x
image
არჩილ ვერულიძე
ჰიტლერის ლონდონელი ორეულის ცხოვრებისეული სირთულეები
image

იყო ცნობილი ადამიანის ორეული - სასიამოვნოა და მომგებიანიც. მაგრამ როდესაც წყლის ორი ცწვეთივით ჰგავხართ ფიურერს, რომელიც სძულს პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობას, ხშირად გაუგებრობასთან გამკლავება გიწევთ.


რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც ყველა დროის მთავარი ნაცისტის გარეგნობა აქვს და რის გაკეთებას სთავაზობენ მას ფულის სანაცვლოდ, გაიგეთ ამ სტატიის მეშვეობით.


ნილ ჰოლმსი უკვე 15 წელია მუშაობს ადოლფ ჰიტლერად და საათში 500 ფუნტს გამოიმუშავებს. იგი პროფესიით მედძმაა, მაგრამ გარდა ძირითადი სამუშაოსა, ის ასევე მუშაობს ნახევარ განაკვეთზე სხვადასხვა ღონისძიებებზე და ასევე შოულობს ფულს გასართობ შოუებში მონაწილეობით. ყველაზე ხშირად, ჰიტლერის ორეული ჩნდება კომედიურ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, მაგრამ ზოგჯერ ძალიან უცნაური წინადადებებით მიმართავენ.



image

55 წლის ნილმა სკოლის წლებიდან იცოდა მისი მსგავსების შესახებ მესამე რაიხის ხელმძღვანელთან. ერთ დღეს მან გადაიღო ფოტოსურათი ფორმაში და სააგენტოს გაუგზავნა მსახიობ-დუბლების შესარჩევად. სამი კვირის შემდეგ იგი სამსახურში აიყვანეს.

image

მუშაობის წლების განმავლობაში ჰიტლერის ორეულს ს ჰქონდა მრავალი შეკვეთა, მაგრამ ერთ დღეს მიიღო შემოთავაზება, რომელის უარყოფაც მოუხდა. მამაკაცმა ნილს სთხოვა, მამის ქორწილში ეთამაშა ჰიტლერი.


ახალგაზრდა კაცმა მოიფიქრა სცენარი, რომელშიც ჰიტლერი და ჩერჩილი კამათობდნენ მთელი ზეიმის განმავლობაში. ნაცისტის ორეულს ეს იდეა არ მოეწონა.

image

ზოგჯერ პაროდისტი მსახიობი მონაწილეობს გასართობ წვეულებებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცის იმ ადამიანების მოტივები და განზრახვები, ვინც მოსვლას სთხოვს. ნილის თქმით, ის არასდროს მონაწილეობს იმ ხალხის შეხვედრებში, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშიზმისა და ნაციზმის იდეებს და აგრძელებენ ჰიტლერის საქმიანობას.

image

მისი ოცნებაა ისტორიულ სერიალში თამაში. იმისათვის, რომ ფიურერს მაქსიმალურად დაემსგავსოს, მსახიობი დიდი რაოდენობით თმის გელს იყენებს. ის ყიდულობს ულვაშებს კარნავალის ატრიბუტიკის მაღაზიებში. მაგრამ უდიდესი ძალისხმევაა საჭირო სახის შესაბამისი გამომეტყველების შესაქმნელად.


« ყველაფერია მზერაში. ის ხალხს არ უყურებდა - ის მათ მიღმა იყურებოდა», - ამბობს ნილი.

image

ხშირია კურიოზული შემთხვევები. ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, შესვენებისას, მსახიობი სასადილოდ წავიდა მაკიაჟითა და კოსტუმით: ბევრმა სტუმარმა ორმაგი შეკვეთა აიღო, რათა უფრო დიდხანს ეცქირათ საინტერესო პერსონაჟისთვის.


სხვა შემთხვევაში, ნილს მოუხდა ექსტრემისტების ჯგუფთან გამკლავება, რადგან ის ჰიტლერის კოსტიუმში გამოწყობილი ერთი სტუდიიდან მეორეში მიემართებდა.

image

ბუნება ხუმრობს, აჯილდოებს ხალხს ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის გარეგნობით. ზოგჯერ ეს იუმორი შავი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ჰგავხართ თუ არა ჰიტლერს გარეგნულად, მთავარია ის შინაგანად არ გახდეთ.




0
110
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0