებულნი არიან პედიატრი ან ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვის შეფასება ხდება მშობლებისა და მასწავლებელების ინტერვიურების, ბავშვის ქცევაზე დაკვირვებისა და ფსიქომეტრული ტესტების მონაცემების საფუძველზე. ადრეული ინტერვენციის პროგრამები მიმართულია აუტიზმის ძირითადი ნიშნების შემსუბუქებაზე, პირველ რიგში კომუნიკაციის, მეტყველების და სოციალური ინტერაქციის უნარებზე. აუტიზმის დასახმარებლად გავრცელებული პროგრამები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: • ფსიქოგანათლება, რომლის მეშვეობითაც მშობლები ინფორმაციას ღებულობენ შვილის დიაგნოზის, მისი პროგნოზის, მისაწვდომი და საჭირო დახმარების შესახებ; • ბავშვის შესაფერის სასწავლო გარემოში მოსათავსებლად რჩევების მიცემა და მხარდაჭერა; • ოჯახზე ფოკუსირებული ხანგრძლივი თერაპიული მიდგომა; • სასწავლო აქტივობის ცენტრალური მეთოდი _ სტრუქტურირებული სწავლება; • ქცევითი მოდიფიკაცია _ სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და მძიმე ქცევითი დარღვევების შესამცირებლად; • თვითმომსახურებისა და აკადემიური ჩვევების ტრენინგი; • კომუნიკაციური უნარების ტრენინგი; • მძიმე, თვითდამაზიანებელი ქცევის რეგულირება.
0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ვიკა ალაფიშვილი
ვიკა ალაფიშვილი
20