x
მეტი
  • 28.10.2020
  • სტატია:104441
  • ვიდეო:348185
  • სურათი:469092
7 რამ, რისი გაკეთებაც ისრაელში არ შეიძლება

image


საზოგადოებრივ ტრანსპორტში მშვენიერი სქესის წარმომადგენლების მისამართით გამოჩენილმა პატარა, უმნიშვნელო ყურადღებამ, ავტომობილის მაისურის გარეშე მართვამ და უსაფრთხოების სამსახურის წარმომდგენლებთან უცოდველმა ხუმრობამაც კი შესაძლოა ამ აღთქმულ მიწაზე მთელი რიგი პრობლემები შეგიქმნათ. სწორედ ამ წინააღმდეგობების თავიდან ასაცილელად გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში თქვენი სტუმრობა ამ საოცარ, წმინდა მიწაზე მართლაც რომ დაუვიწყარი იქნება.








მწვანე შუქზე დგომა


image


ისრაელში მძღოლები მწვანე შუქზეც კი ასიგნალებენ: რატომ? კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე: ხომ შეიძლება გადასასვლელზე ფეხით მოსიარულემ უცებ ვერ შეამჩნიოს თუ როგორ შეიცვალა შუქნიშანის ფერი და გადასვლა დააყოვნოს.






უსაფრთხოების სამსახურის წარმომდგენლებთან ხუმრობა



image


ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იუმორის გრძნობას მას შემდეგ კარგავენ, რაც სამორიგეო ცვლას იწყებენ. უკეთესი იქნება მათ სტანდარტულ კითხვებზე თუ - "რა არის თქვენს ჩანთაში?", ან "გაქვთ თუ არა რაიმე აკრძალული პრეპარატი ან იარაღი" ხუმრობისგან თავს შეიკავებთ. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ეს იქ როგორც წესი, კარგად არ მთავრდება.




მანქანით გადაადგილება "გამოსყიდვის დღეს"


image


ბევრი ფიქრობს, რომ ებრაელები უქმე დღედ აღიარებულ - შაბათს მკაცრად იცავენ, თუმცა ამ ქვეყანაში ჩასვლისთანავე მიხვდებით, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ამ დღეს იქ ყველაფერი ისეთივე დატვირთვით მუშაობს, როგორც სხვა, დანარჩენ სამუშაო დღეებში, მაღაზიები და რესტორნები როგორც წესი ღიაა, ადამიანები ავტომობილებსაც მართავენ და თავს მუშაობის უფლებასაც აძლევენ, თუმცა არის ერთი დღე, როდესაც მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილება ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ. ამ წმინდა დღესასწაულს იომ - ქიფურის დღეს (სიტყვასიტყვით - "მიტევების დღე", ითარგმნება როგორც "გამოსყიდვის დღე", "განკითხვის დღე") უწოდებენ და როგორც წესი, ის ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს აღინიშნება. ამ დღეს შეგიძლიათ ქალაქში "როლიკებით" სეირნობა, ასევე არასათანადო ადგილზე გზის გადაკვეთაც კი, და ამისთვის თქვენ არავინ დაგაჯარიმებთ. ებრაელებისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან და წმინდა დღეს გზებზე მხოლოდ სპეც სამსხურების მანქანებს თუ შეხვდებით.




შეთავაზებაზე უარის თქმა


image


საკვები ისრაელში - წმიდათა წმიდაა. გამხდარ ადამიანებს გარშემომყოფების მხრიდან აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველა ცდილობს მათ გამოკვებასა და სათანადოდ დაპურებას. ისრაელი თავისი მრავალფეროვანი აღმოსავლური კერძებითა და ტკბილეულის ძალიან დიდი არჩევანით არის ცნობილი: ფალაფელი, შაურმა, ჰუმუსი, თევზი, ხორცი, ნაყინი, იოგურტი და ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ კერძებისა, რისი დაგემოვნებაც ამ საოცარ ქვეყანაშია შესაძლებელი.




ავტომობილის სამოსის გარეშე მართვა



image


დიახ, თქვენ პოლიცია აუცილებლად დაგაკავებთ, თუ შეამჩნევს რომ მანქანას მაისურის გარეშე მართავთ. ისრაელში ეს კანონი როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზეც ერთნაირად ვრცელდება.





რეტროგრადობა


image


თუ თქვენ პროგრესისა და ახალი ტექნოლოგიების წინააღმდეგი ბრძანდებით, მაშინ უკეთესი იქნება თუ ისრაელში არ იცხოვრებთ. ამ ქვეყანაში თქვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ძველი მოდელის მობილური ტელეფონი ან სხვა რაიმე ტექნიკა ჰქონდეს. აქ ყველას ყველაფერი უახლესი და საუკეთესო აქვს.




ახალგაზრდა ქალისთვის ტრანსპორტში ადგილის დათმობა


image


აღზრდამ და უხერხულობამ როგორც არ უნდა შეგაწუხოთ არ ღირს ტრანსპორტში ახალგაზრდა გოგონასთვის ადგილის დათმოთ. ისინი ამას პირად შეურაცხყოფად ჩათვლიან. რატომ? იმიტომ რომ მსგავსი საქციელით თქვენ თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევთ.







0
715
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
715