x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:107007
  • ვიდეო:350349
  • სურათი:474376
100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად

დღეს რთულია ადამიანის პოვნა, რომელიც «მონა ლიზას» არ იცნობს. უფრო მეტიც, ლეონარდო და ვინჩის ეს ტილო ყველაზე ცნობადი პორტრეტია, მსოფლიო ფერწერის ისტორიაში. მაგრამ, ყოველთვის ასე არ ყოფილა... აღორძინების გენიალური სურათი, მართალია, მისი შექმნის მომენტიდან, ექსპერტებს შორის, დიდად ფასობდა, მაგრამ ფართო მასებისთვის ის ცნობილი, არც თუ ისე შორეულ წარსულში გახდა.


image


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, «მონა ლიზა» ლეგენდად, მხოლოდ 100 წლის წინ იქცა. დღეს, ლუვრის დარბაზში, სადაც ცნობილი ტილოა გამოფენილი, – მუდამ აჟიოტაჟია. ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი ცდილობს, რომ «ჯოკონდას», რომელიც ტყვიაგაუმტარი მინით არის დაცული, თვალი თუნდაც ერთხელ მაინც შეავლოს.

საუკუნის წინ კი, ის დარბაზში სხვა სურათების გვერდით ეკიდა და მხოლოდ რენესანსის ეპოქის ფერწერის მცოდნეთა ყურადღებას იქცევდა. გარდა ამისა, როდესაც 1911 წ. 22 აგვისტოს სურათი კედლიდან გაქრა, გაგნგაში არავის აუტეხავს და დანაშაულის ფაქტის შესახებ, პოლიციას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს.


imageასე გამოიყურებოდა დანაშაულის ადგილი


სურათის გაქრობა პირველმა ლუვრის დამთვალიერებელმა, მხატვარმა ლუი ბერუდმა შენიშნა – კედელზე, სადაც ბოლო 5 წლის მანძილზე, ქალის პორტრეტი ეკიდა, მხოლოდ ლუსმანიღა იყო. ბერუდმა, სურათის დაკარგვის შესახებ, მაშინვე მუზეუმის თანამშრომლებს აცნობა. მათ კი, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვის შეიძლება ის წაეღო... ამიტომ, ივარაუდეს, რომ ადმინისტრაციის თანხმობით, ის ფოტოსურათების გადაღების მიზნით, სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებმა გაიტანეს.

imageხოლო, საღამოსთვის, უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ძვირფასი ტილოს დაბრუნებსა არავინ აპირებდა და რომ «ჯოკონდა», დღისით, მზისით, მზაკვრულად გაიტაცეს... მუზეუმის თანამშრომლებმა სურათის დაკარგვის შესახებ, პოლიციას აცნობეს და გამოძიების ჩასატარებლად, ლუვრი დაკეტეს.

ყველა დაკითხეს, ვინც იმ დღეს მუზეუმში მუშაობდა და მას შემდეგ, რაც მათ უდანაშაულობაში დარწმუნდნენ, დაუდევრობის მიზეზით, სამუშაოდან დაითხოვეს.

ძიება, რომელსაც პარიზის საუკეთესო ინსპექტორები და დეტექტივები ატარებდნენ, 2 წელს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, «ჯოკონდა» საფრანგეთის წამყვანი გაზეთების ფურცლებიდან არ ჩამოსულა. თავი, განსაკუთრებით, პარიზულმა გაზეთმა Le Petit Parisien-მა გამოიჩინა, რომელიც ერთი თვის მანძილზე, პირველ გვერდზე დაკარგული სურათის ფოტოს აქვეყნებდა... და სულ მალე, საფრანგეთში აღარავინ დარჩა, ლუვრის გახმაურებული ძარცვის შესახებ რომ არ სცოდნოდა.


image Le Petit Parisien-ის პირველი გვერდი


იმის გამო, რომ ძიება ადგილიდან არ იძვროდა და ჟურნალისტებს დასაწერი არაფერი ჰქონდათ, მათ ლეონარდო და ვინჩის ტილოს შექმნის ისტორიის და მისი ცალკეული დეტალის განხილვა დაიწყეს... და ყველა, ვინც ამ თენაზე მუშაობდა, ფერწერის ექსპერტი გახდა. გაზეთებში დაიწყეს დიდი მხატვრის ფუნჯის მონახაზის ფორმის, შუქ-ჩრდილების, მართკუთხა კომპოზიციის, უკანა ფონის და სხვა დეტალების განხილვა, რომელიც ადრე, მხოლოდ ფერმწერებისთვის და რესტავრატორებისთვის იყო ცნობილი.


