x
გენდერი სპექტრია!

ადამიანები

განმარტებითი ლექსიკონი:

აგენდერი-ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია გენდერული იდენტობა.

ანდროგინი-ადამიანი, რომელიც გამოხატავს ან ერთდროულად მამაკაცისა და ქალის გენდერულ იდენტობას, ან არატრადიციული გენდერული თვითგამოხატვის ფორმები აქვს.


ცისგენდერი-ადამიანი, რომლის იდენტობაც ბიოლოგიურ სქესთან თანხვედრაშია.

ინარული-გენდერი ნიშნავს, რომ ადამიანი დაბადებიდანვე ქალია ან კაცი.ბინალური გენდერი შემზღუდველია მათთვის, ვინც ზემოხსენებულ კატეგორიებში ვერ ჯდება,

გენდერულად შესაბამისი-ადამიანი, რომლის გენდერიც კულტურულ ნორმებს შეესაბამება.ამ ნორმების მიხედვით, ბიჭი მამაკაცური უნდა იყოს, გოგო-ქალური.

გენდერული დისფორია-ტრანსგენდერებზე დასმული სამედიცინო დიაგნოზი(ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია).აღნიშნული ეწინააღმდეგება ტრანსგენდერი საზოგადოების შეხედულებებს, რადგან ამ განსაზღვრებით, ეს არის მენტალური დაავადება.

გენდერფლუიდი-ადამიანი, რომელსაც ორი ან მეტი გენდერული თვითგამოხატვა აქვს.

გენდერული იდენტობა-შინაგანი, ინტერნალური მოცემულობა, ადამიანის თვითაღქმა.

გენდერის მარკერი-სქესის აღნიშნვა ოფიციალურ საბუთზე.ტრანსგენდერის პირადობის დამადასტურებელ საბუთზე ის სქესი იქნება მოცემული, რაც დაბადებისას მიენიჭა, სანამ თავად არ შეიცვლის კანონის საფუძველზე, მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ეს ლეგალურია.

გენდერული შეუსაბამობა-ადამიანის გენდერული თვითგამოხატვის შეუსაბამობა კულტურულ ნორმებთნ.გენდერთან შეუსაბამობას ხშირად ურევენ სექსუალურ ორიენტაციაში.

გენდერქვიარი-ადამიანი, რომელსაც არც ქალური გენდერული იდენტობა აქვს და არც მამაკაცური, სადღაც შიაშია ან ორის კომბინაციას წარმოადგენს.

ინტერსექსი-ადამიანი, რომლის გენეტიკური, გენიტალიური, რეპროდუქციული ან ჰორმონალური კონფიგურაცია არ თავსდება ტიპურ ბინალურ სისტემაში.

ქვიარი-ადამიანები, რომლებიც არც ჰეტეროსექსუალები არიან და აეც ცისგენდერები.უწინ ეს სიტყვა შეურაცხმყოფელი იყო.

ლგბტ-აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად:ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი.”ლგბტარ არის არაჰეტეროსექსუალის სინონიმი, რადგან ჰეტეროსექსუალობის განსაზღვრება, არასწორად მიაწერს ტრანსგენდერს სექსუალურ ორიენტაციას.

არაბინალური გენდერი:ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინალურ სისტემაში.ტერმინი მოიცავს აგენდერებს, ბიგენდერებს, გენდერქვიარებს, გენდერფლუიდებს და პანგენდერებს.

ექსუალური ორიენტაცია-ადამიანის მიზიდულობის გრძნობა სხვა ადამიანის მიმართ.შეიძლება ადამიანი საპირისპირო, საკუთარი ან ორივე სქესის მიმართ განიცდიდეს მიზიდულობას.ზოგ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია სქესობრივი ლტოლვა და მათ ასექსუალები ჰქვიათ.

ტრანსგენდერი-ტრანსი, ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.ტრანსგენდერ ადამიანს ისეთივე ქცევა ახასიათებს, როგორიც საწინააღმდეგო სქესის ადამიანს.

ტრანსსექსუალი-იმ ტრანსგენდერი აღმნიშვნელი ძველი ტერმინი, რომელიც გადის ჰორმონალურ ან სამედიცინო მკურნალობის კურსს, რათა უფრო ახლოს იყოს თავის გენდერულ იდენტობასთან და არა დაბადებისას მინიჭებულ სქესთან.

