x
image
არჩილ ვერულიძე
Mediator image
სასიკვდილო და მშვენიერი იარაღი ნინძას არსენალიდან
image

მე - XV საუკუნის ფეოდალურ იაპონიაში ნინძები ფარული ჯაშუშები და მკვლელები იყვნენ. ბუნებრივია მათ სპეციალური იარაღი სჭირდებოდათ თავდასაცავად (და ზოგჯერ შეტევისთვისაც) წარმოგიდგენთ მათ არსენალს.


კატანა.


image

კატანა ნებისმიერი ნინძას არსენალის ხერხემალს წარმოადგენდა. ამ განსაკუთრებულ ხმალს სხვადასხვა სიმტკიცის რამდენიმე ტიპის ფოლადისაგან ამზადებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად იკვრებოდა, ყველა უსწორმასწორო დეტალის მოცილებასთან ერთად.


ფუკია



image

ფუკიები - მილები შხამიანი ისრებით. ტიპიური ფუკიას სიგრძე მხოლოდ 50 სმ იყო, ამიტომ სროლა საკმაოდ ახლო მანძილიდან ხორციელდებოდა, მსხვერპლისთვის დამიზნება კი დიდ სიზუსტესა ოსატობას მოითხოვდა. თანამედროვე იაპონიაში ფუკიას სროლა მშვილდოსნობის მსგავსი სპორტის სახეობაა.


კუსარი-ფუნდო


image

ჯაჭვის (კუსარი) და სიმძიმის (ფუნდო) კომბინაცია ნინძას თავდაცვაში ეხმარებოდა, იმ შემთხვევებში, როდესაც კატანას გამოყენება შეუძლებელი ხდებოდა. ნინძა სწრაფად ატრიალებდა კუსარი-ფუნდოს, ან წინ ისვროდა მძიმე დაბოლოებას, ამ დროს იარაღის ჯაჭვი ხელით ეჭირა.


კუსარიგამა


image

კუსარიგამამ საუკეთესო ნაწილები შეითვისა კუსარი-ფუნდოსგან, მაგრამ მისგან განსხვავებით ამ იარაღის ერთ დაბოლოებას ბასრი "ცელი" წარმოადგენდა. ბრძოლის დროს ნინძა ჯაჭვით ბლოკავდა მოწინააღმდეგის შეტევებს, შემდეგ კი კონტრშეტევას ახორციელებდა ცელის და სიმძიმის გამოყენებით.


ტეკო-კაგი


image

ტეკო-კაგი - ძალზე მრავალმხრივი იარაღი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო, როგორც თავდასხმისთვის, ასევე თავდაცვისთვის. შესაძლებელი გახლდათ ხელებზე ლითონის ბრჭყალების ჩამოცმით ბრძოლა. დახელოვნებულ ნინძას შეეძლო ტეკო-კაგის გამოყენება მოწინააღმდეგის კატანას დაჭერასა და განიარაღებაზე.


შურიკენი


image

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნინძას იარაღთანაგ. ამ სატყორცნ ვარსკვლავებს სხვადასხვა ფორმა აქვთ, მაგრამ ისინი ყველა ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. დასახელება «შურიკენი» ითარგმნება როგორც « ხელში დამალული დანა».


კუნაი


image

მრავალი უძველესი იარაღის ტიპი - ეს არის ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო იარაღები და კუნაი გამონაკლისი არ გახლავთ. თავდაპირველად იყენებდნენ როგორც აქანდაზს, ნინძები კი მისი მეშვეობით კედლებში ხვრელებს აკეთებდნენ. სახელურის რგოლზე შეიძლებოდა თოკის მიბმა, კუნაის უკან დასაბრუნებლად - ეს ხელს უწყობდა კედლებზე ასვლასაც.


მაკიბიში


image

მაკიბიში - წარმოადგენს ქვეითსაწინააღმდეგო იარაღს, რომელიც უმეტესად, ოთხი ბასრი თავის მქონე ლურსმნის ან რაიმე მეტალისგან შედგება. იდეალურია ცხენების ან ქვეით ჯარის შესაჩერებლად. მაკიბიში იოლად ატარებდა მსუბუქ სანდალებში, რომელთაც ფეოდალუ იაპონიაში ატარებდნენ.


მეცუბუში


image


ეს არის დამაბრმავებელი პუდრი, რომელიც ინახება სპეციალურ ჭურჭელში, როგორიცაა კაკალი ან კვერცხი. (ფოტოსურათზე, ზემოთ, მოცემულია ნიმუშები). მეცუბუშის დამზადება შეიძლება ნებისმიერი გამაღიზიანებლისგან, როგორიცაა ნაცარი, დაფქვილი წიწაკა, მტვერი ან თუნდაც წვრილად დაფქვილი მინა.


კაკუტე



image

ბეჭდები, რომლებსაც ჩვეულებრივ შუა თითზე ატარებდნენ, მათ წაწვეტებული თავები ჰქონდათ, ნინძას დარტყმის მიყენება მტრისგან მალულად შეეძლო. ზოგჯერ წვეტიან თავებს შხამს უსვამდნენ. თავდასხმის დროს ნინძა მსხვერპლის სიახლოვეს იმყოფებოდა.


0
305
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0