imageგანცხადება სურათის მოპარვის შესახებ


რა თქმა უნდა, განხილულ იყო სურათზე გამოსახული ქალის იდუმალი ღიმილიც. გამოითქვა ყველანაირი ვარაუდი და ამ დისკუსიებმა არა მხოლოდ მხატვრები და ჟურნალისტები, არამედ ის ადამიანებიც აღაფრთოვანა, ვისაც ხელოვნებასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ტილოს გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, ინტერესი გამოიწვია ხელოვნების ისტორიის უფასო კურსებისადმი, სადაც ქარხნის თანამშრომლები და ქუჩის მოვაჭრეებიც კი ეწერებოდნენ. ბომონდს შორის კი, კარგ ტონად ითვლებოდა, ძარცვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიის წამოყენებ და განცდების გამოხატვა, სურათის დაკარგვის გამო. ერთადერთი ახალი ამბავი, რომელმაც «ჯოკონდას» პრესაში აუდიტორია წაართვა — «ტიტანიკის» დაღუპვა იყო.


image«მონა ლიზა» უფიცის გალერეაში


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო და შეიძლება, სურათი სამუდამოდ გამქრალიყო ჩვჩენი თვალთახედვის არედან, ის თავადვე რომ არ გამოჩენილიყო...

პორტრეტის მოპარვიდან, 2 წლის შემდეგ, ფლორენციაში, უფიცის გალერეაში ვინმე ვინჩენცო პერუჯის წერილი მივიდა. წერილის ავტორი იტყობინებოდა, რომ მას დაკარგული ტილო ჰქონდა და მზად იყო, მცირე ჯილდოს სანაცვლოდ, ის მისი ნამდვილი მფლობელისთვის – იტალიელი ხალხისთვის დაებრუნებინა.


imageლუვრის თანამშრომლები სურათის დემონსტრირებას ახდენენ


პერუჯი მაშინვე დააკავეს და პირველსავე დაკითხვაზე მან ყველაფერი აღიარა. როგორც გაირკვა, 32 წლის ვინჩენცო ლუვრში მუშაობდა და სურათი მუზეუმიდან 1911 წლის 21 აგვისტოს გაიტანა. მან ის, უბრალოდ, თავის სამუშაო ხალათში გაახვია. მიუხედავად იმისა, რომ სურათის ზომა, სულ რაღაც, 53×77 სმ-ია, მისი გატანა მაინც რთული იყო. მაგრამ, გაუმართლა და მუზეუმიდან გასვლის დროს, მას ყურადღება არავინ მიაქცია.


imageმუზეუმიდან სურათის მოპარვის სქემა


დაკითხვების დროს, ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან ტილო წმინდა პატრიოტული მოსაზრებით მოიპარა და რომ მისი მიზანი, სურათის იტალიაში დაბრუნება იყო, საიდანაც მისი თქმით, ნაპოლეონმა წაიღო. თუმცა, მისი ვერსია დამაჯერებელი არ იყო... ჯერ ერთი, ნახატი საფრანგეთში თავად ავტორმა ჩაიტანა. თან, ძიების დროს, დამნაშავის ნათესავთან მიმოწერა აღმოაჩინეს, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ «სულ მალე, პერუჯები ძალიან გამდიდრდებოდნენ».

imageსასამართლომ დამნაშავე არ გაამართლა, მაგრამ არც მკაცრად დაუსჯა... ხმაურიანი ძარცვის პატრიოტული მოტივი, როგორც ხელისუფლებას, ისე იტალიის მოსახლეობას მოეწონა. გაითვალისწინეს ისიც, რომ პერუჯის, შესაძლებელია, არ სცოდნოდა «მონა ლიზას» გადაადგილების ისტორია. ხოლო, საკუთარი სამშობლოს მოყვარული მამაკაცის ქცევამ, მოსამართლეები მის მიმართ დადებითად განაწყო. შედეგად, ვინჩენცო პერუჯის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 1 წლის და 15 დღის ვადით მიესაჯა, საიდანაც ციხეში მხოლოდ 7 თვე გაატარა.

პატრიოტის და «მონა ლიზას» გამტაცებლის სახელმა, პერუჯი პოპულარული გახადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის I მსოფლიო ომის ფრონტებზე იბრძვოდა, დაოჯახდა და მოულოდნემად, პატრიოტობის კვალობაზე, მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – ის პარიზში დასახლდა, სადაც დეკორატორად მუშაობდა და კლიენტი არასდროს მოჰკლებია...


imageპორტრეტის ლუვრში დაბრუნება


გატაცებამ დადებითად იმოქმედა «მონა ლიზაზეც». საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ის დიდ ტურში «გაემგზავრა», რა დროსაც, ბევრ ევროპული ქვეყნის დედაქალაქში გამოიფინა. ყველა ქვეყანაში მას აღფრთოვანებით ხვდებოდნენ. ხოლო, მუზეუმებთან მისი ნახვის მსურველთა უზარმაზარი რიგები იდგა...

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს
2. ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში, სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან
3. თუ გინდათ, რომ კატის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ – საოცარი ფაქტები ამ ფუმფულა არსებაზე
4. აი რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა
5. ვინ იყვნენ «ფარცოვშიკები» და როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნე სსრ კავშირში

6. ულამაზესი მეტისი გოგონები (20 ფოტო)





0
346
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0