ქესობრივი მომწიფების დაბლოკვა-სამედიცინო პროცესი, რომელიც მოზარდებში ჰორმონალურ ცვლილებებს აყოვნებს.შედეგად, მიზანმიმართულად გვიანდება მეორეადი სქესობრივი მახასიათებლების ჩამოყალიბება.ეს მეტ დროს იძლევა გადაწყვეტილების მისაღებად და ტრანსგენდერ მოზარდებს სქესობრრივი მომწიფებისას შესაძლოს დისფორიის თავიდან აცილებაში ეხმარება.

ადამიანის სქესობრივი დიფერენცირების ეტაპები

ადამიანის სქესობრივი დიფერენცირება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.ეს ეტაპებია:გენეტიკური სქესის განსაზღვრა, სასქესო ჯირკვლების ჩამოყალიბება, შინაგანი დაგარეგანი ნიშნების დიფერენცირება, თავის ტვინის დიფერენცირება.

1990 წელს მეცნიერებმა Y ქრომოსომაში აღმოაჩინეს უბანი, რომელიც აუცილებელია მამრობითი სქესის ინდივიდის ჩამოყალიბებისთვის და მას SRY უწოდეს, რაც Y ქრომოსომის სქესის განსაზღვრის უბანს ნიშნავს (Sex Determining Region of Y Chromosome).ამ უბანში მოთავსებული SRY გენი პასუხისმგებელია სათესლეების გავითრებაზე.მაგრამ მამრობით-სპეციფიკური გენები მხოლოდ Y ქრომოსომაში არ არის მოთავსებული.სქესის განსაზღვრაში მრავალიი გენია ჩართული.მათ შორისაა ე.წ. პრო-მამრობითი, ანტი-მამრობითი, პრო-მდედრობითი და ანტი-მდედრობითი გენები, რომლებიც მოთავსებული არიან როგორც X და Y სასქესო ქრომოსომებში, ასევე აუტოსომებშიც.ჯანმრთელ ორგანიზმში არსებობს ნატიფი ბალანსი პრო და ანტი-მამრობით გენებს შორის.

ენეტიკური, ანუ ქრომოსომული სქესი დამოკიდებულია Y ქრომოსომას არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ჩანასახოვანი სასქესო ჯირკვლის დიფერენცირებას.ადამიანში ეს ჯირკვალი ბისექსუალურია- მასში ერთდროულად არსებობს ე.წ. მიულერისა და ვოლფის მილები, რომლებიც მდედრებისა და მამრების(შესაბამისად) სასქესო სისტემების ჩანასახებია.SRY უბანი აქტიურდება ჩანასახის განვითრების 10-12 დღეს და უზრუნველყოფს ჩანასახოვანი სასქესო ჯირკვლის სათესლედ დიფერენცირებას და მიულერის მილის განვითარების დათრგუნვას.გარდა ამისა, SRY გენი ურთიერთქმედებს ე.წ. Z გენთან, რომლის ფუნქცია მამრობითი გენების ინჰიბირებაა.

ორმალური 46 XY გენოტიპის შემთხვევაში SRY გენი გამოიმუშავებს ცილას, რომელიც თრგუნავს Z გენს და ამით მამრობით გენებს ააქტივებს.ნორმალური ქალის გენოტიპის შემთხვევაში 46 XX, როდესაც SRY გენი არ არსებობს, აქტიურდება Z გენი, რომელიც თრგუნავს მამრობით გენებს და ქმნის პირობებს მდედრობითი ინდივიდების ჩამოყალიბებისთვის.

ასქესო ჯირკვლების დიფერენცირების შემდეგ დგება მესამე ეტაპი, რაც მამაკაცებსა და ქალებში შინაგანი და გარეგანი ნიშნების დიფერენცირებას გულისხმობს.

სქესი რამდენიმე ელემენტის ერთიანობააქრომოსომების, ანატომიის, ჰორმონების, ფსიქოლოგიისა და კულტურის.ზოგჯერ კი ერთი სქესისთვის დამახასიათებელი გენიტალიებით დაბადებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ტრანსგენდერები არიან, ანუ საკუთარი სქესის შინაგანი აღქმა აქვთ ისეთი, რომელიც შეესაბაება საპირისპირო სქესს-ან ხანდახან, არც მთლად ერთს, არც მეორეს;ან საერთოდ არც ერთ გენდერულ იარლიყს არ ემთხვევა.

