x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104257
  • ვიდეო:348085
  • სურათი:468831
ყავის დალევა უზმოზე არ შეიძლება! – ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები (ახალი კვლევის შედეგები)

ბევრისთვის საყვარელ სასმელს გვერდითი ეფექტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ჟურნალი – British Journal of Nutrition იტყობინება, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული.


image


ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საუზმემდე ყავისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შორეულ პერსპექტივაში, უზმოზე ყავის მოხმარებამ, შეიძლება, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

ბრიტანეთის კვების, ფიზიკური ვარჯიშის და მეტაბოლიზმის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, ყავის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგის გასარკვევად, არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 29 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები მათ 2 ჯგუფად გაყვეს. I ჯგუფში გაერთიანებულებს, გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ, მაგარ შავ ყავას სთავაზობდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ტკბილ სასმელს ასმევდნენ, რომელიც კალორიულობით, ტიპიურ საუზმეს უტოლდებოდა. II ჯგუფში კი, ექსპერიმენტის მონაწილეებს, გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ, იგივე ტკბილ სასმელს სთავაზობდნენ.

imageმოგვიანებით, მეცნიერები ორივე ჯგუფის წევრებს, სისხლში გლუკოზის დონეს უზომავდნენ და აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც ყავა მშიერ კუჭზე მიიღო, სისხლში შაქრის დონე 50% გაეზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ყავა კუნთის ქსოვილების მიერ შაქრის ათვისების პროცესს აფერხებს. ამიტომ, ექსპერტები უზმოზე ყავის მოყვარულებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ თუ საუზმემდე ყავას დალევენ, საუზმე მხოლოდ მას შემდეგ მიირთვან, რაც ორგანიზმიდან კოფეინი გამოვა. ყავის დალევის შემდეგ კი, პროცესი ასე მიმდინარეობს:

15-45 წუთის შემდეგ, ყავა კუჭს გადალახავს და წვრილი ნაწლავების მიერ შეწოვება. შემდეგ ის სისხლში გადასის და მთელს ორგანიზმში (გული, ფილტვები, თავის ტვინი...) თანაბრად ნაწილდება. ყავის ორგანოებს შორის ასეთი სწრაფი განაწილება იმით აიხსნება, რომ ის, როგორც წყალში, ისე ცხიმებში, ერთნაირად კარგად იხსნება.

imageყავის ჭიქა ჯერ დაცლილი არც არის, რომ ყავა ღვიძლში უკვე დაშლას იწყებს და სულ მალე, კოფეინის მოქმედებას ვგრძნობთ. ხოლო, საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის ორგანიზმიდა ის, 5-6 საათის შემდეგ გამოდის. ფეხმძიმე და მეძუძური ქალების და იმ ადამიანების ორგანიზმიდან, ვისაც ალკოჰოლი აქვს მიღებული, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო არის საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგულარული მწეველების ორგანიზმში კოფეინი ბევრად უფრო სწრაფად – 4-5 სთ-ში იშლება!

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ შორეულ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, სისხლში შაქრიდ დონის ასეთმა ნახტომებმა, შეიძლება, ორგანიზმის გლუკოზასთან ტოლერანტობის დარღვევის პროვოცირება მოახდინოს, რაც თავის მხრივ, II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს ზრდის.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყავის მოყვარულებს იმედგაცრუების საფუძველი არა აქვთ, რადგან ყავის დალევა დილით შეიძლება... ოღონდ, საუზმეზე კარგად დანაყრების შემდეგ.

imageimageimageყავა თუ ჩაი? რომელი უფრო სასარგებლოა? — ექსპერიმენტის შედეგი
ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის
რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!

1
276
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
9 ოქტომბერი, 10:33
ვეცდები, ბატონო))
0 1 1