x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ იყვნენ «ფარცოვშიკები» და როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნე სსრ კავშირში

ფანჯარა, მატერიალური კეთილდღეობის მაცდურ სამყაროში, საბჭოთა კავშირში, ფარცოვშიკებმა «გაჭრეს». მათ შეეძლოთ, სრული დეფიციტის პირობებში, ნებისმიერი ნივთის თუ მედიკამენტის შოვნა: ჯინსი, უცხოური სამოსი, წიგნები, ჟურნალები, კასეტები, ალკოჰოლი, სიგარეტი – ყველაფრი, რაზეც კი შეეძლო საბჭოთა ადამიანს ეოცნება...


imageკადრი ფილმიდან «ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას», 1973 წ.


ფარცოვკა — სლენგი არის და იატაკქვეშეთში, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელი საქონლის, ყიდვა-გაყიდვას ნიშნავს. საბჭოთა კავშირში ხელზე ნივთების ყიდვა-გაყიდვას და თვით მოვლენას, – «ფარცს» ეძახდნენ. მისი, როგორც ფართოდ გავრცელებული მოვლენის აკვანი კი, 1957 წ. მოსკოვში ჩატარებული ახალგაზრდების და სტუდენტების IV საერთაშორისო ფესტივალი იყო.

ფარცოვშიკები პროფესიონალებად და მოყვარულებად იყოფოდნენ: პირველისთვის ეს ბიზნესი იყო, ხოლო მეორესთვის – ერთეული მოვლენა. ამ საქმიანობით მუდმივად დაკავებულები, სადღაც დარაჯებად ფორმდებოდნენ და დღის მანძილზე, საკუთარ საქმიანობას ეწეოდნენ. ხოლო, «მოყვარულებს», თუ უცხოური ნივთი ჩაუვარდებოდათ ხელში, საკუთარ წრეში ყიდიდნენ ან საკომისიო მაღაზიებში აბარებდნენ.

გარდა ამისა, ფარცოვკით ის ადამიანებიც იყვნენ დაკავებულნი, ვისთვისაც საბჭოთა საზღვრები ღია იყო და საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ: მეზღვაურები, ბორტგამცილებლები, სპორტსმენები, მსახიობები და უცხოეთის სამხედრო ბაზებზე მყოფი პირები. მოკლედ, ყველა, ვისაც დეფიციტური საქონლის შეძენის სულ მცირე შესაძლებლობა მაინც ჰქონდა.

ფარცოვკა მოსკოვის დიდ სასტუმროებშიც «ყვაოდა», სადაც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ჩერდებოდნენ. სასტუმროს მომსახურე პერსონალი ხიზილალას, არაყს და კონიაკს უცხოურ სამოსზე, ტექნიკაზე და სხვა წვრილმა ნივთებზე ცვლიდა. მაგრამ, საქონლის გაყიდვით დაკავებულები არ იყვნენ – ისინი «ნადავლს» ადმინისტრატორებს აბარებდნენ, ხოლო ეს უკანასკნელები, – ფარცოვშიკებს. მოგება კი, ყველაზე ნაწილდებოდა.


image 70−80 წლებში ყველაზე პოპულარული დეფიციტური საქონელი ჯინსი იყო


უცხოეთიდან ჩამოტანილი ნივთებით არც მეზღვაურები და შორ მანძილზე საქონლის გადამზიდავი მანქანის მძღოლები ვაჭრობდნენ. ისინი უცხოურ ნივთებს გადამყიდველებს აბარებდნენ და ფულს მთელი პარტიის გაყიდვის შემდეგ იღებდნენ. ფარცოვშილები კი, ძირითადად, სახლებში ვაჭრობდნენ და პოტენციური კლიენტები მასთან ნაცნობობით, ან ნაცნობის ნაცნობობით ხვდებოდნენ.

საბჭოთა კავშირში კარგად ჩაცმა ყველას უნდოდა და არავის ჰქონდა ადგილობრივი წარმოების ნივთების მოხმარების სურვილი... სამოსი მინიმუმ, ჩეხოსლოვაკიური მაინც უნდა ყოფილიყო, ხოლო ფეხსაცმელი – იუგოსლავიური, ფინური ან იტალიური. მაგრამ, კაპიტალისტური ქვეყნების პროდუქცია მხოლოდ დიდ ქალაქებში იყიდებოდა და მას მომენტალურად «იტაცებდნენ»... და იქვე, მინიმუმ, 10 მანეთის დანამატით ყიდიდნენ. თუმცა, ეს ფარცოვკად არ ითვლებოდა... ასეთ ქმედებას ფარცოვშიკები სპეკულიანტობად თვლიდნენ და მას ემიჯნებოდნენ.


imageხელზე მოვაჭრე გადამყიდველები, ე. წ. სპეკულიანტები


«სპეკულიანტებისგან» განსხვავებით, ფარცოვშიკებს გარკვეული ღირსების კოდექსი ჰქონდათ — მაგ., არაეთიკურად ითვლებოდა მუდმივი კლიენტისთვის შეთავაზებულ ნივთებზე მეტისმეტად დიდი ფასნამატი. მაგრამ, ამის გაკეთება შემთხვევით, ერთჯერადი მყიდველის შემთხვევაში შეიძლებოდა.

ფარცოვშიკების ცნობა შორიდანა შეიძლებოდა. ისინი საკუთარ თავს განსაკუთრებული, სუბკულტურის წარმომადგენლებად თვლიდნენ: მოდურად იმოსებოდნენ, უცხოურ სიგარეტს ეწეოდნენ, ვისკს და სხვა უცხოურ სასმელს სვამდნენ. კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში და იცოდნენ ამ სფეროში მომხდარი სიახლეების შესახებ...


imageასერ გამოიყურებოდა ტიპიური «ფარცოვშიკი»


მხოლოდ ერთ დღეში, ფარცოვშიკს შეეძლო 200 მანეთი გამოემუშავებინა (საშუალო ხელფასი სსრ კავშირში 120 მანეთი იყო) და მთელი თვე აღარაფერი ეკეთებინა ან საქონელი საკომისიოში ჩაებარებინა და დასასვენებლად წასულიყო.

საკომისიო მაღაზია, იმ დროს, ერთადერთი ადგილი იყო, სადაც უცხოური ნივთის ყიდვა-გაყიდვა ლეგალურად შეიძლებოდა.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, – ქვეყნის გაქრობასთან ერთად, ფარცოვშიკებიც გაქრნენ, რადგან საზღვრები გაიხსნა და უცხოური საქონელით ვაჭრობა ბაზრობებზე და კერძო მაღაზიებში დაიწყეს.


imageimageimage

* საბჭოთა «კოშმარები» ...და აღარავინ თქვას, «რა ქვეყანა დაანგრიესო!»

* რას და როგორ უწევდნენ რეკლამას სსრ კავშირში

* «ტარხუნა», «ტუშონკა», «გუშონკა»... პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება

* სსრ კავშირის დაშლის რეალური მიზეზი
* საშინელების ნამსხვრევები — ის, რაც გულაგის ბანაკებიდან დარჩა

0
859
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0