იმ დროს როცა ტრანსგენდერობის საკითხები ყოველდღიური ამბების ნაწილი ხდება, მეცნიერებიც ახალ ნაბიჯებს დგამენ და სხვადასხვა რაკურსიდან ცდილობენ ამ ფენომენის არსის კვლევას.

იოლოგიის კუთხით, ზოგი მეცნიერი თვლის, რომ შესაძლოა, სათავე იყოს ნაყოფის განვითარების სტადიებს შორის აცდენა.”გენიტალიების სქესობრივი დიფერენციაცია ხდება ორ თვეში, ტვინის სქესობრივი სქესობრივი დიფერენციაცია კი ორსულობის მეორე ნახევარში იწყება”.ამრიგად, გენიტალიებსა და ტვინზე განსხვავებულიჰორმონების, საკვები ნივთიერებებუსა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგარემო ზემოქმედებს.

Ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს როგორც ასეთი, ”კაცისადაქალისტვინი.თუმცა, ტვინის მახასიათებლებს შორის, მაგალითდ რუხი ნივთიერების კონცენტრაცია ან ჰიპოთლამუსის ზომა მაინც განსხვავებულია.როგორც ჩანს, ტრანსგენდერი ადამიანების ტვინი მეტად შეესაბამება იმ სქესს, რომელსაც თავად მიაკუთვნებენ საკუთრ თავს და არა იმას, რომელიც დაბადებისას მიეწერათ.მაგალითად, ერთი კვლევით, ტრანსგენდერ ქალებს, სხვა ქალების მსგავსად, მარეგულირებელ ჰორმონ დომატოსტატინთან დაკავშირებული უფრო ნაკლები უჯრედი აქვთ, ვიდრე კაცებს.სხვა კვლევის შედეგად კი, რომელიც ესპანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ტრანსგენდერი კაცების ტვინის სკანირებით, აღმოაჩინეს, რომ მათი თეთრი ნივთიერება არ იყო არც ტიოურად მამაკაცური და არც ტიპურად ქალური, არამედ იყო რაღაც შულედური.

2012 წელს უფლებადამცველთა ჯგუფმა გამოკითხა 10000 ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოზარდი 13-დან 17 წლამდე და დაადგინა, რომ 6 პროცენტი საკუთარ თავს უწოდებსგენდერფლუიდს”.”ანდროგენიურსან რაიმე სხვა ტერმინს, რომელიც ბინალურ ჩარჩოში არ თავსდება.

ულ უფრო მეტი ახალგაზრდა ღიად აცხადებს თავს არაბინალურად, ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ არაბინარულობიდ ახალგამოჩენილი ვარიანტი საშუალებას იძლევასახელი დაერქვას იმას, რასაც დიდი ხანია გრძნობდნენ”.

აღსანიშნავია რომ გენდერი არ არის მხოლოდ ადამიანის დამხასიათებელი, ის ასევე თან სდევს ცხოველებს.ცხოველთა სამყაროშიც ისევე შეიძლება არსებობდეს ჰომოსექსუალი ზვიგენი, ასექსული ლომი და ბისექსუალი ნიანგი, როგორც ეს ადამიანებში ხდება.გამომწვევი მიზეზები კი ერთი და იგივეა.

გთავაზობთ დემოკრატიის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თვალსაზრისით მოწინავე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობის განხილვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

  • თუკი ცისგენდერი გამოიმუშავებს ერთ დოლარს, მაშინ LGBTQ თემის წევრის ანაზღაურება 68 ცენტს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ გაწეული შრომა ერთი და იგივეა.
  • მერიკაში დასაქმებულთა მხოლოდ 4% აღიარებს ღიად რომ ის გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალია.
  • 500-ზე მეტი კომპანია კრძალავს LGBTQ საზოგადოების წევრების დასაქმებას, მიზეზად კი ასახელებენ სურვილს იმისს რომ მათმა კომპანიამ აჩვენოს მაღალი მორალური პასუხისმგებლობა.
  • რანსგენდერთა 64%-ის წლიური შემოსავალი მხოლოდ 25000 დოლარია, რაც ამერიკის სოციალური ფონის გათვალისწინებით ძალიან ცოტაა.
  • 31 შტატში ჯერ კიდევ ლეგალურია გენდერული დისკრიმინაციის ნიადაგზე დასაქმებულთათვის ხელშეკრულების შეწყვეტა.
  • 25 სამოქალაქო დავიდან 1 LGBTQ თემის წევრთა დისკრიმინაციას შეეხება.
და ეს ყველაფრი არაა, ჯერ კიდევ იხოცებიან ადამიანები, კიდევ იმალებიან კვლავ პრობლემაა მათი სოციალიზაცია.

