x
image
არჩილ ვერულიძე
ტეპუი - ადგილი, სადაც ფეხი არავის დაუდგამს
image

ვენესუელას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია ჩვენს პლანეტაზე. სავანებით და ჯუნგლებით გარშემორტყმული, იზოლირებული ტერიტორია უნიკალური ფაუნით და ფლორით საიმედოდ იმალება ადამიანთა თვალთაგან. ეს ტერიტორია ცნობილია "ტეპუის" სახელით, რომელიც მიიღო ინდიელების ამავე სახელწოდების ტომისგან, რომლებიც ოდესღაც ამ ადგილებში ცხოვრობდნენ.

image

ტეპუი - მთები, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკის გვიანაში, ძირითადად ვენესუელაში.



სიტყვა "ტეპუი" გრან საბანას რეგიონში მობინადრე პემონელი ინდიელების ენაზე ნიშნავს "ღმერთების სახლს". ტეპუი უმეტესწილად ერთმანეთისგან იზოლირებულნი დგანან და ჯუნგლებს გადმოჰყურებენ ძნელად მისადგომი კლდეებით, რაც მათ ენდემური მცენარეებისა და ცხოველების უნიკალური ნაკრებების მატარებლად აქცევს.


მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს მთები, მყარი ქვიშაქვისგან, ციცაბო, თითქმის მტკნარი ფერდობებით და ბრტყელი, ნაკვეთი მწვერვალებით, ყველაზე ძველია მსოფლიოში.ისინი წარმოიქმნა უზარმაზარი პლატოს განადგურების შედეგად, რომელიც პრეისტორიულ დროში გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან მდინარე ორინოკოს, ამაზონისა და რიო ნეგროს აუზების საზღვრებამდე. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, როდესაც აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა, ეს პლატო გიგანტური ტბის ადგილზე გაჩნდა.

imageimageimageimageimageimageimage







4
248
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
248
  
2021, 9 იანვარი, 15:46
საბედნიეროდ.
2021, 9 იანვარი, 15:39
ისევე როგორც ამაზონის ჯუბგლების დიდ ნაწილში.
2021, 9 იანვარი, 15:36
ადამიანმა ვერ მიაღწია იქამდე, თორე აღარ იქნებოდა საოცარი...
2021, 9 იანვარი, 15:29
რა საოცარი ადგილია...
0 1 4