x
გაუცხოების სინდრომი
Resignation Syndrome, რომელიც შეიძლება ქართულად გადავთარგმნოთ, როგორც გაუცხოების სინდრომი შვედეთში კვლევის საგანი 90-იანი წლებში გახდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც შვედეთში ასობით შემთხვევა დაფიქსირდა - თავშესაფრის მაძიებელი ოჯახების ბავშვები უეცრად კომისმაგვარ მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ისინი აღარ რეაგირებდნენ არაფერზე და ხდებოდნენ სრულიად უმოძრაოები. საკვებს და წყალს საუკეთესო შემთხვევაში - კოვზით და უარეს შემთხვევაში, მილით იღებდნენ. გარეგნულად ბავშვები გამოიყურებიან სრულიად ჯანმრთელად, რაც გულისხმობს რომ აქვთ ნორმალური კანის ფერი და ერთი შეხედვით მხოლოდ მძინარე ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სინამდვილეში ისინი არანაირ გარე გამღიზიანებელზე აღარ რეაგირებენ და არიან სრულიად უმოძრაოები თვეების ან წლების განმავლობაში.

შვედეთი არის ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელ ოჯახებს იღებდა. ამიტომაც, ამ ქვეყანაში დაფიქსირდა შესამჩნევად ბევრი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სინდრომი მაგრამ განსხვავებული სახელწოდებით ბრიტანეთშიც იყო აღწერილი. ასეთი ბავშვების რაოდენობა არ არის მცირე და ის თითქმის ყველა შემთხვევაში უკავშირდება ძლიერ სტრესს.

მსგავსი რეაქციები შემჩნეულია ძუძუმწოვრებშიც, როდესაც უსაფრთხოების ბოლო იმედი ამოწურულია შიშისა და სტრესის შემცველ გარემოში ცოცხახალი ორგანიზმი გადადის კატატონურ მდგომარეობაში. ასევე, ძუძუმწოვრებში და ფრინველებში გავრცელებულია „გაყინვის“, „მკვდრად თავის მოჩვენების“ მდგომარეობა, როცა ისინი განიცდიან შიშს.

2014 წლის პირველ ივლისს, ეს სინდრომი შვედურ ICD-10- ში კლასიფიცირებულია ICD-10-SE; F 32.3A. რის შემდეგაც, ეს დიაგნოზი დაფიქსირდა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს რეესტრში, რაც გულისხმობს რომ უკვე ეპიდემიოლოგიური კვლევების საშუალებას იძლევა.


მოკლედ შეგვიძლია შემდეგნარად ჩამოვაყალიბოთ ის გამოვლინებები, რომლებიც ამ ბავშვების შემთხვევებში გვხვდება.

მსუბუქად მიმდინარეობა :

  • შემცირებულიკომუნიკაცია;
  • შემცირებულიმოტორული უნარები;
  • შეუძლებლობა, რომშეასრულონ ყოველდღიური რუტინა;
გართულებულ შემთხვევებში :

  • საკვებიმილით საჭიროებენ გამოკვებას, რადგან არ შეუძლიათ ჭამა და დალევა;
  • არკონტაქტობენ;
  • არმოძრაობენ;
  • არაქვთ ფორმალური ან ემოციური კონტაქტი არავისთან;
  • მათითვალები სულ დახუჭულია;
  • არრეაგირებენ, შეხებაზე, ხმაზე, ტკივილზე ან სიცივეზე;
  • უმრავლესობასაქვს ენურეზი და ენკოპრეზი.
დღეს დღეობით ბავშვების კათატონიის მკურნალობის ზუსტი მიმართულება არ არსებობს. თუმცა, მკვლევრები საუბრობენ მედიკამენტოზური ჩარევაზე, ბენზოდეაზეპამის გამოყენებით გაუცხოების სინდრომის დამწყებ სტადიებზე. ამ ეტაპისთვის ოჯახის წევრები უვლიან და აკონტროლებენ ბავშვის მდგომარეობას მცირე მედიკამენტოზური ჩარევით და ექიმების მეთვალყურეობით. თუმცა, ვინაიდან უგონოდ ყოფნის პერიოდი ხშირად 3 წელზე მეტ ხანსაც გრძელდება ლაპარაკი მიდის აქტიურ მედიკამენტოზურ ჩარევაზეც.


1
8
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
8
  
2020, 10 სექტემბერი, 1:48
ფოტო დაურთეთ სტატებს თვალსაჩინოებისთვის.
0 1 1