ამწუხაროდ, ტრანსგენდერ ქალთა უმეტესობა საქართველოში და სხვა მრავალ სახელმწიფოში დაკავებულია პროსტიტუციით, რადგან ეს ერთადერთია საიდანაც არ გააგდებენ, არ შეუწყვეტენ ხელშეკრულებას, აეც მოახდნენ მათ დისკრიმინაციას.აქ კიდევ მეორე პრობლემა იკვეთება, რომ პროსტიტუცია კვლავ არალეგალურია და აწ უკვე ორმაგად არ იცავს მათ კანონი, პირველ მიზეზი მათი იდენტობაა, მეორე კი სამუშაო ადგილი.

გენდერზე საუბრუსას არ უნდა დაგვავიწყდეს უამრავ ქვეყანაში არსებული სასტიკი რიტუალები ტრადიციად მონათლული, რომელიც უზღუდავს ადამიანს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე დაფიქრებას, კლავს მათში გრძნობებითა და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას.”წინადაცვეთისადადავაჯკაცებისრიტუალები, სულ მცირე დანაშაულია, ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილს რომ თავი დავანებოთ.

აპუა-ახალ გვვინეაში სამბაიას ტომის ბიჭუნებმა უნდა გაიარონ რიტუალი, რომელიც მოიცავს ცხვირიდან სიისხლდენასა და ორალურ სექსს უფროს მამაკაცებთან.

უამრავ საზოგადოებაში ქორწინება ჯერ ისევ რელიგიური რიტუალით განისაზღვრება, რომელიც მამაკაცად ქცევაზე უთითებს.

ყნარი ოკეანის ტრობიანის კუნძულებზე სქესობრივად მომწიფებული ბიჭუნა ოჯახიდან მიდის, რათა აღიზარდოს ბიძასთან, დედის მხრიდან.

ინდოეთში ჰინდუს დაბალი კასტის მამაკაცები ცდილობენ მიიღონ სტატუსი იმგვარი რიტუალებით, როგორებიცაა ნაკვერჩხალზე გავლა ან ხარებთან შებმა.

ლიბერიის კპელეს ტომის ბიჭუნებს ოთხი წლით განმარტოებით ამყოფებენ საიუდუმლო განდობისა და წინადაცვეთისთვის.

ერორისტული დაჯგუფებები, როგორიცაა ISIS, მოითხოვენ, რომ განდობილებმა ჩაიდინონ უკიდურესი ძალადობის აქტები.

აც შეეხება ქალებს, მათი გაცილებით მძიმე ბედი ხვდად წილად.UNICEF-ის თანახმად 30 ქვეყანნაშია გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკა და ეს პროცედურა 200 მილიონამდე გოგონამ და ქალმა გაიარა.

ანონი მრავალმხრივ ახდენს ადამიანთა გენდერულ დისკრიმინაციას, ამის ერთ-ერთი გამოვლინება კი დეკრეტული შვებულებაა.

ალების ანაზღაურებადი შვებულება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.ამგვარი პოლიტიკით სარგებლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების წევრი 34 ქვეყანა.(აშშ-ს გარდა ყველა).ამ ქვეყანათა დაახლოებით 2/3 ნაწილში, მამებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მსგავსი შვებულებით, თუმცა ხანგრძლივობა შემცირებულია.პირველად, ამის საშუალება მამაკაცებს 1974 წელს, შვედეთში მიეცათ.

ვედეთის პროგრამა მშობლებს საშუალებას აძლევს 480-დღიანი სუბსიდირებული შვებულება გადაინაწილონ.თუ წყვილი თანაბრად გადაინაწილებს ამ დღეებს, მათ ბონუსები ეძლევათ.მაგრამ ამ წამახალისებელი მიდგომის მიუხედავად, მამების მხოლოდ 14% ინაწილებს თანაბრად შვებულების დღეებს.

Რა ხდება საქართველოში?

საქართველოს შრომის კოდექსშიცვლილებები 2013 წლის 27 სექტემბერს შევიდა, თუმცა, სავარაუდოდ, არცთუ ისე ფართო კამპანიის წყალობით, დღემდე ბევრმა არ იცის, რომ შეუძლია გამოიყენოს თავისი წილი დეკრეტული შვებულება და წვლილი შეიტანოს ახალშობილის აღზრდა-მზრუნველობაში. კანონის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ახლა უკვე მამაკაცებსაც ბიუჯეტიდან უნაზღაურდებათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა 1000 ლარს არ აღემატება.

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან სამ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მამაკაცთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ზოგადად კი, ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, რადგანაც სტატისტიკა არც არსებობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ მონაცემებში არ კონკრეტდება, დეკრეტული შვებულებით რომელი სქესის წარმომადგენელმა ისარგებლა. თუმცა კონკრეტული მონაცემების არქონის შემთხვევაშიც ნათელია, რომ საქართველოში დეკრეტში თითქმის ყოველთვის ქალი გადის.


ზოგადად, შრომის კოდექსის გაუთვალისწინებლობის ხშირი პრობლემის წინაშე რომ დგას სახელმწიფო, ეს ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებულად გამოკვეთა. დეკრეტული შვებულების, ორსულებსა და მშობიარობის შემდგომდედებზე, არგაცემის საჩივრები კი ომბუდსმენის აპარატამდე ხშირად აღწევს. ცხადია, რომ დამსაქმებლები თავად ვერ ერკვევიან შრომის კოდექსში არსებულ ჩანაწერებში, მაგრამ თავად დასაქმებულებიც რომ არ ეცნობიან თავიან უფლებებსეს მეორე, კიდევ უფრო დიდი უკიდურესობაა.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემისა, საკითხი მაინც ბევრად უფრო მცაფრად დგას LGBTQ ადამიანების წინაშე.

განვიხილეთ ამ ადამიანების გენეტიკური მხარე, ასევე საინტერესოა მათი ფსიქოლოგია.

მშობლებს აქვთ ფუნდამენტური როლი ბავშვის გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში.

კვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნებზე, მამრ მაიმუნს აცმევცდნენ დედის მსგავს ტანსაცმელს და სხვა მაიმუნებისგან იზოლირებულად ამყოფებდნენ, გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა რომ ამ მაიმუნს არ ჰქონდა შეწყვილების უნარი და სხვა მისი მსგავსი არსებები დედისა და ნათესავების ჩათვლით იყვენ მტრულად განწყობილნი.რიგ შემთხვვევაში შედეგი ლეტალურიც კი იყი, თითქმის იგივე სურათია ვირთხების შემთხვევაში.

ამ ყველაფრით უამრავი რამის თქმა შეიძლება ადამიანთა შესახებაც, თუკი დაშორდებით საკუთარ შვილებს, მოაქცევთ იზოლაციაში, ამით ვერ შეცვლით მათ გენდერულ იდენტობასა და სამყაროს აღქმის თავისებურებას.უბრალოდ ორივე მხრიდან მიიღებთ დიდ დაპირისპირებას, უსიამოვნებებსა და უსიყვარულობას.

უმეტესი მათგანი განიცდის გარეთ გასვლის შიშს, საზოგადოების შიშს, ადამიანთა მოდგმის შიშს და ჩვენ ვკარგავთ მილიონობით საღ გონებას, მილიონობით ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა უნარი თუნდაც იმისა, რომ აქამდე შეექმნა ვაქცინა კორონა ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლება მოეხერხებინა სწორი პოლიტიკით უამრავი ომის არიდება, სისხლის ღვრა, ჭირი, შიში, სიკვდილი, დაობლება, დაქვრივება, დასახიჩრება.მას შეიძლება მიეკვლია კრიმინალსთვის, რეციდივისტისთვის, ნარკო-ბარიგასთვის.მაგრამ არა, ჩვენ ადამიანები, სახელმწიფოები, მთავრობები, ხელისუფლებები სირაქლემას პოზიციაში, მშვიდად ყოფნას განვაგრძობთ , მაშინ როდესაც გარეთ კლავენ, ხვრეტენ, სცემენ, ასახიჩრებენ, აუპატიურებენ, უსამსახუროდ შიმშილისგან იხოცებიან და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ერთ დღეს შეიძლება შეგვეძინოს ოქროსთმიანი გოგონა განურჩეველი სასქესო ორგანოთი, ან ბიჭუნა რომელსაც სურს რომ ლამაზი კაბებით იაროს ბაღში და ყველა ზემოთ აღნიშნული ჩვენი ყოველდღიურობის უშუალო ნაწილი გახდეს.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0